საწარმო „გრანული“ დაარსდა 2016 წელს. მისი დანიშნულებაა, მოიზიდოს ფერმერები და შესთავაზოს მათ ნატურალური საკვები ქიმიური დანამატების გარეშე. პროდუქცია გადის ექსტრუდაციას და შემდეგ ხდება დაგრანულირება. ექსტრუდაციის მეშვეობით პროდუქტი იძენს მონელებადობის და შეთვისების მაღალ ხარისხს, ამავე დროს თერმულად მუშავდება და ბაქტერიები მთლიანად ნადგურდება. გრანულაცია ხელს უწყობს საკვების კომპაქტურობას, ასევ
ე თითოეულ გრანულში სწორად და ზუსტად ნაწილდება მინერალებისა და ვიტამინების საჭირო პორცია.
საწარმოში მზადდება (სხვადასხვა ასაკისა და ჯიშის მიხედვით), ძაღლის, კატის, კურდღლის, ღორის, მსხვილფეხა საქონლის, ცხენის, ვირის, ქათმის, მტრედის, ასევე ზოოპარკის ბინადართა (დათვი, პონი, ზებრა, ანტილოპა, ირემი, აქლემი)საკვები. ვამზადებთ კობრის,ალაზნის ლოქოს და აფრიკული ლოქოს საკვებს. ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება კალმახის საკვების დამზადებაც. ყველა აქ ჩამოთვლილი პროდუქცია აპრობირებულია და გამოცდილი. თითოეულმა მათგანმა მიაღწია სრულ წარმატებას ხარისხში, ცხოველების სწრაფ ზრდაში, ფასში.
ჩვენთვის დაუშვებელია გენმოდიფიცირებული ნედლეული, ჰორმონალური პრემიქსები და სხვა მავნე ნივთიერებები, რაც შემდეგ ხვდება ხორციდან ადამიანის ორგანიზმში. ჩვენს ტექნოლოგებს შემუშავებული აქვთ უნიკალური რეცეპტები, რაც სრულად აბალანსებს საკვებს და მიღებული გვაქვს აბსოლუტურად ნატურალური პროდუქცია.
ჩვენ ასევე ვაფასოვებთ თუთიყუშის, ზღვის გოჭისა და ზაზუნას საჭმელს სხვადასხვა ბურღულეულისა თუ საჭირო ნივთიერებების შერევის უმაღლესი თანაფარდობით. გვაქვს მათი კომფორტისთვის აუცილებელი ატრიბუტებიც: ნახერხი, ბურბუშელა, ბალახი დაწნეხილ მდგომარეობაში. ვგეგმავთ ასევე აკვარიუმის თევზებისათვის საკვების წარმოებას.
ფირმა „გრანული“ 3 წელია ბაზარზეა, თუმცა, არსებობის მცირე დროის მიუხედავად, ჩვენმა პროდუქციამ უკვე მოიპოვა მოწონება მომხმარებლებში.