29/01/2023
გაზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება ცხოველების პროფილაქტიკა რწყილების და ტკიპებისგან. 🐶🐱🐰
დაცვის ძირითადი წესები:
1. წაისვით წვეთები კანზე და არა ცხოველის ბეწვზე. მხოლოდ კანს შეუძლია დამცავი ნივთიერებების შთანთქმა
2. ჯერ ისმევა წამალი და შემდგომ კეთდება საყელო.
3.არ შეიძლება ცხოველის დაბანა წამლის წასმამდე 3 დღით ადრე და წასმიდან 3 დღის განმავლობაში
4. ასევე ვამუშავებთ რწყილებისგან ცხოველის დასაძინ ადგილს
5. ვინიშნავთ წასმის თარიღს, რათა არ დაგვავიწყდეს შემდგომი დამუშავების პროცედურის ვადის შესახებ
6. ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქციები. ნებისმიერ წამალს აქვს უკუჩვენებები. თუ ეჭვი გეპარებათ, უმჯობესია მიმართოთ ექიმს.