12/11/2020
გთხოვთ გააზიაროთ ყველამ!
რატომ გახდა საქართველოში აუცილებელი დათვების თავშესაფრის მოწყობა? რატომ არ ვუშვებთ დათვებს ველურ ბუნებაში?
რაც დათვების თავშესაფარი შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოება ხშირად გვისვამს კითხვებს (რატომ გახდა საქართველოში დათვების თავშესაფრის მოწყობა? რატომ არ ვუშვებთ დათვებს ველურ ბუნებაში?)
პირველ რიგში მინდა შეგახსენოთ, რომ კავკასიური მურა დათვი, რომელიც საქართველოს ველურ ბუნებაში ბინადრობს გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. ამიტომ მურა დათვი შესულია „წითელ ნუსხაში“ მასზე ნადირობა საქართველოს კანონმდებლობით იკრძალება და ისჯება ფულადი ჯარიმით. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის მკაცრი კონტროლისა ბრაკონიერობა დღემდე გრძელდება ჩვენს ქვეყანაში და ხოცავენ დათვებს. დათვების გადაშენება ველურ ბუნებაში უკონტროლო და უკანონო ბრაკონიერობის შედეგია.
დათვებზე ნადირობა ბრაკონიერებს უადვილდებათ გაზაფხულზე, როცა დათვს ბელები ჰყავს ის არ გაურბის ბრაკონიერს, იცავს ბელებს ბოლომდე! ასეთ დროს დედა დათვს აკლავენ ბელებს ზედ! რათქმაუნდა დაობლებული ბელები მოჰყავთ სახლებში სხვადასხვა მიზნებისათვის, ხდება მათი გაყიდვა, გაჩუქება, გადადის ხელიდანხელში სანამ არ წამოიზრდება და საჭიროებას არ მოითხოვს მისი გალიაში გამოკეტვა ან ჯაჭვით დაბმმა. საქართველოს ველურ ბუნებაში ერთადერთი დიდი ზომის მტაცემელია მურა დათვი და ასეთი უპასუხისმგებლოდ თუ გავაგრძელებთ მათ ხოცვა-ჯლეტვას მალე სამუდამოდ გადაშენდება, როგორც რამოდენიმე ათეული წლის წინ გადაშენდა ვეფხვი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტყის ბინადარი იყო (შეგახსენებთ, რომ ვეფხვები საპჭოთა კავშირის დროს უკონტროლო ბრაკონიერობის შედეგად გადაშენდნენ) აქვე მინდა მოგიწოდოთ ყველას, ისედაც ღარიბ ველურ ბუნებას ნუ გავანადგურებთ, შევწყვიტოთ ცხოველების ხოცავა მითუმეტეს გადაშენების პირას მყოფი სახეობებისა. ვალდებულები ვართ მათ შესანარჩუნებლად ყველამ მივიღოთ მონაწილეობა, ერთად ხომ ყველაფერი შესაძლებელია ქართველებისათვის.
ალბათ ყველას გინახავთ პატარა გალიებში გამოკეტილი დათვები ბენზინგასამართ სადგურებზე, სასტუმროებსა და რესტორნების ეზოებში, მონასტრებში, ცირკში ველოსიპედით მოსიარულე და ხშირად კერძო სახლებშიც ჰყავდათ. ეს ის დათვებია, რომლებსაც დედა მოუკლეს თვალწინ და დააობლეს შემდეგ კი სამუდამო ტყვეობისათვის გაიმეტეს.
საქართველოში ასეთი ტყვე დათვები 2010 წლის აღწერით 30 მდე ინდივიდი იყო, სხვადასხვა ასაკისა და სქესის. მძიმე პირობებში მოთავსებული დათვები ნახევრად მშივრები შველას ითხოვდნენ.
ტყვე დათვების განთავისუფლება და მათი ველურ ბუნებაში დაბრუნება რამდენიმე მიზეზის გამო შეუძლებელია. 1. დათვები, რომლებიც ბელობის ასაკიდან ადამიანებთან იზრდებიან კარგავენ ადამიანების შიშს, ეჩვევიან ადამიანებს და მათგან საკვების მოლოდინში არიან. 2. ტყვეობაში მყოფი დათვები იკვებებიან ისეთი პროდუქტებით, რომელიც ველურ ბუნებაში არ მოიპოვება, ასეთი პროდუქტებით გამოზრდილი დათვი (პური, ვაშლი, სტაფილო, სიმინდი, თევზი, ხორცი) ტყეში არ გაჩერდება ბალახისა, წაბლისა და პანტის იმედზე. 3. ასეთი ფსიქიკის დათვების ველურ ბუნებაში გაშვება მოსახლეობისთვის საშიში ხდება, რადგან გაშვების თანავე რამოდებიმე დღეში უახლოეს სოფლებში გამოვლენ ადამიანებთან და დაიწყებენ საკვების თხოვნას, ასეთ შემთხვევაში დათვებისგან თავდასხმაც არა გამორიცხული. რამოდენიმე შემთხვევები უცხოეთში მოხდა და საქართველოშიც კი. ამიტომ ტყვეობაში გამოზრდილ დათვების ველურ ბუნებაში გაშვება პირველ რიგში საზოგადოებისათვის ხდება საშიში, მეორე რიგში დათვებისათვის რადგან დაიღუპებიან, მოსახლეობა თავდაცვის მიზნით სოფლებში მოხეტიალე დათვებს დახოცავენ და სამუდამოდ გადაშენდება მურა დათვები.
გამოსავალი ტყვე დათვებისთვის, ისევ ტყვეობა აღმოჩნდა!
2010 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვით შეიქმნა კერძო დათვების თავშესაფარი, მოეწყო სტანდარტებით გათვალისწინებული ვოლიერი, მაქსიმალურად ნახევრად ბუნებრივ პირობების გათვალისწინებით. (5000 კვ.მ ფართობზე მცირე ხეტყით, საბანაო აუზით და დახურული ბუნაგებით) იმავე წელს გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტმა ეტაპობრივად ჩამოართვა ყველას რკინა-ბეტონიან გალებში გამოკეტილი დათვები, ჩაუტარდათ ვეტერინარული შემოწმება და მოვათავსეთ ჩვენს მიერ მოწყობილ თავშესაფარში. მართალია დათვებმა ტყვეობიდან ტყვეობაში გადაინაცვლეს, თუმცა სხვაობა დიდია. დათვებს მძიმე პირობების გამო სტერეოტიპული ქცევები ჰქონდათ დაჩემებული. წელბის განმავლობაში ეს დათვები არ იკვებებოდნენ შესაფერისად, არ ჰქონდათ სივრცე სადაც ენერგიას დახარჯავდნენ, არ ჰქონდათ სხვა დათვებთან კონტაქტი, რაც ცხოველისათვის აუცილებელია, მითუმეტეს მტაცებლებისათვის.
თავშესაფარში მოთავსებისას დათვები გალაღდნენ, დარბიან, თამაშობენ ერთმანეთთან, ცურავენ აუზში რაც დათვებს ძალიან უყვართ, მოეხსნათ სტერეოტიპული ქცევები, იკვებებიან იმ პროდუქტებით, რაც მათი ჯამრთელობისათვის აუცილებელია და რაც ყველაზე მთავარია ახალი თაობა აღარ ნახავს რკინა-ბეტონით მოწყობილ მცირე ზომის გალიებში ამ უზარმაზარ და უნიკალურ მტაცებელს გამოკეტილს.
თავშესაფარში დღეის მდგომარეობით 17 მურა დათვია მოთავსებული, რომლების ველურ ბუნებაში გაშვება შეუძლებელია ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, თუმცა მათი ბელების რეაბილიტაცია და ველურ ბუნებაში გაშვება შესაძლებელია. იმ შემთხვევაში თუ ველურ ბუნებაში სტატისტიკურად ძალიან შემცირდება დათვების რაოდენობა გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვით მოხდება თავშესაფარში დათვების გამრავლება და აღდგენა ჩვენი ქვეყნის ველურ ბუნებაში. ამ ეტაპზე დათვების გამრავლება არ საჭიროებს, რადგან ბელების რეაბილიტაცია დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.
შეგახსენებთ, რომ დათვების თავშესაფარს არ აქვს სახელმწიფო დაფინანსება, თავშესაფარი დაარსებიდან დღემდე დამფუძნებლისა და შემომწირველების თანხებით ფუნქციონირებს. აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო იმ კომპანიებს და საზოგადოებას, რომლებიც პერიოდულად გვეხმარება ცხოველების გამოკვებაში და მათი პირობების გაუმჯობებაში.
--------------------------
#დათვებისთავშესაფარი
დათვების თავშესაფარს ესაჭიროება საზოგადოების დახმარება, როგორც ფინანსურად ასევე საკვები პროდუქტებით, მცირედი დახმარებაც ჩვენი ბინადრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგმართავთ თხოვნით ჩაერთოთ ამ უნიკალური ცხოველების მოვლა-პატრონობაში.
-----------------------------
თავშესაფარი ვიზიტორებისათვის ღიაა შაბათს და კვირას 11:00 დან 18:00 მდე. ვიზიტი უფასოა. თქვენი სურვილის შემთხვევაში თან იქონიეთ მცირედი საკვები (ვაშლი,სტაფილო, პური) შეგიძლიათ თქვენვე გამოკვებოთ დათვები. თქვენი უსაფრთხოებისთვის დაიცავით დისტანცია დათვებთან.
-----------------------------
მადლობას გიხდით ყველას ვინც პერიოდულად გვეხმარებით დათვების მოვლა-პატრონობაში.
-----------------------------
ა(ა)იპ "ზოოლოგიური ცენტრი" ს/კ 436038226
საქართველოს ბანკი:
GE05BG0000000037320500