27/07/2022
მე და ლესი ბოლო წამამდე ერთად ვიყავით 🙏❤️🙏
„როგორც ჩანს ბევრმა არ იცის რომ, შინაურ ცხოველებს სიკვდილის წინ, ბოლო სურვილებიც აქვთ, ეს სურვილები ყველაზე კარგად იმ ვეტერინარებმა იციან, რომლებიც მოხუც და ავადმყოფ ცხოველებს აძინებენ.
Twitter-ის მომხმარებელმა ჯესი დიტრიხმა ერთერთ ვეტერინარს ჰკითხა,თუ რა იყო მისი სამუშაოს ყველაზე რთული ნაწილი.
რაზეც სპეციალისტმა უყოყმანოდ უპასუხა: რომ მისთვის ყველაზე რთული იმის დანახვა იყო, სამუდამო ძილისთვის განწირული ცხოველები თუ როგორ ეძებდნენ საკუთარ პატრონებს თვალებით.
დაუჯერებელია მაგრამ ფაქტია, რომ მფლობელების 90%-ს არ სურს მომაკვდავი ცხოველის ოთახში ყოფნა. ხალხი მათ ოთახებს მხოლოდ იმიტომ ტოვებს, რომ მათი იმ ქვეყნად წასვლა არ დაინახონ. მაგრამ ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ მათ ოთხფეხა მეგობრებს ბოლო წუთებში ყველაზე მეტად სჭირდებათ ისინი.
გარდაუვალია, რომ ისინი თქვენზე ადრე მოკვდებიან და არასდროს დაგავიწყდეთ, რომ თქვენ იყავით მათი ცხოვრების ცენტრი, ისინი თქვენი ნაწილი და, თქვენი ოჯახის წევრები არიან.ამიტომ რაც არ უნდა რთული იყოს, სიკვდილის ჟამს მარტო ნუ მიატოვებთ მათ.
ნუ მისცემთ "უფლებას" გარდაიცვალონ მათთვის უცხო ადამიანის გვერდით,თანაც იმ ოთახში რომელიც არ მოსწონთ.
ძალიან მტკივნეულია იმის წარმოდგენა თუ როგორ ვერ პოულობენ ისინი სიცოცხლის ბოლო წუთებში საკუთარ პატრონებს. მათ არ ესმით, თუ რატომ მიატოვა საუკეთესო მეგობარმა. მათ ხომ მათგან მხოლოდ საბოლოო ნუგეში სჭირდებოდათ რათა მშვიდად დაეძინათ.
კი მართალია ვეტერინარები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ცხოველები არ შეშინდნენ, მაგრამ მათთვის მაინც სრულიად უცხოები არიან. ჰოდა რადგან მისი გარდაცვალების ცქერა შენთვის ძალიან მტკივნეულია, ამის გამო ნუ მოიქცევი ადამიანო ლაჩარივით.
ამ მძიმე მომენტში საკუთარ თავზე კიარა, შენს ერთგულ მეგობარზე იფიქრე, მეგობარზე რომელიც ესესაა იმ სითბოთი სავსე თვალებს დახუჭავს შენ რომ ყოველთვის სიყვარულით შემოგციცინებდნენ,დახუჭავს და ვეღარასდროს გაახელს...
ხომ იცით რომ ის არასდროს დატოვებდათ მარტო? ჰოდა როგორმე უნდა აიტანოთ ეს ტკივილი, მათი გულისთვის. იყავით მათთან ბოლომდე.”
- ტრიცია მო'ორეა
ფოტო: ტრევის პატენაუდი