06/07/2021
1 . კანე კორსო FCI 343 👇🏾
წარმომავლობა :იტალია
კლასიფიკაცია : მასტიფი
ჯგუფი: სამუშაო (working)
იდეალური სიმაღლე სტანდარტის მიხედვით:
ხვადი: 64სმ-68სმ
ძუ: 60სმ-64სმ
იდეალური წონა სტანდარტის მიხედვით:
ხვადი: 45-50 კგ
ძუ : 40-45 კგ
ბეწვის შეფერილობა: შავი, სერის სხვა და სხვა ტონი, მოყვითალო ღია ან მუქი სხვა და სხვა ტონი, ვეფხვისებრი.
მოყვითალო ტონის და ვეფხვისებრი შეფერილობის შემთხვევაში FCI 343 სტანდარტი მოითხოვს შავ ან სერ მინიშვნას პირის გარშემო, რომელიც არ უნდა ასცდეს თვალის გადამკვეთ ხაზს.
პატარა ზომის თეთრი ლაქები გულზე, ყელსა და ცხვირთან ან ნიკაპთან მისაღებია.
იტორია
კანე კორსო სასამსახურო ძაღლების ათეულში შედის. ბოლო პერიოდში კი ელიტარული და ძვირადღირებული ჯიშების სათავეში დადგა.
მის წინაპრად ითვლება ბრანჩესო სიცილიანო, ძაღლი, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ რომაელი ლეგიონელები ომების დროს. ისტორიულ წყაროებში მოგვეპოვება ცნობები იმის შესახებ, რომ მათ იყენებდნენ დიდი ზომის გარეულ ცხოველებზე სანადიროდ. (ლომი, დათვი, გარეული ტახი, მგელი და აშ…)
ეკლესია მონასტრების, ციხეების, ძვირფასეულობის და პირადი ქონების მეთვალყურედ, ასევე პირად მცველებად.
ლიტერატურაში არსებობს ცნობები, იმის შესახებაც , რომ ხველ რომში პოპულარული იყო სანახაობები რომელებიც ხშირად იმართებოდა კოლიზეუმში სადაც ამ ძაღლებს უწევდათ ლომებთან და დათვებთან შებრძოლება. დროთა განმავლობაში ჯიშმა გარკვეული სახეცვლილებები განიცადა და მან თავისი 80-იანი წლების წინაპრისგან საგრძნობლად განსხვავებული ვიზუალი შეიძინა, რაც ძირითადად გამოიხატებოდა იმაში, რომ დაკარგა ე.წ “მაკრატლისებრი კბენის” ტექნიკა, პირის (დრუნჩის) დამოკლებისა და თავის ქალის გადიდების გამო, რამაც მისი ყბის ძალა ერთიორად გაზარდა. პირის სიგრძე და სიგანე გაწონასწორებულია და ის თავის ქალის 33% -ს შეადგენს (პროპორციით 2:1)
2015 წლის 18 ივლისს , 08:00 (pm) საათზე National Geographic-მა ჩაატარა ტესტი კბენის სიძლიერეზე, სადაც მონაწილეობას იღებდა თითქმის ყველა ჯიშის ძაღლი და გარეული მგელი.
აღმოჩნდა , რომ მასტიფის ყბის ძალა აღემატებოდა პიტ ბულ ტერიერისა და გერმანული ნაგაზის კბენის სიძლიერის გაერთიანებულ მაჩვენებელს.
მასტიფის (კანე კორსოს) ყბის ძალა მივეთრად აღემატებოდა როტვეილერის ყბის ძალის მაჩვენებელსაც, რომელსიც აქამდე ყველაზე ძლიერ კვებენის პატრონად სახელდებოდა.
ხოლო მცირედით ჩამორჩება დობერმანს.
დობერმანის შემთხვევაში ბევრი ბრიდერი დავობს, რომ ეს დასაბუთებული არ არის და რეალობას არ შეესაბამება.
🔺 პიტ ბულ ტერიერი - 235 pounds of pressure
🔺 გერმანული ნაგაზი - 238 pounds of pressure
🔺 როტვეილერი - 328 pounds of pressure
🔺 მასტიფი (კანე კორსო) - 552 pounds of pressure
🔺 დობერმანი - 600 pounds of pressure
🔺 მგელი - 406 pounds of pressure
თავსაცვის დროს არანაკლებ 1200 pounds of pressure .
სპეციალისტებმა ერთხმად აღიარეს, რომ კანე-კორსოს გაცილებით მეტი ძალის განვითარება შეუძლია როდესაც ის თავს იცავს.
ეს ჯიში სამოცდაათიანი წლების ბოლოს გადაშენების პირას იყო, მის რებრიდინგში დიდი წვლილი მიუძღვის იტალიერ მეცნიერს ჯოვანი ბონატის.
მისი პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა 1987 წლიდან, როდესაც იგი პირველად ჩაიყვანეს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2005 წლის 15 ივნისს გაერთიანებული კინოლოგიური კლუბის (United kennel Club) მიერ ეს ჯიში აღიარებულ იქნა როგორც კანე კორსო-იტალიანო. ხოლო მოგვიანებით ,
2010 წელს ამერიკის კინოლოგიური კლუბის დადგენილებით მას ოფიციალურად ეწოდა კანე-კორსო.
ჯიშის ოფიციალურად აღიარებამ მისი პოპულარობა ერთიორად გაზარდა.
ახლა ის პოპულარობით სარგებლობს როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ისე საქართველოში.
სწორედ კანე კორსოს მიუხღვნა არტურ კონანდოილმა ყველასათვის კარგად ნაცნობი დეტექტივი, შერლოკ ჰოლმსის მესამე კრიმინალური ნოველა ,,ბასკერვილების ძაღლი” .
თვით ჯიშის აღწერაში განსაზღვრულია მისი
ფუნქცია : მეპატეონისა და ოჯახის დაცვა.
კანე კორსო სიტყვასიტყვით ითარგმნება , როგორც კარის მოდარაჯე და მცველი.
ეს არის ძაღლი რომელმაც არ იცის შიშის მნიშვნელობა.
მას შეუძლია მხოლოდ ერთი კბენით ნახევარტონიანი დათვი, სიცოცხლეს გამოასალმოს. ტკივილის მიმართ გასაოცარი ამტანობა ახასიათებთ, უყვართ უხეში თამაშები, სადაც იგრძნობს თავის ძალას.
მიუხედავად ამისა ძალიან ლმობიერია ოჯახის მიმართ, ძალიან ყვართ ბავშვები და ზოჯერ შესაძლოა კლოუნის როლშიც კი იხილოთ , რათა გაამხიარილოს ოჯახის წევრები.
კანე კორსო წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე …
გაგრძელება იქნება 🐈⬛
#იტალიურიმასტიფი
გამომცემელი: @მეგი გემიაშვილი