Nini's Pet Sitting & Grooming

Nini's Pet Sitting & Grooming A true pet lover, qualified and certified. 3+ of experience. I take care of your fluffy friends at their own home!
(6)

გამარჯობა ფისო და ცუგა ადამიანებო 🐱🐕იმედი მაქვს, ყველა ბედნიერად და მხიარულად ატარებთ ზაფხულს 🌈☀️ჩემი სერვისი დროებით შე...
21/07/2023

გამარჯობა ფისო და ცუგა ადამიანებო 🐱🐕
იმედი მაქვს, ყველა ბედნიერად და მხიარულად ატარებთ ზაფხულს 🌈☀️
ჩემი სერვისი დროებით შეჩერებულია პირადი მიზეზების გამო 😊
თქვენს უსაყვარლეს ოთხფეხებს ვერ გავუწევ შესაბამის მომსახურებას 👀
მადლობა რომ ისევ გახსოვართ 💛

Hello cat and dog persons 🐱🐕
Temporarily, my pet sitting service is no longer available for my personal reasons 🤓
Thank you all for still remembering me 💛
Wish you all happy and colorful summer 🏝️🌞

3⃣1⃣ დეკემბერი სულ უფრო ახლოვდება და ყველას სიხარულით ევსება გული 🎄🎅თუმცა, ყველას არა 😏 🐶🐱 ყველა ცხოველი, ადამიანთან შედ...
26/12/2021

3⃣1⃣ დეკემბერი სულ უფრო ახლოვდება და ყველას სიხარულით ევსება გული 🎄🎅
თუმცა, ყველას არა 😏
🐶🐱 ყველა ცხოველი, ადამიანთან შედარებით, მაღალი დიაპაზონით აღიქვამს ხმას და შესაბამისად ფეიერვერკები მათთვის დიდი და სავალალო სტრესის მომტანია ❌
გთხოვ, ნუ გამოიყენებ პიროტექნიკას ❗ გაუფრთხილდი ცოცხალ არსებებსა და ბუნებას 🙌

Boo 👻🎃🍂🌙🐾
30/10/2021

Boo 👻🎃🍂🌙🐾

მათ უყვართ გამდინარე წყლის ყურება, ზოგჯერ მისით თამაშიც, მაგრამ ბანაობა❓პასუხია: დიდი არა 🙅‍♀️ რატომ❓იხილეთ ყველაზე გავრ...
26/10/2021

მათ უყვართ გამდინარე წყლის ყურება, ზოგჯერ მისით თამაშიც, მაგრამ ბანაობა❓
პასუხია: დიდი არა 🙅‍♀️
რატომ❓
იხილეთ ყველაზე გავრცელებული და საინტერესო ახსნა აქ👇
🔸 უნდა გვახსოვდეს რომ, მათი წინაპრები ცხელი და მშრალი ადგილებიდან მოდიან, სადაც წყალი იშვიათობაა ☀
🔸 კატებს არ უყვართ ცვლილებები და მათ ბეწვზე წყლის შეგრძნება დიდ სტრესს იწვევს 💧
🔸 კატებისათვის კომფორტია მათ სურნელთან ერთად ცხოვრება, წყალი კი ამ ყველაფერს აქრობს. სწორედ ამიტომაა რომ ბანაობის შემდეგ ისინი კვლავ ინტენსიურად ილოკავენ ბეწვს 😯
🔸 მათი ბეწვი აკავებს წყალს და გაშრობას დიდი დრო სჭირდება, რაც უსიამოვნო პროცესია 🌬
🤏 ცხადია, არსებობენ კატები, რომლებსაც უყვართ ბანაობა, მაგრამ მათი რიცხვი ძალიან ცოტაა
თქვენ რას იტყვით? უყვართ თქვენს ფუმფულა მეგობრებს ბანაობა? 🤓

ორშაბათის დავალება 🤓😊
25/10/2021

ორშაბათის დავალება 🤓😊

შემოდგომის სასიამოვნო ამინდები დგას 🍂🍁ახალი აღმოჩენებისა და საინტერესო ლაშქრობების დროა 🤗და თან ვინ უნდა დაიმგზავროთ, ალ...
15/10/2021

შემოდგომის სასიამოვნო ამინდები დგას 🍂🍁
ახალი აღმოჩენებისა და საინტერესო ლაშქრობების დროა 🤗
და თან ვინ უნდა დაიმგზავროთ, ალბათ ხვდებით 🐕🐈

კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი ფუმფულა მეგობრების ფოტოები ☺️
14/10/2021

კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი ფუმფულა მეგობრების ფოტოები ☺️

ყველას გილოცავთ 🎈 ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს რომ უნდა გვიყვარდეს ყველა ცოცხალი არსება 💚ვიზრუნოთ და დავიცვათ ისინი ...
04/10/2021

ყველას გილოცავთ 🎈
ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს რომ უნდა გვიყვარდეს ყველა ცოცხალი არსება 💚
ვიზრუნოთ და დავიცვათ ისინი 🤲
და არ დაგავიწყდეთ ☝️ნუ იყიდი, აიყვანე 🐶🐱

ქუჩის ცხოველებისათვის წელიწადის ყველაზე რთული პერიოდი შემოდგომა-ზამთარია  🍁❄️უამრავი მათგანის სიცოცხლე ყინვას ეწირება 😔წ...
03/10/2021

ქუჩის ცხოველებისათვის წელიწადის ყველაზე რთული პერიოდი შემოდგომა-ზამთარია 🍁❄️

უამრავი მათგანის სიცოცხლე ყინვას ეწირება 😔
წყლისა და საკვების პოვნა ბევრ გამოწვევასთანაა დაკავშირებული 💧
იზრდება ავტო შემთხვევების რიცხვი, რადგან კნუტები გასათბობად ბორბლებში იმალებიან 🚗

რა შეგიძლია გააკეთო ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად❓👇

🟠 იყავი კეთილი ყველა ცოცხალი არსების მიმართ
🟠 იზრუნე, მიიკედლე შენს სახლთან ახლოს მყოფი კატები და ცუგები
🟠 აუშენე მათ სახლი, თუნდაც მუყაოს ყუთით და აჩუქე თბილი პლედი
🟠 გამოკვებე, რადგან საკვები სხეულის სითბოს შენარჩუნებაში დიდ როლს ასრულებს
🟠 სანამ მანქანას დაძრავ, კარგად შეამოწმე ის

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი 👆
არ იყიდო, აიყვანე❗

🍂 ძლიერად ჩაეხუტეთ თქვენს ფუმფულა მეგობრებს, ახლა ზუსტად რომ ამის სეზონია ☺
02/10/2021

🍂 ძლიერად ჩაეხუტეთ თქვენს ფუმფულა მეგობრებს, ახლა ზუსტად რომ ამის სეზონია ☺

26/08/2021
რატომ უნდა დაიქირავო გამოცდილი და სანდო ადამიანი⁉️ფეთსითერი 🆚️ მეზობელი
16/07/2021

რატომ უნდა დაიქირავო გამოცდილი და სანდო ადამიანი⁉️

ფეთსითერი 🆚️ მეზობელი

რას ნიშნავს იყო ფეთ სითერი ❓შეგნებულად ვიყენებ ამ სიტყვას, რადგან სწორედ მე ვიყავი პირველი, ვინც სიტყვა "ფეთ სითინგი" და...
08/07/2021

რას ნიშნავს იყო ფეთ სითერი ❓
შეგნებულად ვიყენებ ამ სიტყვას, რადგან სწორედ მე ვიყავი პირველი, ვინც სიტყვა "ფეთ სითინგი" და მასთან დაკავშირებული სერვისი დაამკვიდრა ქართულ რეალობაში 🤓
უკვე 1️⃣ წელზე მეტია ამ საქმიანობას ვეწევი, თუმცა ჩემი გამოცდილება გაცილებით მეტ რიცხვს ითვლის ✌️
ფოტოზე იმ ჩამონათვალის მოკლე სიას ხედავთ, რასაც მე ვაკეთებ 🐱🐶 რეალურად კი ეს არის პასუხისმგებლობა და ცოდნა, რომელთან ერთადაც უდიდეს სიამოვნებას ვღებულობ ჩემი საყვარელი საქმიანობით 🧘‍♀️

07/07/2021

საუკეთესო მომენტებს ვაგროვებ ჩემი საყვარელი საქმის კეთებისას 🧡🤟

მონაწილეობენ: კოკო&გოგრა 🐱🐱

30/06/2021

ძველი შუამთის მონასტრის ეზოს შესასვლელს მისი ნებართვის გარეშე ვერ გაივლით 😊🧡
ვიდეო შემოდგომიდან 🍁

📢  #რჩევებისდღე წელიწადის ამ დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება თქვენი ოთხფეხების ორგა...
29/06/2021

📢 #რჩევებისდღე

წელიწადის ამ დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება თქვენი ოთხფეხების ორგანიზმისათვის 💧🐾

დღეს გასწავლით პატარ-პატარა ხრიკებს 🤏 თუ როგორ მისცეთ მოტივაცია მათ, მეტი წყლის დასალევად 🧊

თქვენი კატა რამდენი წლისაა ❓🐈
28/06/2021

თქვენი კატა რამდენი წლისაა ❓🐈

📣  #რჩევებისდღე  მართალია, ზაფხულიცა და ცხელი ამინდებიც უკვე დიდი ხანია აქტიურ ფაზაშია, მაგრამ კვლავ ბევრი კითხვა ჩნდება...
18/06/2021

📣 #რჩევებისდღე

მართალია, ზაფხულიცა და ცხელი ამინდებიც უკვე დიდი ხანია აქტიურ ფაზაშია, მაგრამ კვლავ ბევრი კითხვა ჩნდება, თუ როგორ დავამარცხოთ პარაზიტები 🦟

დაიმახსოვრეთ☝️არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ფუმფულა მეგობარს ჰყავს თუ არა რწყილი/ტკიპა, აუცილებელია ანტიპარაზიტული საშუალებების გამოყენება წელიწადის ნებისმიერ დროს 🐕🐈
რადგან: 👇

იცოდით რომ რწყილებისა და ტკიპების მხოლოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს ცხოველის ორგანიზმზე ⁉️
ხოლო სხვა დანარჩენი კი გარემოდან აღწევს მათ სხეულზე ან ჩვენ თავად ვართ გადამტანები 😳

რა უნდა გავაკეთოთ მათგან თავდასაცავად:👇
📍რეგულარულად დაამუშავეთ ანტიპარაზიტული საშუალებებით თქვენი ცხოველი 🐾
📍ასევე რეგულარულად დაასუფთავეთ თქვენი ეზო, სადარბაზო, სახლი, განსაკუთრებით რბილი ავეჯი, ცხოველის საწოლი და სათამაშოები 🏡
📍არ გამოიყენოთ ვადაგასული/ძველი პრეპარატები ❌
📍გრუმინგის დროს გამოიყენეთ ანტიპარაზიტული შამპუნი 🧼
📍სისტემატიურად ეწვიეთ ვეტერინარს 🩺

#პარაზიტები #კატა #ძაღლი

გადატვირთული გრაფიკის გამო შენს საყვარელ ოთხფეხა მეგობარს საკმარის დროს ვერ უთმობ❓ნუ ინერვიულებ 😇 აქ სწორედ იმისთვის ვარ...
16/06/2021

გადატვირთული გრაფიკის გამო შენს საყვარელ ოთხფეხა მეგობარს საკმარის დროს ვერ უთმობ❓
ნუ ინერვიულებ 😇
აქ სწორედ იმისთვის ვარ რომ დაგეხმარო 🙌
რა ჯობია აქტიურ, მხიარულ და თავგადასავლებით სავსე გასეირნებებს 🤸‍♀️

თუ შენ და შენი მოუსვენარი მეგობარი საბურთალოზე ან მიმდებარედ ცხოვრობთ, არ დააყოვნო ისარგებლო Nini's Petsitting-ის ძაღლების გასეირნების სერვისით 🐕

დამატებითი შეკითხვა თუ გაგიჩნდება მომწერე და უსწრაფესად გაგცემ პასუხს 👩‍🔧

#ძაღლებისაღზრდა #ძაღლებისგასეირნება #ძაღლებისათვის #ძაღლები

Catch the moment ✨ with Zippy 🌈©️ Pip Batty
09/06/2021

Catch the moment ✨ with Zippy 🌈

©️ Pip Batty

დღეს თქვენთვის რჩევების მოცემა გადავწყვიტე 🤗 ყველას, ვისაც გაწუხებთ კატების უცნაური, ზოგჯერ მიუღებელი ქცევები მათ ტუალეტ...
08/06/2021

დღეს თქვენთვის რჩევების მოცემა გადავწყვიტე 🤗
ყველას, ვისაც გაწუხებთ კატების უცნაური, ზოგჯერ მიუღებელი ქცევები მათ ტუალეტთან დაკავშირებით, მაშინ ეს პოსტი თქვენთვისაა ☝️

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კატა უკვე ზრდასრულია და იცის როგორ უნდა გამოიყენოს ტუალეტი მაინც ყუთის გარეთ ისაქმებს? 🤭
ამის გამომწვევი მიზეზი მრავალფეროვანია და კატის ქცევით პრობლემებზე მიუთითებს 😿
ესენია: 👇

🔸 თავად ტუალეტის ყუთის ზიზღი
🔸 არასწორად შერჩეული ადგილი
🔸 იშვიათად ან არასათანადოდ გაწმენდილი ქვიშა
🔸 ყუთში ქვიშის არასაკმარისი რაოდენობა
🔸 ყუთის სრულად გაწმენდის დროს გამოყენებული ქიმიკატები
🔸 ე.წ. "დახურული" ყუთის შიში
🔸 სხვა ცხოველის არსებობა

🕵️‍♀️ როდესაც თქვენს ოთხფეხა მეგობარს არ მოსწონს მისი ტუალეტი, ამის შემჩნევა მარტივია, თუ მის ქცევას კარგად დააკვირდებით

როგორ ❓

🐾 ძალიან სწრაფად დაასრულებს თავის საქმეს და არც კი ეცდება ქვიშით დაფაროს ის, რაც კატის ქცევისათვის უჩვეულოა; მხოლოდ, რომელიმე ორი კიდურით შეეხება ქვიშას; და ყველაზე ცუდი, მხოლოდ დაყნოსავს ქვიშას და მოისაქმებს ყუთის გარეთ.

როგორ უნდა გადაჭრათ ეს პრობლემები: 🧐
🔸 კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვიშის ხშირი წმენდა
🔸 სწორად შერჩეული ყუთი (ზომა, მასალა)
🔸 პრინციპის "1 კატა = 2 ტუალეტის ყუთს" დაცვა
🔸 ქვიშის ნაირსახეობა შეარჩევინეთ მას
🔸გარეცხეთ მთლიანად ყუთი მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ (მხოლოდ ბუნებრივი და უსაფრთხო საშუალებებით)
🔸არასოდეს დასაჯოთ ან უყვიროთ, ამ შეცდომის გამო. ეს მას უფრო მეტად შეაშინებს და ვერ მიხვდება კავშირს თქვენსა და მის ქცევებს შორის.

და ბოლოს ❗️

მსგავსი ქცევა შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემის მანიშნებელიც იყოს, ამიტომ რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი ოჯახის ფუმფულა წევრი ვეტერინართან 👩‍⚕️

#კატები #კატისქვიშა #კატისტუალეტი #კატებისქცევები #ვეტერინარი #რჩევები

ვესალმებით ზაფხულს 🌸 თან სასიხარულო ამბავს გამცნობთ 😊 დიდი პაუზის შემდეგ Nini's Petsitting-ის სერვისი დაბრუნდა 🥳 მოუთმენ...
07/06/2021

ვესალმებით ზაფხულს 🌸 თან სასიხარულო ამბავს გამცნობთ 😊
დიდი პაუზის შემდეგ Nini's Petsitting-ის სერვისი დაბრუნდა 🥳
მოუთმენლად ველოდები ჩემს ოთხფეხა და ფუმფულა მეგობრებთან შეხვედრას 🧡

Hello Summer 🌸 We have a great news for you 😊
For a long time break Nini's Petsitting is back 🥳
Looking forward to see my fluffy four-legged friends again 🧡

დიდ ხნიანი განშორების შემდეგ მე და ბიჭუნა დასტი ისევ შევხვდით ერთმანეთს 😊 🧡ცხელ დღეებს კი, ასე უმკლავდება ☀️ After long ...
06/09/2020

დიდ ხნიანი განშორების შემდეგ მე და ბიჭუნა დასტი ისევ შევხვდით ერთმანეთს 😊 🧡

ცხელ დღეებს კი, ასე უმკლავდება ☀️

After long break Dusty boy and me, we are still together 😊

" - ააააააარ მითხრა რომ Facebook-ზე უნდა დადო?! " 😲😹😻
02/09/2020

" - ააააააარ მითხრა რომ Facebook-ზე უნდა დადო?! "
😲😹😻

ოთხშაბათის დილა ასე დავიწყეთ ☀️Good morning 😊
02/09/2020

ოთხშაბათის დილა ასე დავიწყეთ ☀️
Good morning 😊

თავგადასავლებით სავსე შემოდგომას გისურვებთ 🍁🍂🍁
01/09/2020

თავგადასავლებით სავსე შემოდგომას გისურვებთ 🍁🍂🍁

ტოტო, ყველას პოზიტიურ ორშაბათს გისურვებთ 🧡
31/08/2020

ტოტო, ყველას პოზიტიურ ორშაბათს გისურვებთ 🧡

Hi**er is still here 😃🥰
28/08/2020

Hi**er is still here 😃🥰

- ჰმ, იქ რაღაც საინტერესო უნდა ხდებოდეს 🤔🤓🧡
26/08/2020

- ჰმ, იქ რაღაც საინტერესო უნდა ხდებოდეს 🤔🤓🧡

21/08/2020

Weekend is comiiiing 🤩

Address

Tbilisi

Telephone

+995599353819

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Nini's Pet Sitting & Grooming posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Nini's Pet Sitting & Grooming:

Videos

Share

Category


Other Pet sitting in Tbilisi

Show All