Be the first to know and let us send you an email when მიკროგრინი • Microgreen posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.
მზად ხართ სიახლეებისთვის თქვენს სამზარეულოში? მაშინ გაიცანით ინოვაციური ქართული ბრენდი მიკროგრინი - ვიტამინებით სავსე მიკრო-მწვანილი!
გამოიყენება როგორც ყოველდღიურობაში, ასევე პროფესიონალურ კულინარიაში!
მიკრო-მწვანილი ჩვეულებრივი ბოსტნეულის მცირე ვერსიაა, რომელიც დათესვიდან 1-3 კვირაში იკრიფება, მანამ, სანამ ჯერ კიდევ მწვანილის მსგავსი ფორმა აქვს. სწორედ ამ ახალგაზრდა ასაკის გამო გამოირჩევა მიკრო-მწვანილი უნიკალური საგემოვნო და სასარგებლო თვისებებით! მაგალითად, წითელი კომბოსტოს მიკრო-მწვანილში 40-ჯერ უფრო მეტი სასიცოცხლო ნუტრიენტია ვიდრე მის ზრდასრულ ვერსიაში.
#მიკროგრინი პირველი ვერტიკალური სათბურია საქართველოში!
ჩვენ შევქმენით მომავლის ფერმა - ვერტიკალური სათბური, სადაც ბოსტნეულისთვის საუკეთესო მიკრო-კლიმატია შექმნილი, და რაც მთავარია მოსავლის მიღება მთელი წლის მანძილზე შეგვიძლია!