28/08/2021
თუკი ფიქრობთ გერმანული ნაგაზის ან ბელგიური მალინუას შეძენას,ან უბრალოდ გაინტერესებთ ეს ორი ჯიში,მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა!🐕🦺
მოიწონეთ და გამოიწერეთ გვერდი👍 უფრო მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის.
ბევრ ადამიანს ხშირად ერევა ბელგიური მალინუა გერმანულ ნაგაზში,იმიტომ რომ ვიზუალურად ნაწილობრივ ერთმანეთს ჰგვანან,მაგრამ მათ შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა.
ამ ორ ჯიშს შორის საკმაოდ ბევრია საერთო :ორივე გამოიყვანეს ცხვრის და სხვა ცხოველების სამწყემსად,ორივე დიდად გამოიყენება სამხედრო სტრუქტურებში,ძებნა გადარჩენაზე,განაღმვაზე,უსინათლოების დასახმარებლად და ბევრ სხვა საქმეში,მაგრამ მაინც რა ანსხვავებს მათ ერთმანეთისგან?
* პირველ რიგში ისინი წარმომავლობით განსხვავდებიან. გერმანული ნაგაზი მე-19 საუკუნეში გერმანული კავალერიის ოფიცერმა კაპიტან მაქს ვონ შტეფანიცმა გამოიყვანა.მან 1889 წელს დაიწყო ჯიშის გამოყვანა,რომელსაც ექნებოდა მაღალი ინტელექტი,ძლიერი ფიზიკური სტრუქტურა და მაღალი ენერგიულობა,სწორედ ეს არის ჯიში რომელსაც დღეს ვცნობთ როგორც გერმანული ნაგაზი
რაც შეეხება ბელგიურ მალინუას,ეს ჯიში არის ბელგიიდან რომელსაც თავდაპირველად ქალაქ მალინეისთან ამრავლებდნენ.მალინუას როგორც ჯიშის ჩამოყალიბება 1800 იანი წლებიდან დაიწყო და ის ერთადერთი მოკლე ბეწვიანია 4 ბელგიურ მეცხვარე ჯიშს შორის
(გრუნენდალი,ტერვურენი,ლაკენუა)
* ძალიან ბევრი განსხვავებაა ამ ორი ჯიშის აგებულებაში,შეფერილობაში მათ ხასიათსა და თავისებურებებში. მალინუა გამოირჩევა მაღალი ინტელექტით, ენერგიულობით,აგრესიით,პატრონის და ტერიტორიის დაცვის ინსტიქტით,მოქნილობით,დაკუნთული სხეულით, რომლის დაღლა თითქმის შეუძლებელია და საჭიროებს ყოველდღიურ ვარჯიშს,სწორედ ამიტომ გამოიყენება უმეტეს შემთქხვევაში მალინუა სამხედრო და სერვის სტრუქტურებში.
გერმანული ნაგაზი ბელგიურ მალინუას ენერგიულობაში და მოქნილობაში საკმაოდ ჩამოუვარდება,რასაც ვერ ვიტყვით მის დაცვის ინსტიქტზე და ინტელქტზე.გერმანული ნაგაზი ისევე როგორც მალინუა გამოიყენებოდა ორივე მსოფლიო ომში და დღესდღეობითაც პოპულარულია სამხედრო სტრუქტურაში ისეთ საქმეებზე როგორიცაა განაღმვა,ძებნა გადარჩენა,სახიფათო დამნაშავეების დაკავება და ა.შ. გერმანულებს საკმაოდ გაწონასწორებული ფსიკიქა აქვთ,არიან კარგი კომპანიონები,ადვილად ეჩვევიან ბავშვებს და სახლის პირობებს,არ სჭირდებათ მალინუასავით ინტენსიური ვარჯიში და უმეტეს შემთხვევაში უპრობლემონი არიან სახლში მარტო დარჩენაზე.
* სხვა ყველაფერთან ერთად ვიზუალურად მათ შორის დიდი სხვაობაა,მალინუას საშუალო წონა ძუსთვის არის 20-27 კგ, ხოლო ხვადისთვის 27-36 კგ. საშუალოდ გერმანულები მალინუაზე 10% დიდები არიან და საშუალო წონა ძუსთვის არის 22-31 კგ ხოლო ხვადისთვის 29-40 კგ ( დამოკიდებულია გერმანული ნაგაზის ტიპზე)
* ბეწვის შეფერილობა გერმანულებში მრავალფეროვანია და დამოკიდებულია მის ტიპზე (წითური შავი უნაგირით,ვერცხლისფერი შავი უნაგირით,ზონალური,შავი და ა.შ).მალინუა ძირითადად გვხვდება წითური შავი მასკით,მკერდით და ყურებით,ყავისფერი შავი მასკით და ყურებით,რიჟა შავი მასკით და ყურებით ასევე არიან მუქი ინდივიდებიც რომელთა ფერი მუქი ყავისფერიდან შავამდე მერყეობს.მალინუასთან შედარებით გერმანულ ნაგზს უფრო გრძელი ბეწვი აქვს და უფრო მეტი ბეწვის შიდა საფარი ასევე გვხვდებიან გრძელ ბეწვიანი ინდივიდებიც,ხოლო მალინუას აქვს მოკლე მოყავისფრო ბეწვი ღია შიდა საფარით,მათი ყურები სახე და მკერდი შავია ან რუხში გარდამავალი,მკერდზე დაშვებულია რამდენიმე თეთრი ბეწვის ქონა.
* მათი ფიზიკური აგებულებაც საკმაოდ განსხვავდება.გერმანული ნაგაზისთვის ძირითადად დამახასიათებელია უკანა კიდურებისკენ დაქანებული წელი,მალუნუას კი ზურგი სწორი აქვს,ძლიერი კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემა.
საბოლოო ჯამში ეს ორი ჯიში ბევრი მსგავსების მიუხედავად ძალიან განხსვავდებიან და იმედი მაქვს ეს სტატია დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
მადლობა ყურადღებისთვის!!!