Parrot's Corner •

  • Home
  • Parrot's Corner •

Parrot's Corner • Parrot's Corner • არის გვერდი, რომელიც შექმნილია თუთიყუშების პატრონებისთვის. შემოგვიერთდით.

❤️ - ძვირფასო მეგობრებო‼️🥰 31 მაისს სამყარო აღნიშნავს  #თუთიყუშების  #მსოფლიო  #დღეს ‼️🥳💙 თუთიყუშების მსოფლიო დღე პირველ...
30/05/2021

❤️ - ძვირფასო მეგობრებო‼️

🥰 31 მაისს სამყარო აღნიშნავს #თუთიყუშების #მსოფლიო #დღეს ‼️🥳

💙 თუთიყუშების მსოფლიო დღე პირველად 2004 წლის 31 მაისს World Parrot Trust- ის მიერ აღინიშნა. 💙 მე -13 წელს, მისი მიზანი იყო უფრო მეტი ყურადღება გაამახვილებულიყო ტყვე და ველურ თუთიყუშებზე მთელს მსოფლიოში, ეს მიზანი კი ყოველწლიურად უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რაც ძალიან სასიხარულოა ‼️❤️


ამ დღეს ყველა ზოოპარკი, შესაბამისი საქველმოქმედო ორგანიზაციები და სხვა ორგანიზაციები სხვადასხვა აქტივობით აღნიშნავენ‼️🥰 ხშირად სპეციალური აღლუმები და წვეულებებიც კი ტარდება ამ დღის აღსანიშნავად. 🤩🤩 31 მაისი ყოველწლიურად იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას/აქტუალურობას, ამიტომაც ტარდება შესაბამისი ზომები, რომ საზოგადოების წევრებს უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვაგვარ ღონისძიებებში, რომლებიც ამ დღეს იმართება‼️❤️

🔺 ცნობისთვის, სწორედ ამ დღეს მოეწერა ხელი პეტიციას, რომლის თანახმადაც ევროკავშირმა უნდა აკრძალოს ველური ფრინველებით ვაჭრობა ევროპაში‼️😍 ეს აქტი ძალაში შევიდა ძალაში 2006/2007 წლებში, შესაბამისად რეალური მოქმედებების დაწყება სწორედ ამ დღით თარიღდება ‼️🥰🥰🥰

❤️ ჯგუფის ადმინისტრაცია გილოცავთ დღევანდელ დღეს ‼️

კარგი იქნება, თუ სამომავლოდ ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდება 31 მაისის აღნიშვნის ტრადიცია და მის ჩამოყალიბება/ორგანიზებაში ყველანი ერთად მივიღებთ მონაწილეობას ‼️❤️

❤️❤️❤️❤️❤️
30/05/2021

❤️❤️❤️❤️❤️

22/04/2021

❤️❤️❤️

🔺 - Pesquet's Parrot (Psittrichas fulgidus), ასევე ცნობილია, როგორც  Dracula Parrot ან Vulturine Parrot - 🔺✅ ოჯახი - Psi...
19/04/2021

🔺 - Pesquet's Parrot (Psittrichas fulgidus), ასევე ცნობილია, როგორც Dracula Parrot ან Vulturine Parrot - 🔺

✅ ოჯახი - Psittaculidae
✅ გვარი - Psittrichas
✅ სახეობა - P. fulgidus

🌟 - როდესაც თუთიყუშზე ვსაუბრობთ, უმეტესად თვალწინ წარმოგვიდგება პატარა, საყვარელი, ფერადი ფრინველი, თუმცა როგორც ვხედავთ ეს ყოველთვის ასე არ არის. 😆 ეს ერთი შეხედვით "საშიში" გამომეტყველებისა თუ შესახედაობის თუთიყუში უჩვეულო სახელწოდებით - სინამდვილეში სულაც არ ამართლებს არც გარეგნობას და არც სახელს - პირიქით‼️❤️

✅ გავრცელების არეალი - ახალი გვინეა!
✅ ზომა - დაახლოებით 46 სმ.👍
✅ წონა - 680-800 გრ.🌟
✅ სიცოცხლის ხანგრძლივობა - 30+
✅ შეფერილობა - შავი 🖤 წითელი ელემენტებით ❤️

🔺 - Dracula Parrot თავისი გვარის ერთადერთი წარმომადგენელია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამ სახეობის უნიკალურობას ! ❤️

🌟 - ალბათ დამეთანხმებით, რომ მას ყველასგან განსხვავებული და უცხო გარეგნობა აქვს! ☺️ მისი შეფერილობაში დომინანტი ფერი შავია! 🖤 ფრთები და გულ-მკერდი მკვეთრი წითელი, ❤️ ნისკარტი მუქი შავი, შეინიშნება რუხი ფერის ელემენტებიც. თუ კარგად დააკვირდებით ფოტოებს, აღმოაჩენთ, რომ მას სახეზე და ნაწილობრივ თავზეც ფაქტობრივად არ აქვს ბუმბული! ეს ფაქტი ზოგიერთი წყაროს მიხედვით გარემოსთან, საცხოვრებელ პირობებთან ადაპტაციის შედეგია! თავი ტანთან შედარებით სხვებისგან განსხვავებით უჩვეულოდ პატარაა...

🔺 - რაც შეეხება სქესის გარჩევას, მამრი მდედრზე ზომით ცოტათი დიდია! ზრდასრულ ასაკში მათ შორის განსხვავების პოვნა კიდევ უფრო ადვილი ხდება, რადგან მამრს ლოყებთან მცირე რაოდენობით წითელი ბუმბულები აქვს - მდედრს არა! 🤗

❤️ - ეს სახეობა ძალიან დიდი დაინტერესების საგანი გახდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ თავისი არაჩვეულებრივი ფერისა და სტრუქტურის მქონე #ბუმბულის გამო‼️ ადამიანებმა დაიწყეს მათი "მოტაცება" ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოდან! ერთნი უკანონოდ ვაჭრობდნენ მათით, მეორენი კი უბრალოდ ბუმბულის მოპოვების მიზნით ხოცავდნენ... "ნადავლით" იშვიათ და უძვირფასეს აქსესუარებს, საცერემონიო კაბებს ქმნიდნენ, მესამენი კი "ხორცად" იყენებდნენ... ადამიანის ამგვარმა ქცევამ მათი პოპულაციის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია და მათი არსებობის საკითხი გარკვეული საფრთხის ქვეშ დააყენა‼️ დღესდღეობით არის მცდელობა გაუმჯობესდეს მათი მდგომარეობა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ ნელა მრავლდებიან და ამას დიდი დრო დასჭირდება...

👇 - დატკბით მისი სილამაზით‼️❤️☺️

‼️ ❤️



Parrot's Corner • თუთიყუშების კუთხე

🔺 - Bourke Parakeet - 🔺🔺 - გაიცანით განსაკუთრებული სილამაზის  თუთიყუშთა სამყაროს წარმომადგენელი Bourke's parrots,  ასევე...
19/04/2021

🔺 - Bourke Parakeet - 🔺

🔺 - გაიცანით განსაკუთრებული სილამაზის თუთიყუშთა სამყაროს წარმომადგენელი Bourke's parrots, ასევე ცნობილი როგორც : Bourke's Parakeet, Bourkies, Blue-Vented Parrot, Sundown Parrot, Pink-Bellied Parrot. ❤️

✅ სამეცნიერო სახელწოდება - Neopsephotus Bourkii
✅ გავრცელების არეალი - ავსტრალია
✅ ზომა - 18-20 სმ.
✅ წონა - 45-55 გრ.
✅ სიცოცხლის ხანგრძლივობა - 25 +

🥰 - Bourke Parakeet არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა დამწყები პატრონებისთვის! არის ძალიან დინჯი და მშვიდი, შეუძლია საკუთარი თავის გართობა. იგი იდეალური ვარიანტია მათთვის, ვინც კორპუსის ბინაში ცხოვრობს, რადგან აბსოლუტურად უპრობლემოა ხმაურიანობის კუთხით, ის ერთ-ერთია ჩუმი სახეობების ჩამონათვალიდან.

💙
15/04/2021

💙

💙 The Blue Throated Macaw, ასევე ცნობილი როგორც the Caninde Macaw ან Wagler's macaw ARA-ს ოჯახის ერთ-ერთი ძალიან განსხვა...
06/04/2021

💙 The Blue Throated Macaw, ასევე ცნობილი როგორც the Caninde Macaw ან Wagler's macaw ARA-ს ოჯახის ერთ-ერთი ძალიან განსხვავებული და საინტერესო წარმომადგენელია! 💙

🪶 მოკლე ინფორმაცია:

📌 - ოჯახი - Psittacidae
📌 - სახეობა - Ara
📌 - ქვესახეობა - A. glaucogularis
📌 - გავრცელების არეალი - ბოლივია ( Llanos de Moxos.)
📌 - ზომა - 85 სმ. (თავიდან კუდის ბუმბულის ჩთ.)
📌 - წონა - მდედრი საშუალოდ 750-950 გრ-მდე, მამრი 950-1100 გრ.
📌 - ფერი - ოქროსფერი/ყვითელი და ფირუზისფერი/ლურჯი!
📌 - სიცოცხლის ხანგრძლივობა - 60-80+

#გადაშენების #პირას #მყოფი

Dracula Parrot 🖤
01/04/2021

Dracula Parrot 🖤

🧡 -  Camelot Macaw ერთ-ერთი ულამაზესი ჰიბრიდული სახეობაა, რომელიც მიღებულია Catalina Macaw-ს ჰიბრიდისა და  Scarlet Macaw...
28/03/2021

🧡 - Camelot Macaw ერთ-ერთი ულამაზესი ჰიბრიდული სახეობაა, რომელიც მიღებულია Catalina Macaw-ს ჰიბრიდისა და Scarlet Macaw-ს შეწყვილების შედეგად! ამდენად გამოდის, რომ Camelot Macaw მეორადი ჰიბრიდული თაობაა.

🪶 - Camelot Macaw "არას" ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე ფერადი წარმომადგენელია! მისი ულამაზესი წითელი შეფერილობა Scarlet Macaw-სგან მომდინარეობს. მისი სიგრძე და წონა სტანდარტულია, როგორც მისი სხვა ნათესავების. ეს გახლავთ ძალიან ინტელექტუალური სახეობა, რომელსაც თავისი შესაძლებლობების შესაბამისი სოციალიზაცია სჭირდება!

❤️ - მაქსიმალური ყურადღება, რაც შეიძლება მეტი თავისუფლება, ფიზიკური დატვირთვა, ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზების სხვადასხვა საშუალება, საუკეთესო ხარისხის კვება და უსაზღვრო სიყვარული < ეს არის ის, რაც ამ საოცარ ფრინველს ბედნიერი ცხოვრებისთვის სჭირდება 🧡







Parrot's Corner • Parrot's World 🪶🪶

🪶 საქართველოში ერთ-ერთი ძალიან პოპულარული სახეობა - განუყრელი თუთიყუში (Lovebird) ❤️❤️   Parrot's Corner • Parrot's Worl...
26/03/2021

🪶 საქართველოში ერთ-ერთი ძალიან პოპულარული სახეობა - განუყრელი თუთიყუში (Lovebird) ❤️❤️





Parrot's Corner • Parrot's World

🔺🔺🔺 -  სწრაფი ფაქტები ტალღოვანი თუთიყუშების შესახებ:  :✅ ტალღოვანი თუთიყუში წუთში 65-85-მდე ჩასუნთქვას აკეთებს‼️✅ მისი გ...
26/03/2021

🔺🔺🔺 - სწრაფი ფაქტები ტალღოვანი თუთიყუშების შესახებ:

:

✅ ტალღოვანი თუთიყუში წუთში 65-85-მდე ჩასუნთქვას აკეთებს‼️

✅ მისი გულისცემა ძალიან სწრაფია და შეუძლებელია სტანდარტული მეთოდით მისი დათვლა! წუთში გულისცემის სიხშირე დაახლოებით 300-ია :O

✅ ტალღოვან თუთიყუშს მთელ სხეულზე 3.000-მდე ბუმბული აქვს! 🤗

✅ მის თვალებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეუძლია სხვადასხვა გამოსახულებების აღქმა!!!! (Monocular Vision)

✅ ტალღოვანს შეუძლია დაკარგოს მხოლოდ 10-12 წვეთი სისხლი! უფრო მეტის დაკარგვის შემთხვევაში ის იღუპება! :(

✅ მას შემდეგ წუთში 150 გამოსახულება აღიქვას მაშინ, როცა ადამიანს მხოლოდ 16-ის აღქმა შეუძლია ‼️

✅ გინესის რეკორდსმენმა ტალღოვანმა თუთიყუშმა 1728 სიტყვა იცოდა! 😎🥰

❤️
🪶

Parrot's Corner • Parrot's World

🔺 - Family Strigopidae - 🔺 ეს ძირითადი ოჯახი ახალზელანდიური თუთიყუშებისა მხოლოდ სამ ქვეოჯახს აერთიანებს, ესენია: ☑️ - Ge...
26/03/2021

🔺 - Family Strigopidae - 🔺

ეს ძირითადი ოჯახი ახალზელანდიური თუთიყუშებისა მხოლოდ სამ ქვეოჯახს აერთიანებს, ესენია:

☑️ - Genus Strigops 👍
☑️ - Genus Nestor 👍
☑️ - Nelepsittacus 👍

🔺 Genus ქვეოჯახში ერთადერთი სახეობაა და ეს არის:
❕ - ‼️ ( Strigops habroptila )

🔺 - Kakapo - დღესდღეობით გადაშენების პირას მყოფ სახეობათა სიაშია....

დღეის მონაცემებით ბუნებაში სულ 126 ინდივიდი არსებობს, რომელთაგან მხოლოდ 78 შეიძლება გამრავლებისუნარიანი იყოს ‼️




Parrot's Corner • Parrot's World

❤️ თუთიყუშთა სამყაროს ერთ-ერთი გასაოცარი სახეობა Eclectus Parrot ❤️ეკლექტუსის სქესის განსაზღვრა ბუმბულის ფერის მიხედვითა...
25/03/2021

❤️ თუთიყუშთა სამყაროს ერთ-ერთი გასაოცარი სახეობა Eclectus Parrot ❤️

ეკლექტუსის სქესის განსაზღვრა ბუმბულის ფერის მიხედვითაც შესაძლებელია:

მდედრი - წითელი, ხოლო მამრი - მწვანე შეფერილობის ბუმბულით ხასიათდება. ❤️

Parrot's Corner • Parrot's World

🔺 -   - "ხუჭუჭა" თუთიყუში (ლათ. Melopsittacus undulatus) (ან ტალღისებრი თუთიყუში) — ავსტრალიური წარმოშობის თუთიყუშისნაირ...
19/03/2021

🔺 - - "ხუჭუჭა" თუთიყუში (ლათ. Melopsittacus undulatus) (ან ტალღისებრი თუთიყუში) — ავსტრალიური წარმოშობის თუთიყუშისნაირთა რიგის ფრინველია. ❤️ მისი ბუნებრივი შეფერილობა მწვანეა, თუმცა სახეობების გამოყვანის შედეგად, დღეს უამრავი ფერის არსებობს.

✅ - გავრცელების არეალი: ავსტრალია
✅ - სიცოცხლის ხანგრძლივობა: 7-15წ
✅ - ზომა: პატარა 🥰 სხეულის სიგრძე 17—19,8 სმ (იშვიათად 21-22 სმ), ფრთების სიგრძე 9,5-10,5 სმ, კუდის — 8—10 სმ-ა; ❤️
✅ - წონა: 40-45 გრ. 🤗

🔺 - ტალღოვანი თუთიყუში ევროპაში პირველად 1838 წელს გამოჩნდა. ამ პატარა ფრინველმა ყველას გული დაიპყრო. ის საზოგადოების შეძლებულ წევრთა ცხოვრების აუცილებელი ნაწილი გახდა. ყიდულობდნენ და ამშვენებდნენ ამ პატარა არსებებით მდიდრულ საცხოვრებლებს.

1850 წელს Budgie ბელგიის ზოოპარკშიც გამოჩნდა! ❤️ ნელ-ნელა ის ძალიან პოპულარული გახდა და შესაბამისად ფუფუნების "საგნად" აღარ აღიქმებოდა. 💓

1894 წელს ავსტრალიამ #აკრძალა ტალღოვანი თუთიყუშების ქვეყნიდან გაყვანა‼️ ევროპელები კი იძულებულნი გახდნენ გაემრავლებინათ ის ფრინველები, რომელთა შემოყვანა მათ ამ აკრძალვამდე შეძლეს.
ტალღოვანი თუთიყუში ამერიკაში 1920 წელს მოხვდა და დაახლოებით 1950 წლისთვის "მოედო" ქვეყანას 🤭
❤️ - დღესდღეობით ყველაზე პოპულარული სახეობაა თუთიყუშებს შორის მთელ მსოფლიოში ‼️🥰❤️

🔺 - მომთაბარე და ველური ტალღოვანი თუთიყუში საცხოვრებლად ირჩევს ისეთ ადგილებს, სადაც ბეეევრიიი მაღალი ბალახი და წყლის მარაგია! ისინი გამრავლებას იწყებენ წვიმიან პერიოდში - მაშინ, როცა არც წყალი აქვთ საზრუნავი და საკვებსაც უხვად მოიპოვებენ.
მათი საყვარელი საკვები მარცვლეულია.💓

Budgie-ს არსებობა განსაკუთრებით ამწუხრებს ფერმერებს, რადგან მათი გამოჩენა მთლიანი მოსავლის პირწმინდად განადგურების პირდაპირპროპორციულია. :D
ეს პატარა არსებები ამაყად ირგებენ "მავნებლის" სტატუსს და არც დიდად დარდობენ მასზე. ;)

🔺 - ტალღოვანი თუთიყუში ძალიან აქტიური, 🤪 სოციალური 👥 და კომუნიკაბელურია. ❤️ ის ძალიან ადვილად უმეგობრდება ადამიანს - მარტივად შედის კონტაქტში. 🐦 ეს თამაშის მოყვარული "აკრობატები" ძალიან თბილები და ჭკვიანები არიან! Budgie საუკეთესო არჩევანია ბავშვებისთვის !
უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა .💜 ის სახლის პირობებშიც შესანიშნავად გრძნობს თავს, თუკი პატრონი მას საკმარის ყურადღებას, სითბოსა და სიყვარულს ჩუქნის! ❤️
არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი უნიკალური უნარი ლაპარაკისა ☝️
ის არაჩვეულებრივად იმახსოვრებს სიტყვებს, ფრაზებს, ლექსებსაც კი‼️

🤔 - იცოდით რომ მსოფლიოში ყველაზე "განათლებულმა" ტალღოვანმა თუთიყუშმა 1700-ზე მეტი სიტყვის დამახსოვრება შეძლო??? 😍

🔺 - ტალღოვან თუთიყუშებზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი, თუმცა აქვე საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ კიდევ ერთ ფაქტზე:

✅ რამდენადაც დაბალია მისი ფასი, თითქმის ათმაგი და ასმაგი სითბო და მზრუნველობაა საჭირო როცა არჩევანს ამ სახეობაზე აკეთებთ‼️😍

✅ - ტალღოვანი თუთიყუში, სამწუხაროდ არ გამოირჩევა ძლიერი იმუნიტეტით, შესაბამისად მისი ჯანმრთელობა ძალიან საყურადღებოა! ისინი მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ‼️ ამიტომ ყურადღებით უნდა შეირჩეს მისი რაციონი და ყურადღება მიექცეს მის ფიზიკურ აქტივობას.
✅ - სიმსივნეები, იოდის ნაკლებობა, ნისკარტის დაავადებები და სახსრებიც მათ სუსტ წერტილად რჩება.. :(

🥰 - ამიტომ გიყვარდეთ და ზრუნავდეთ მათზე მოყვანის წუთიდან მის ბოლო დღემდე ‼️🥰😍🥰

❤️ - გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ხართ მისი არჩევანი - არამედ პირიქით, ისაა თქვენი არჩევანი და გაუფრთხილდით ‼️🥰🥰🥰

💓💓💓



❤️

19/03/2021

იცოდით, რომ თუთიყუშები კონტაქტის დასამყარებლად/ურთიერთობისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავენ??

☝️ მათი უმრავლესობა ძალიან ხმაურიანია! ისინი ხმამაღალ ბგერებს იყენებენ მაგალითად:

☑️ ტერიტორიის დასადგენად და დასაცავად• 👍
☑️ თანამოაზრეების მოსაზიდად• 🗣️
☑️ საფრთხის არსებობის შემთხვევაში სხვების გასაფრთხილებლად• 🆘
☑️ სოციალური კავშირების შესანარჩუნებლად• 🫂

💟 ბგერების გამოცემის გარდა, თუთიყუშები ასევე ვიზუალურადაც ურთიერთობენ, რა დროსაც იყენებენ:
✓ ულამაზეს ფერად ბუმბულს• ✨
✓ თვალებით კონტაქტს• 👁️
✓ სხეულის ენას. 🪶

🤗 თუთიყუშის სხეულის ენის შესწავლა/დაკვირვება დაგვეხმარება უკეთ მივხვდეთ მის განწყობას და სურვილებს. სხეულის ენის გამოყენებით მათ შეუძლიათ მიგვანიშნონ თუნდაც ის, თუ როდის და როგორ სურთ თამაში და როდის არიან შიშინებულნი ან/და გაღიზიანებულნი! 🥰

💟 სხეულის ენის თავისებურებებს განმარტებებით ცალკეულ პოსტებად შემოგთავაზებთ ❤️

🌟 Macaw-ს ოჯახის წარმომადგენელთა უმრავლესობა თუთიყუშთა სამყაროს გიგანტებადაა აღიარებული!!! 🪶სიგრძის მიხედვით ყველაზე დიდ...
17/03/2021

🌟 Macaw-ს ოჯახის წარმომადგენელთა უმრავლესობა თუთიყუშთა სამყაროს გიგანტებადაა აღიარებული!!! 🪶

სიგრძის მიხედვით ყველაზე დიდი ზომის MACAW გახლავთ , რომლის ზომა თავიდან კუდის ბუმბულის ჩათვლით დაახლოებით 40 ინჩია! (102სმ-მდე) 💙

ფოტოებზე:

📣 მოგესალმებით მეგობრებო! 🌟 შეიქმნა მრავალფუნქციური გვერდი, რომელიც შემოგთავაზებთ ჯგუფისგან განსხვავებული თემატიკის პოსტ...
17/03/2021

📣 მოგესალმებით მეგობრებო!

🌟 შეიქმნა მრავალფუნქციური გვერდი, რომელიც შემოგთავაზებთ ჯგუფისგან განსხვავებული თემატიკის პოსტებს, სიახლეებს, დღის რჩევებს, საინტერესო ფაქტებს ❤️

გვერდი დღეიდან აქტიურია, #ჯგუფი კი უმოკლეს დროში დაიწყებს ფუნქციონირებას! 🪶🪶🪶

17/03/2021

Address


Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Parrot's Corner • posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Shortcuts

  • Address
  • Alerts
  • Videos
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Pet Store/pet Service?

Share