GFCA - Global Feline Canine Association LTD

  • Home
  • GFCA - Global Feline Canine Association LTD

GFCA - Global Feline Canine Association LTD Official page of GFCA international pure breed Dog's and Cat's registry.
ფელინოლოგიურ კინოლოგიური ასოციაცია GFCA-ს ოფიციალური გვერდი.

GFCA - Global Feline Canine Association LTD - First Georgian pet registry and breeding control union. Identification number 404606645
შპს ჯი ეფ სი ეი - გლობალ ფელინ ქანინ ესოსიეიშენ - პირველი ქართული შინაური ცხოველების რეესტრი და მომშენებლების გაერთიანება.
საიდენტიფიკაციო კოდი 404606645

ქსირსტე აღდგა!ყველა ქრისტიანს ვულოსავთ ამ უწმინდეს დღეს, უფლის მადლი გფარავდეთ თქვენ და თქვენ ოჯახებს!
05/05/2024

ქსირსტე აღდგა!
ყველა ქრისტიანს ვულოსავთ ამ უწმინდეს დღეს, უფლის მადლი გფარავდეთ თქვენ და თქვენ ოჯახებს!

ქალბატონებო, გილოცავთ 8 მარტს 🌷🪻🌹
08/03/2024

ქალბატონებო, გილოცავთ 8 მარტს 🌷🪻🌹

03/03/2024
მომშენებლების საყურადღებოდ 📣1 მარტიდან, შედის ძალაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს ახალი კანონი. ახალი...
29/02/2024

მომშენებლების საყურადღებოდ 📣
1 მარტიდან, შედის ძალაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს ახალი კანონი.
ახალი რეგულაციების თანახმად, დაბადების მოწმობის/საგვარეულო ნუსხის გაცემამდე და ახალი მფლობელის მონაცემების მიღებამდე, აუცილებელია მეპატრონეს განემარტოს მონაცემების შეგროება/დამუშავება/შენახვის შესახებ თანხმობის ხელშეკრულება. ასევე მონაცემები უნდა იქნას შეტანილი სპეციალურ ფორმაში.
ეგ კანონიერი მოთხოვნები გამიზნულია როგორც მომშენებლის, ისე მომავალი მეპატრონეების და რაც მთავარია კნუტების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
მოგეხსენებათ რომ წლების მანძილზე, ჩვენ პირველები და ერთადერთები ვართ ვინც მკაცრად, გამონაკლისის გარეშე მიყვება როგორც საერთაშორისო რეგულაციებს ასევე მოქმედ კანონმდებლობას. ჩვენი მიზანია მხოლოდ მომშენებლების, მეპატრონეების და პარტნიორი ცხოველების უფლებების დაცვა.
მესმის რომ ზოგიერთისთვის შეიძლება ზედმეტი ბიუროკრატია იყოს, მაგრამ სამაგიეროდ მომავალში აუტკივარ თავს არც თქვენ და არც ჩვენ არ ავიტკივებთ.
იმისათვის რომ გაგიმარტივოთ ეგ პროცესი, გამზადებული მაქვს შესაბამისი ხელშეკრულებების ნიმუშები. სამწუხაროდ აქ მიმაგრების საშუალება არ არის, ამიტომ შეგიძლიათ მომწეროთ პირადში და გადმოგიგზავნით. ასევე იმათ, ვისაც ამობეჭდვის საშუალება არ აქვს, მზად ვარ რამდენიმე ნიმუში ამოგიბეჭდოთ და გადმოგცეთ , ცხადია უსასყიდლოდ.
მხოლოდ წესების და კანონის დაცვით, ყველა ერთად შევძლებთ ავაშენოთ და შევინარჩუნოთ დაცული, საამაყო გარემო და სივრცე, ვუზრუნველყოთ პროგრესი რომელიც ყველას კეთილდღეობაზე იქნება მორგებული.
მადლობა ყურადრებისთვის,
პატივისცემით, ზურაბ ვარდანაშვილი

22/02/2024

სასიამოვნო სიახლე თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის😼 პირველი მარტიდან📢
მოგბეზრდათ ერთფეროვანი ვეტერინარული პასპორტი, სადაც ყველა შტამპი ერთმანეთს ფარავს და არც-ერთ ჯიბეში არ ეტევა?
პირველი მარტიდან, შეგიძლიათ შეუკვეთოთ ახალი საერთაშორისო ვეტერინარული პასპორტი:

✅ შექმნილია სხვა-და-სხვა ქვეყსნის 13 საერთაშორისო ვეტერინარული პასპორტის დამუშავებით, რომ იყოს სრული, კომპაქტური და რაც მთავარია ორიგინალური!
✅ პასპორტის ზომაა 9,5 სანტიმეტრი სიგანე, 12,5 სანტიმეტრი სიმაღლე - როგორც თქვენი საერთაშორისო პასპორტი!
✅ გარეკანი - შავი ტყავი, ვერცხლისფერი ჭდეთი, გამძლე და ეფექტური!
✅ ყოველი გვერდის დიზაინი არის უნიკალური - ქართული ისტორიის შესაბამისად!
✅ გვერდები არის მოგებული საჭირო ინფორმაციას, ბეჭედს, სტიკერს! აღარ იქნება ერთმანეთზე გადასული გაურკვეველი ბეჭდების და ტექსტების კორიანთელი!
✅ ყველა პასპორტი არის ნუმერაციით, საერთო ბაზაში შეყვანის სამომავლო შესაძლებლობით!
✅ თითოეული პასპორტი მზადდება ხელით და შესაბამისად ვერ დამზადდება ათასობით, ასე რომ იჩქარეთ!
მეტი ინფორმაციისთვის, მომწერეთ ან დამიკავშირდით ნომერზე 591203443
პ.ს. 3 წელია ვგეგმავ და როგორც იქნა მივაღწიე შესრულებამდე. მე თვითონ სულ მეშლებოდა წლებია ნერვები იმ გაურკვეველ რვეულზე.

მომშენებლების საყურადღებოდ ❗️❗️📣პირველი მარტიდან შემოდის შემდეგი რეგულაციები:📌 სავალდებულოა შეჯვარების რეგისტრაცია ( შეგ...
22/02/2024

მომშენებლების საყურადღებოდ ❗️❗️📣
პირველი მარტიდან შემოდის შემდეგი რეგულაციები:

📌 სავალდებულოა შეჯვარების რეგისტრაცია ( შეგიძლიათ მოგვწეროთ პირადში)

📌 კნუტების გაშვება 2 თვის ასაკამდე იკრძალება (კნუტების კეთილდღეობიდან გამომდინარე)

📌 კნუტების გაშვებისას - სავალდებულოა კნუტს უკვე ჰქონდეს დაბადების მოწმობა (უკანა რიცხვით, საბუთები არ გაიცემა)

📌 მოახდინეთ მეპატრონი წინასწარ ინფორმირება: ყველა ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს დროულად. ასევე ცოფის აცრამდე , სავალდებულოა კნუტის ჩიპირება (იდენტიფიცირება). ეგ კანონი მოქმედებს 2015 წლიდან და არ ექვემდებარება განხილვას.

📌 საგვარეულო ნუსხები გაიცემა 7 თვის ასაკიდან, მხოლოდ დაბადების მოწმობის და ვეტერინარული პასპორტის, სრული ვაქცინაციის საფუძველზე (უკანა რიცხვით, ჩიპირების ან ვაქცინაციის გარეშე, დაბადების მოწმობის გარეშე საგვარეულოები არ გაიცემა)

📌 შეჯვარებამდე, აუცილებელია კლუბმა/ასოციაციამ გადაამოწმოს, დაიშვება თუ არა დედალ მამლის შეჯვარება საჯიშედ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაყარის რეგისტრაცია/საჯიშე საბუთების გაცემა არ მოხდება.

📌 პირადი ინფორმაციის დაცვის შესახებ ახალი კანონის შესაბამისად (ძალაში შედის 2024 წლის 1 მარტს), სავალდებულოა საბუთების გაცემამდე, მონაცემების დამუშავება/შენახვაზე თანხმობა და კნუტის გასხვისებისას - ხელშეკრულება. ამ ნებართვის გარეშე და შესაბამისად ინფორმაციის გარეშე - ფიზიკურად ვერ გაიცემა ვერანაირი საბუთი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, ეგ მოთხოვნები გამომდინაროებს ცხოველთა შესახებ კანონიდან, სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და პირადი ინფორმაციის შესახებ არსებული კანონებიდან და ასევე საერთაშორისო ნორმებიდან. ეგ ემსახურება როგორც თითოეული მომშენებლის, ისე მომავალი მეპატრონეების და რაც მთავარია კნუტების ინტერესებს და უფლებებს!
ნებისმიერ შეკითხვასთან ან ხელშეკრულებების ნიმუშებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში ან დარეკოთ:
📱 591 20 34 43 ზურაბი
⌚️ სამუშაო საათებია: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე.

პატივისცემით, ადმინისტრაცია

06/01/2024

გილოცავთ დამდეგ შობას! უფლის მადლი და სიკეთე არ მოაკლდეს თქვენ ოჯახებს ☃️❄️🎆🌠🎄😺

31/12/2023

გილოცავთ მეგობრებო დამდეგ ახალ 2024 წელს! სიმშვიდის, სიხარულის და წინსვლის წელი ყოფილიყოს!
Dear Friends, Happy new 2024 Year! May it bring you peace, joy and prosperity!

ეძღვნება იმათ ვინც არჩევს კნუტებს 🐈ხშირად დასმული კითხვები:1. რატომ ყიდის ზოგი 300 და ზოგი 1000 ლარად? - კნუტების ფასი, ...
17/11/2023

ეძღვნება იმათ ვინც არჩევს კნუტებს 🐈
ხშირად დასმული კითხვები:
1. რატომ ყიდის ზოგი 300 და ზოგი 1000 ლარად?
- კნუტების ფასი, 12 წლის წინ ნამდვილად იყო 500 ლარის ფარგლებში. მას შემდეგ მოვლა-შენახვის ხარჯები გაიზარდა დაახლოებით 4ჯერ. მოყვარული ან არაპროფესიონალი - გაყიდის რაოდენობის ხარჯზე, არ აინტერესებს ხარისხი., მოვლა, შეჯვარების წესები და გენეტიკა. შესაბამისად გამოცდილი მომშენებელი გარდა იმისა რომ იცავს წესებს ვინ ვისთან შეიძლება შეჯვარდეს და შესაბამისად ძლიერ, ხარისხიან კნუტებს ზრდის (გენეტიკური დაავადებები, ვიზუალი) იმ ვიზუალის რითიც გხიბლავთ ეს ჯიშები, უვლის შესაბამისად და იცავს შეჯვარების ინტერვალებს (დიახ, დედალმა უნდა დაისვენოს, "სტანოკი არაა").

2. საბუთები არ მინდა, რატომ უნდა ვიყიდო უფრო ძვირად?
- საბუთი არაა კედელზე დასაკიდი დიპლომი. წინაპრების ნუსხაში წერია 4 თაობა წინაპრები, რითაც შეიძლება გავიგოთ ნამდვილად არიან თუ არა ბრიტანული, ვისთან შეიძლება შეჯვარდეს, ვისთან - არა. გარდა ამისა, ნაყარის რეგისტრაცია არის კანონით სავალდებულო! გგონიათ ადამიანი რომელიც შეგნებულად აიგნორებს კანონს - თქვენთან პატიოსანი იქნება? კლუბსი რეგისტრაცია 1 კნუტის, ზოგიერთ კლუბში 30 ლარია, ზოგში - უფასო. სავარეულო ნუსხების ფასი მერყეობს 60-120 ლარის ფარგლებში. ანუ ერთი კნუტის რეგისტრაცია, როდესაც თუნდაც 500 ლარყიდის კნუტს, 30 ლარი რეგისტრაციის - მომშენებლისთვის არაფერს ცვლის, გარდა იმისა რომ იცავს წესებს და ვალდებულებას იღებს რომ შეჯვარება იყოს სწორი და დაშვებული.

3. იქნებ უბრალოდ ისე აჯვარებს და არა ბიზნესისთვის?
- ბიზნესი ამ კუთხით საქართველოში ვერ იქნება. ევროპაში და დასავლეთში კნუტების ფასი, ყველაზე დაბალი ხარისხის ვიზუალით იწყება 800-900 ევროდან. 6ჯერ უფრო იაფად ვერ გაზრდი მაღალი ხარისხის კატას და ვერ შეინახავ. გაითვალისწინეთ რომ კატების საკვები და მოვლის საშუალებები - საქართველოში არ იწარმოება. ისევ და ისევ საექსპორტო პროდუქტია და ყველა ვინც ამრავლებს კატას - ყიდულობს ევროპულ ფასად... გასაგებია რომ ფასები ყველაფერზე იზრდება, მაგრამ თქვენ ენდობოდით ხარისხს თუ იცით რომ იაფფასიან მაკარონზე ზრდის კნუტებს? )

4. განა რა უჯდება მომშენებელს შენახვა?
- ნუ კვებაზე უკვე ვისაუბრეთ. გარდა ამისა, ფეხმძიმობა-მშობიარობა, ჯანმრთელობის კონტროლი არის სავალდებულო. დედალმა მინიმუმ 8-9 თვე უნდა დაისვენოს კნუტებიდან - შემდეგ ფეხმძიმობამდე. ანუ გარდა ვეტერინარული მომსახურებისა - მოცდის პერიოდიც უნდა დედალ-მამალს შენახვა. ჩვენ ხომ ჯანმრთელი კნუტები გვინდა? ამასთან დედალი ფეხმძიმობა - ლაქტაციის პერიოდში თითქმის ორმაგად იკვებება (საშუალოდ თუ საკვები-ქვიშა ერთ კატაზე თვეში 100-120 ლარია, გაამრავლეთ ორზე), დაუმატეთ 80-120 ლარი სისხლის ანალიზები მინიმუმ წელიქადში ორჯერ, 80-90 ლარი ყოველი ექოსკოპია, თუ მომშენებელი თვითონ ვერ ამშობიარებს - დაუმატეთ კიდევ 300-400 ლარი ყოველი მშობიარობა... დიახ, მშობიარობა არაა ისე რომ მიაგდო და გააჩინოს. გარდა იმისა რომ შეიძლება მშობიარობა გართულდეს, კნუტს სჭირდება ცხვირის სითხისგან გასუფთავება, ჭიპლარის გადაჭრა, ზოგ შემთხვევაში პროცესში ჩარევა და მიხმარება, ზოგ შემთხვევაში საკეისროც კი.
5. ვიყიდე კნუტი და როგორ მოვუარო?
- კიდევ ერთი განსხვავება მომშენებელსა და მოყვარულს ან აფერისტს შორის. მომშენებელი ყოველთვის მოგყვებათ სიამოვნებით რჩევებით, ყოველთვის გეხმარებათ, გვერდში გიდგათ. მაგისთვის ეგ არ არის გასაყიდი ხორცი. როდესაც 2 თვე ზრდი იმ სიცოცხლეს რომლის მოვლენაშიც დაეხმარე - აუცილებლად გაინტერესებს მისი ბედი. მომშენებელი ყოველთვის დაგეხმარებათ რჩევებით, გირჩევთ საკვებს, მოვლის საშუალებებს, გირჩევთ რომელ ვეტს რა შემთხვევაში მიმართოთ თუნდაც ღამის საათებში. აბა წარმოიდგინეთ, თქვენ გესიამოვნებოდათ ვინმემ გაურკვეველი მოყვარულისგან იყიდოს კნუტი და მერე ღამე თქვენ დაგირეკოთ ან მოგწეროთ სულ რჩევებზე იმიტომ რომ ის ზარს აღარ პასუხობს? მემგონი სამართლიანია. წარმოიდგინეთ მომშენებლი, თავისი საშენის მოვლა არ კმარა და კიდევ სხვებს ეხმარებოდეს 24/7-ზე.

შეუძლებელია გინდოდეს პორშე და იხდიდე ზაპოროჟეცის ფასს და მერე ყოველ ჯერზე მიადგე პორშეს ცენტრს უფასო დახმარებისთვის. დავაფასოთ ერთმანეთის შრომა. მხოლოდ ასე ავაშენებთ მოწესრიგებულ საზოგადოებას და ძლიერ ქვეყანას.
ყოველ ჯერზე, როდესაც იყიდება გაურკვეველი წარმომავლობის კნუტი, ხელს უწყობთ შავ ბაზარს, უწყობთ მეტისების გამრავლებას ხელს. შეუძლებელია შავი ბაზრის ხელშეწყობით მივიღოთ ჯანმრთელი და სუფთა სისხლის ჯიშები. რამდენიმე მომშენებელი შავი ბაზრის გამო უკვე გახდა იძულებული გაესტერილებინა თავისი საშენის კატები, ეგ ტენდენცია დატოვებს ბაზარზე მხოლოდ მეტისებს საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობით. იგივეა ვსვამდეთ ფალსიფიცირებულ წამლებს და ველოდოთ განკურნებას.
გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას და წარმატებულ დღეს 😼

გაქცევა შაუშენკიდანწაკითხვის დრო: 3-4 წუთიზაფხულის სეზონის მოსვლასთან დაკავშირებით, ყოველთვის დგება ახალი საფრთხეების პე...
11/06/2023

გაქცევა შაუშენკიდან
წაკითხვის დრო: 3-4 წუთი

ზაფხულის სეზონის მოსვლასთან დაკავშირებით, ყოველთვის დგება ახალი საფრთხეების პერიოდი. ხშირად ვაღებთ ფანჯარას, აივანს ან კარს.
მოდით გავიაროთ რამდენიმე სახიფათო სცენარი რომელიც შეიძლება თავიდან ავირიდოთ.
ფისო არის ტერიტორიული ცხოველი, მაგრამ ასევე საკმაოდ ცნობისმოყვარე. წარმოიდგინეთ ზაფხული, აყვავებული მცენარეები, ჩიტები ჟღურტულებენ, გრილი ნიავი და ყავა აივანზე. ფისო თავისთვის ისვენებს და უცებ იწყებს თამაშს. გაითვალისწინეთ - კატა არის ახლო მხედველი, როდესაც გაქვთ ღია აივანი - არასდროს არ დატოვოთ კატა ყურადღების გარეშე!
ასევე სახლის კატას, თუ ის არ არის კასტრირებული/სტერილური გამრავლების სეზონი აქვს მთელი წელი და არა მარტი (რატომ მარტი - ამას ცალკე განვიხილავთ როგორმე). შესაბამისად ეგ კიდევ ერთი მიზეზია რატომაც შეიძლება იხელთოს დრო და გაიპაროს გამოღებული ფანჯრიდან თქვენი ოთხფეხა ოჯახის წევრი საქორწინო მოგზაურობაში.
კატა 5-6 მეტრზე უფრო შორს ხედავს საკმაოდ ბუნდოვნად. შეიძლება აყვეს პეპელას, ჩიტს, ბუზს და შემთხვევით გადახტეს აივნიდან. იმიტომ კი არა რომ შტერია, უბრალოდ ვერ ხედავს და ვერ საზღვრავს მანძილს! კატა ყოველთვის არ ხტება თათებზე. ეგ მითია. კატას ადამიანძე რამდენჯერმე სწრაფი რეაქცია აქვს და პლასტიკურია, მაგრამ ყოველთვის ვერ ასწრებს შემოტრიალებას. ტრავმა შეიძლება მიიღოს თუნდაც 2 სართულიდან ვარდნისას. 7 წელი რაც კატების ჯგუფები მაქვს, ზაფხულის სეზონზე მოდის 95% ყველა უბედური შემთხვევებისა რაც დაკავშირებულია სიმაღლიდან ვარდანსთან. არასწორი დახტომისას შეიძლება ფისომ დაიზიანოს შინაგანი ორგანოები, ჰქონდეს მოტეხილობა, შინაგანი სისხლდენა ან/და დასრულდეს ლეტალურად. თუ გარეგნულად ფისო წესრიგში - არ ნიშნავს რომ ასეც არის. კატა ვერ ავლენს ტკივილს, არ იცის ტირილი. ეს მისი თავდაცვის ინსტინქტია! გადმოვარდნის ნებისმიერი შემთხვევის შემდეგ აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს!
ზოგს ჰგონია რომ გამოსავალი არის მეტალოპლასტმასის ფანჯრების გადმოკიდების სისტემის გამოყენება და ეგ არის მცდარი! არასდროს არ დატოვოთ ფანჯარა გადმოკიდებული! კატეგორიულად არასდროს! კატა საკმაოტ ელასტიურია, სადაც გაყოფს ცხვირს - აუცილებლად გაყოფს თავს. თუ გაყო თავი - არ ნიშნავს რომ შეძლებს სხეულის მიყოლებას რადგან მინაზე თათი აუცურდება. ძალიან, ძალიან ბევრი შემთხვევაა როდესაც კატა ასე ეკიდება და უნებლიედ იხრჩობს თავს!
არეკლამებენ კოღოს ბადეებს. ის ვინც ყიდის ამ ბადეებს, აუცილებლად გეტყვით რომ ბადე კატასაც გააჩერებს - ნუ დაიჯერებთ. განსაკთრებით ბრიტანული კატები საკმაოდ დიდი და მასიურები არიან 5-9 კილომდე. ამასთან საკმაოდ ბასრი კლანჭები აქვთ. თქვენი აზრით რამდენად გააჩერებს ნახტომით მომავალ ამ ტანკს ბრიტვებით თათებზე სინთეთიკური ძაფის ბადე?
გამოსავალი არის გამოიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ მეტალის ბადეები! ბადეების მიყენება ტუნდაც არსებულ მეტალოპლასტმასის ბადეების ჩარჩოზე არის საკმაოდ მარტივი. მიაკითხეთ ახლომდებარე სამშენებლო მაღაზიას ან თუნდაც ელიავას ბაზრობას.
აივნები უმჯობესია დახუროთ მთლიანად - იატაკიდან - ჭერამდე, ან აკონტროლოთ რომ ფისო არასდროს გავიდეს აივანზე თქვენი ზედამხედველობის გარეშე.
ამ პოსტის მიზანი არ არის თქვენი დაშინება, პირიქით - მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმათზე ვისაც სახლში ვიყვანთ. მხოლოდ შარშან, ივლისის პერიოდში აბ-ვეტ ბუნებაში რომელთანაც წლებია ვთანამშრომლობ 2 კვირაში შემოვიდა 27 კატა სიმაღლიდან ვარდნით მიღებული ტრავმებით!
ესეიგი:
1. არ ვტოვებთ ფისოს ყურადღების გარეშე აივანზე
2. არ ვტოვებთ ფანჯრებს გადმოკიდების რეჟიმში
3. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ შევფუთოთ ფანჯრები და აივნები მეტალის ბადეებით
4. უბედური შემთხვევის შემთხვევაში - აუცილებლად მივმართავთ დაუყოვნებლივ ვეტერინარს!
როგორ მოვიქცეთ თუ გაქცევა წარმატებული აღმოჩნდა?
არაერთხელ ვახსენეთ რომ კატები არიან ტერიტორიულები. ამასთან სახლის კატები - საკმაოდ მშიშრები. თუ ფისომ მოახერხა გაქცევა და არის ჯანმრთელად, თავისით არასდროს არ შორს. იქნება კორპუსის, სახლის მიმდებარედ. კატა კნავის ძირითადად ადმიანებთან კომუნიკაციისთვის, მაგრამ შეშინებული კატა არ გაგცემთ ხმას როდესაც ირგვლივ ხმაური და უცხო გარემოა! არ ნიშნავს რომ ხმაურიან პერიოდში არ უნდა ვეძებოთ, უბრალოდ სწპრო ტაქტოლა იმდა ავორჩიოთ:
1. თუ სამეზობლოში არის კამერები, ვცადოთ ჩანაწერების შემოწმება რომ გავიგოთ მიმართულება
2. გავიტანოთ კიბის უჯრედზე, სახლთან ან კორპუსთან მცირეოდენი ქვიშა მაგის გამოყენებული კატის ტუალეტიდან (კატებს ძაღლებზე არანაკლები ყნოსვის უნარი აქვთ), ეგ გაუადვილებს ორიენტირებას
3. აუცილებლად უნდა შევამოწმოთ სხვენი, სარდაფი, დაკეტილი სივრცეები უკიდურეს სიახლოვეში, სასურველია იმ ადამიანმა რომელსაც იცნობს და არა 5 კაცის ძახილით.
4. დაუძახეთ სახელით, მაგრამ უმჯობესია აარჩიოთ დრო როდესაც არ იქნება დატვირთული გზა ავტომობილებით და ხალხით - ასე შანსები რამდენჯერმე იზრდება. სიჩუმეში უფრო გააგონებთ, ისიც ნაკლებად დაფრთხება
5. თუ გაქვთ შესაძლებლობა, ამობეჭდეთ ფოტო და დაიარეთ კარდაკარ მეზობლები, გააკარით პოსტერები (არავინ გეტყვით დახმარებაზე უარს), შეძლებისდაგვარად შესთავაზეთ ჯილდო
6. თუ ფისო ვინმემ შეიკედლა და არ იცნობთ, კარგი საშუალებაა, ფოტოს დადება სთხოვოთ უახლოეს ზოომაღაზიებში, სადაც შემფარებელმა შეიძლება საკვები უყიდოს (ასევე ზოომაღაზიის გამყიდველსაც ეცოდინება ხომ არ გამოჩნდა ვინმე ახალი მყიდველი, ვისაც აქამდე არ ყოლია ფისო, მითუმეტეს თუ ჰკითხეს რა ვაჭამო ამას)
7. თუ არის კანონის შესაბამისად ჩიპირებული - შეატყობინეთ მუნიცეპალურ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს, ახლო მდებარე ვეტერინარულ კლინიკას

გისურვებთ უსაფრთხო, გრილ და სასიამოვნო ზაფხულის დღეებს

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გამოცხადებულია ტფილისში, სასახლის თეთრს დარბაზში 1918 წელს, 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევ...
26/05/2023

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი



გამოცხადებულია ტფილისში, სასახლის თეთრს დარბაზში 1918 წელს, 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევის 5 საათსა და 10 წუთს

მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.

მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.

რუსეთის დიდის რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია.

დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შეჰმნეს, მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.

ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული საქართველოს ყრილობის მიერ, აცხადებს:

1) ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2) დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3) საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰსურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.

5) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალურ მდგომარეობისა და სქესისა.

6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ერს.

7) დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.

დამატება I.

აქტი საქართველოს დამოუკიდებლობისა

მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო.

მე-XVIII-ე საუკუნის მიწურულში მტერთაგან მიერ ყოველის მხრით გარსშემორტყმული და მეტად შევიწროვებული საქართველო რუსეთს შეუერთდა იმ პირობით, რომ რუსეთი მას გარეშე მტერთაგან დაიცავდა.

რუსეთის დიდი რევოლუციის განვითარების დროს ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომლის შედეგიც ბრძოლის მთელი ფრონტის დარღვევა და რუსის ჯარის მიერ ამიერკავკასიის მიტოვება იყო.

საკუთარ ძალების ამარა შთენილმა საქართველომ და მასთან ერთად მთელმა ამიერ-კავკასიამ თვით მოჰკიდეს ხელი საკუთარი ბედის მოწყობას და საჭირო ორგანოებიც შეჰმნეს; ხოლო გარეშე ძალთა გავლენამ კავშირი, რომელიც ამიერ-კავკასიის ხალხებს აერთებდა, დაარღვია და მისი პოლიტიკური მთლიანობა დაშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა საქართველოს საკუთარ სახელმწიფოს შექმნის აუცილებელ საჭიროებას გადაჭრით უკარნახებს, რათა მტრულ ძალთა დამონებისაგან თავი გადაირჩინოს და თავისუფალ განვითარებას მძლავრი საძირკველი ჩაუყაროს.

ითვალისწინებს რა ზემოდჩამოთვლილს პირობებს საქართველოს ეროვნული საბჭო, ამორჩეული საქართველოს ეროვნული კრების მიერ 22 გიორგობისთვეს 1917 წ., დღეს საქვეყნოდ აცხადებს.

1 – დღეიდან ქართველი ერი სუვერენულ უფლებებით აღჭურვილი ერია და საქართველო – სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო.

2 – დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკურ წყობილების სახე დემოკრატიული რესპუბლიკა არის.

3 – საერთაშორისო კონფლიქტების დროს საქართველო ნეიტრალურია.

4 – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ესწრაფვის ყოველ ხალხთან და განსაკუთრებით მეზობელ ერებთან მეგობრული განწყობილება იქონიოს.

5 – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის მიწა-წყალზე ყოველი მოქალაქის, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სქესისა და სოციალური მდგომარეობისა, პოლიტიკურსა და მოქალაქურს უფლებებს უზრუნველჰყოფს.

6 – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მის ტერიტორიაზედ მცხოვრებს ყოველს ერს თავისუფალი განვითარების ფართო ასპარეზს მიანიჭებს.

7 – დამფუძნებელ კრების მოწვევამდე ეროვნული უმცირესობათა წარმომადგენლებით შევსებული ეროვნული საბჭო და ეროვნულ საბჭოს წინაშე პასუხისმგებელი დროებითი მთავრობა სრულიად საქართველოს მმართველობის სათავეში სდგანან.

დამატება II.

საქართველოს ბაგრატიდთა დიდი სამეფოს დანაწილების შემდეგ, სხვადასხვა სახელმწიფოებმა და სამთავროებმა, რომელთაგანაც საქართველო შესდგებოდა, უცვლელად დაიცვეს როგორც მთლიანობა სარწმუნოებისა და საერთო ცივილიზაცია, აგრეთვე ის საერთო პოლიტიკური მისწრაფება, რომელიც მათ ევროპისაკენ მიიზიდავდა. საქართველოს ნაწილებმა ბევრი ფიქრისა, ცდისა და ყოყმანის შემდეგ რუსეთთან დასდვეს მთელი რიგი პოლიტიკურ ხელშეკრულებებისა, რომელთა შორის უპირველესი და უმთავრესი 1783 წლის ხელშეკრულება იყო და რომლის ძალითაც აღმოსავლეთი საქართველო რუსეთის იმპერიის პროტექტორატში შედიოდა. სხვა ხელშეკრულობათა მიზანიც იგივე იყო – ავტონომია საქართველოს ქვეყნებისა შინაგან საქმეებში და რუსეთის პროტექტორატი მათ საგარეო განწყობილებებში; ხოლო ეს რეჟიმი, განტკიცებული რუსეთის იმპერატორთა საჯარო დაპირებით, მეტათ ხანმოკლე იყო. რუსეთის იმპერიის ცალმხრივმა აქტებმა 1801 წლიდან 1861 წლამდე რუსეთთან საქართველოს შეერთებით საქართველოს ნაწილების ავტონომია, დამყარებული საერთაშორისო ხელშეკრულებაზედ, მოსპეს ისე, რომ პოლიტიკური ხელშეკრულებანი, დადებულნი რუსეთისა და საქართველოს ქვეყნებს შორის, ფორმალურად გაუქმებულნი არ იყვნენ.

დღიდან საქართველოს ანექსიისა ქართველ პატრიოტთა ოცნებას თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს შეადგენდა. ამ მიმართულების მრავალრიცხოვანი გამომჟღავნება მე-XIX საუკუნეში ყოველ ეჭვს გარეშე ჰყოფს საქართველოს დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფებას. მე-XX საუკუნის დასაწყისშივე შესდგა პარიზში ქართველთა კომიტეტი, რომლის ორგანო „საქართველო“ განთავისუფლებულ და დამოუკიდებელ საქართველოს იდეას ემსახურებოდა. რუსეთის 1905-6 წლების კონსტიტუციის ხანამ მოქმედება რამდენადმე გაადვილა და ყოველგან – სახალხო კრებებზე, ქალაქის თვითმმართველობებში, თავად-აზნაურების ორგანიზაციებში თუ სხვაგან, აგრეთვე როგორც სახელმწიფო სათათბიროს ტრიბუნიდან საქართველოს ავტონომიას მოითხოვდნენ. 1907 წელს ქართველმა ერმა ჰააგის მშვიდობიანობის კონფერენციას პეტიციით მიმართა და სთხოვდა საქართველოს კანონიერი უფლებები აღედგინა. ეჭვს გარეშეა, რომ ქართველი ერი მთლიან და განუყოფელ საქართველოს აღდგენას მოითხოვდა; თვით რუსეთის საჯარო სამართალიც, რადგან მან მიანიჭა რუსეთის იმპერატორს საქართველოს ხელმწიფის ტიტული და მისი ღერბი, მხოლოდ ერთ საქართველოს არსებობას გულისხმობდა.

II.

1917 წლის რევოლუციამ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, ისევე როგორც მთელ რუსეთში, ძირიანად შესცვალა. შეუდრეკელი სურვილი დარღვეულ მაგრამ გარდაუსვლელი უფლებების აღდგენისა მთელ საქართველოში საყოველთაო იყო. უკვე 1917 წლის მარტში სამღვდელოების და მორწმუნეთა კრებულმა რუსეთის სინოდალურ ეკლესიასთან 1811 წლიდან ძალით შეერთებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღადგინა და ივერიის ეკლესიამ რუსეთის ბატონობის დროს მოსპობილ თავისი კანონიური პრეროგატივებით სარგებლობა დაიწყო. ქართული ავტოკეფალური ეკლესია დღეს მხოლოდ ხალხის მიერ ამორჩეულ ყოველ ქართველთა კათალიკოსს – პატრიარქს ემორჩილება. ამრიგადვე რუსეთის ავტოკრატიის მიერ მოსპობილი საქართველოს პოლიტიკური უფლებანი კვლავ ცხოვრებას უბრუნდებოდნენ. 1917 წლის მარტში ამიერ-კავკასიის განსაკუთრებულ, მართებლობის უფლებით მოსილ კომიტეტის შექმნით საქართველოს ავტონომიის აღდგენისკენ უკვე ერთი პრაქტიკული ნაბიჯი იყო გადადგმული – საქართველოს ჰმართავდა არა პეტროგრადი, არამედ საკუთარი დედაქალაქი თბილისი ზემოდ ხსენებულ განსაკუთრებულ კომიტეტის სახით, რომელშიაც ხალხის ნდობით მოსილი პოლიტიკური მოღვაწენი შედიოდნენ.

III.

ამიერ-კავკასიის ხალხები ბოლშევიკების 1917 წლის გიორგობისთვის რევოლუციას არ მიუდგნენ და მათი მთავრობა, უკვე რევოლუციის პირველ ხანებში დეცენტრალისტური, ფაქტიურად დამოუკიდებელი შეიქმნა. როდესაც რუსეთის დამფუძნებელი კრება გარეკეს, თბილისში ამიერ-კავკასიის სეიმი დაარსდა და ამ სეიმმა 22 აპრილს 1918 წელს ამ ქვეყნის სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რაც უცხო ქვეყნებსაც ამცნო. ამასთანავე ამიერკავკასიის სხვა და სხვა ნაწილები პოლიტიკურ ერთეულების შექმნას შეუდგნენ. საქართველოს ეროვნული საბჭო შეიკრიბა (გიორგობისთვის 1917 წელს) და დაარსა ეროვნული საბჭო, რომელსაც საქართველოს ეროვნულ საქმეების ხელმძღვანელობა დაევალა. საქართველოს ეროვნული საბჭო ამიერ-კავკასიის სეიმს და მთავრობას მჭიდროდ ეკავშირებოდა. ამიერ-კავკასიის სეიმის ქართული სექცია საქართველოს ეროვნულ საბჭოს სრულუფლებიანი წევრი იყო.

IV.

ამიერ-კავკასიის დამოუკიდებლობის აქტი ფორმალური გამოცხადების დროს (22 აპრილს 1918 წელს) ნაგულისხმები იყო არსებობა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოსი, რომელიც ამიერ-კავკასიის დანარჩენ ხალხებთან კონფედერატიულ კავშირში შედიოდა. ამ კავშირის უმთავრეს დებულებებს უკვე იმუშავებდნენ. ამ დროს შექმნილმა პირობებმა საქართველოს და ამიერ-კავკასიის დანარჩენ ხალხებისათვის ცხადჰყვეს, რომ საჭირო იყო შეცვლა მიღებულ პოლიტიკურ გეზისა და ამიერ-კავკასიის შემადგენელ ელემენტებისაგან შემზადება ისეთი ორგანიზაციისა, რომელიც მომავალში ამიერ-კავკასიის და შეიძლება მთელი კავკასიასაც კონფედერაციად გარდაჰქმნიდა. ოსმალეთის ჯარმა, წინააღმდეგ თვით ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულობისა, ბათომისა, ყარსისა და არდაღანის პროვინციები, რუსეთის სომხეთი და აზერბაიჯანი დაიპყრო. ამ მოვლენამ ამიერ-კავკასიის სეიმი იძულებულ ჰყო ამიერ-კავკასიის სეიმის დაშლა ერთხმად დაედგინა. ამ გარეგან ძალთა და ზემოდმოყვანილ პირობათა გავლენით საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს აქტი 1918 წელს 26 მაისს მოხდა.

V.

ამ მომენტში, ისევე როგორც უკვე 22 აპრილის დეკლარაციის დროს, საქართველოში და საერთოდ ამიერ-კავკასიაში აღარ არსებობდა არც ერთი ისეთი მთავრობა, დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელსაც რუსეთთან, ანუ დიდი რუსეთის ბოლშევიკურ რესპუბლიკასთან, რომლის შეიარაღებული ძალებიც ამიერ-კავკასიიდან სავსებით გაყვანილ იქმნენ, რაიმე დამოკიდებულება ჰქონდეს.

ზემოხსენებულიდან ორი უმთავრესი დასკვნა გამომდინარეობს: ერთი – უკვე კარგა ხანმა გავლო მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო ამიერ-კავკასიას სრულიად მოშორდა; ამიერ-კავკასია რუსეთის ნაწილს აღარ შეადგენდა და მასთან არაფრით აღარ იყო დაკავშირებული. მეორე – ამიერ-კავკასია რეს ნულლიუს-ს არაფრით არ ემსგავსებოდა, პირიქით, ამის სრულიად საწინააღმდეგო მოვლენა მოხდა: რუსეთის ყოფილმა პროფინიციამ – ამიერ-კავკასიამ დამოუკიდებელი სახელმწიფო შეჰქმნა და შემდეგში ამ ქვეყნის ერთმა ნაწილმა – საქართველომ თავის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს მაგალითს რუსეთის სასომხეთი და აზერბაიჯანი მიჰყვნენ, რაც საზოგადოებრივ აზრის და ამიერ-კავკასიის პარლამენტის მიერ მიღებული ფედერალისტურ კონცეფციას ეთანხმებოდა.

VI.

ამრიგად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს საქართველოში რუსეთის სახელმწიფო აღარ იყო და ამიტომ ეს დეკლარაცია რუსეთის წინააღმდეგ არ მომხდარა. საქართველოში მისი დამოუკიდებლობის დეკლარაციამდე უკვე განმტკიცებული სახელმწიფო რეჟიმი არსებობდა და ეს რუსეთის სახელმწიფო არ იყო. რუსეთის დამფუძნებელ კრებისათვის შემუშავებულ საარჩევნო კანონის მიხედვით ამორჩეულმა საქართველოს ეროვნულ ცხოვრების ორგანომ – საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, გარდაიქმნა რა იგი საქართველოს წარმომადგენელთა კრებულად, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა შეჰქმნა. დამყარებული ასეთს მტკიცე საფუძველზედ საქართველოს მთავრობა ცნობილ უნდა იქმნას, როგორც ეროვნული მთავრობა, რომლის ავტორიტეტი და უფლება ყოველ ეჭვს გარეშეა, ისევე როგორც საქართველოს ეროვნული საბჭო უნაკლო და ნამდვილი წარმომადგენლობა არის.

VII.

რეზიუმე ზემოდმოყვანილისა შემდეგია: შეერთებული რუსეთთან საქართველოს მეფეთა მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებით საქართველო, რომელიც არასდროს არ ყოფილა რუსეთის იარაღის ძალით დაპყრობილი, განაგრძობდა თვით რუსეთის ერთ საუკუნის ბატონობის დროსაც კი ეროვნულ ცოცხალ ორგანიზმის არსებობას და მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდა, რათა აღედგინა თავისი გარდაუსვლელი ეროვნული უფლებანი და საკუთარი პოლიტიკური და ეროვნული მისწრაფებანი განეხორციელებინა.

დიდი ომის განმავლობაში ბრესტ-ლიტოვსკის ზავამდის, რუსეთის ერთგულ საქართველოს აღარ შეეძლო უმოქმედოდ დარჩენილიყო იმ დროს, როდესაც რუსეთის მთავრობამ თავისი მოქმედებით მტერს საზღვრები გაუღო და ხელშეკრულობით საქართველოს პროვინციები დაუთმო. მას შემდეგ, რაც ამიერ-კავკასიიდან რუსეთის სახელმწიფო სრულიად გაჰქრა და საქართველომ დაინახა, რომ საკუთარი ძალების ამარა არის მიტოვებული, ჯერ ამიერ-კავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოს განმტკიცებაში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ გარემოებათა ძალით რუსეთთან (რომლის მთავრობამაც გარდა ყველა ამ მოსაზრებისა ოფიციალური დეკრეტებით მიიღო პრინციპები – რომელთა მიხედვით ყოველ ერს აქვს სრული უფლება ამოირჩიოს ისეთი პოლიტიკური რეჟიმი, როგორიც მას სურს და თვით რუსეთსაც კი გამოეყოს თუ ამას მოისურვებს) ყოველ ხელშეკრულობათაგან სრულიად განთავისუფლებული საკუთარ სახელმწიფოს შექმნას შეუდგა.

ამრიგად ქართველ ერს, აღიდგინა რა რუსეთის ბატონობის მიერ დარღვეული უფლებანი, სურს თავისუფლად შეჰქმნას თავისი სახელმწიფო და მოაწყოს თავისი საერთაშორისო დამოკიდებულობა, რათა შესძლოს როგორც მის, აგრეთვე კავკასიის საკეთილდღეოთ ხანგრძლივად და უზრუნველყოფით ისარგებლოს თავის აღდგენილი უფლებებით.

ბრიტანული კატის წონახშირად ისმის კითხვები:რამდენს უნდა იწონიდეს კნუტი?ჩემი კატა ამა-თუ-იმ ასაკის არის და ნორმალური წონა ...
22/05/2023

ბრიტანული კატის წონა
ხშირად ისმის კითხვები:
რამდენს უნდა იწონიდეს კნუტი?
ჩემი კატა ამა-თუ-იმ ასაკის არის და ნორმალური წონა აქვს?
როგორ გავიგო ჩემი ფისო გამხდარია თუ ჭარბი წონა აქვს?
წონის ნაკლებობა შეიძლება იყოს იმის ნიშანი რომ კატა არ ეკუთვნის ამ ჯიშს ან აქვს არასაკმარისი კალორაჟის კვება ან გამოფიტულია, ხოლო ჭარბი წონა ყოველთვის არის ჯანმრთელობისთვის სახიფათო.
სიმსუქნე კატებში იწვევს გულის და თირკმელების გადატვირთვას რაც ძალიან საყურადღებოა და მოითხოვს კვალიფიციური ვეტერინარის კონსულტაციას, დიეტური საკვების შერჩევას და აქტივობების გაზრდას.
გაითვალისწინეთ რომ ზრდასრულ ბრიტანულ კატას, მუცლის არეში აქვს დამცავი ტომსიკა (Primordial Pouch) რაც არ ნიშნავს სიმსუქნეს. ეს ტომსიკა ატარებს ჩხუბისას შინაგანი ორგანოების დაცვის დატვირთვას და ასევე ეხმარება მოქნილობაში ნახტომებისას. დამახასიათებელია სხვადასხვა სპეციფიური ჯიშებისთვის.
პოსტზე მიმაგრებულ ინფოგრაფიკაში შეგიძლიათ გაეცნოთ როგორც წონის ინდექსს ასევე ამ ჯიშისთვის საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებულ საშუალო წონის ცხრილს.

თუ დაგაინტერესათ სტატიამ - მოიწონეთ გვერდი, გაუგზავნეთ მეგობრებს და დაამატეთ მეგობრები ჩვენ ბრიტანულ და შოტლანდიური კატების ჯგუფში:
https://www.facebook.com/groups/gfca.british
https://www.facebook.com/groups/195150882216367
ავტორი: ზურაბ მ. ვარდანაშვილი, დაწერილია ჯიეფსიეი ასოციაციისთვის 2023წ.
პ.ს. წყაროს მითითების გარეშე, სტატიის კონტენტის აღება მიჩნეული იქნება საავტორო უფლებების უხეშ დარღვევად და გამოყენებული იქნება კანონის შესაბამისი ზომები!

სახლის ტოქსიკური მცენარეებიწაკითხვის დრო: 8-10 წუთიშესავალიკატა ძალიან სუფთა ცხოველია, ამიტომ დღის დიდ ნაწილს, გარდა ძილ...
20/05/2023

სახლის ტოქსიკური მცენარეები

წაკითხვის დრო: 8-10 წუთი

შესავალი
კატა ძალიან სუფთა ცხოველია, ამიტომ დღის დიდ ნაწილს, გარდა ძილისა - უთმობს საკუთარი თავის გასუფთავებას. შედეგად კუჭში უგროვდება ბეწვი. ხშირად გინახავთ შემთხვევა (თუ ძალიან ახალბედა არ ხართ) რომ ფისო ახველებს და ცდილობს ბეწვის გოგრალი ამოიღოს.
სახლის პირობებში, როგორც წესი ჩვენ მათ ვეტერინარის რეკომენდაციით ვაძლევთ მალტ პასტას ან საკვებს რომელიც ეხმარება ამ დაგროვილ ბეწვს კუჭნაწლავიდან გამოყვანაში. ლოგიკურია შეკითხვა: კი მაგრამ სად აქვთ ქუჩის ფისოებს ან ველურად ბუნებაში მყოფ კატებს მალტ პასტა და მსგავსი საშუალებები?
პასუხი მარტივია, კატები როგორც წესი ჭამენ მცენარეებს. მეტწილად ბალახის სხვადასხვა ნაირსახეობას. ეგ ჩვევა მათ ათასწლეულების განმავლობაში განუვითარდათ და უკვე გენეტიკურ ინსტინქტად იქცა.
ვინაიდან ეგ უკვე ინსტინქტია, ხშირია შემთხვევა როდესაც სახლის ფისო იწყებს სახლის მცენარეების ღეჭვას. ეგ ბუნებრივია მისთვის. ცუდი მხოლოდ ის არის რომ სახლის ფისოს არ აქვს არჩევანი, მხოლოდ იმ მცენარეებზე მიუწვდება თათი რაც სახლშია.
სტატისტიკურად, სახლის მცენარეების უმეტესი ნაწილი არის ფისოებისთვის ტოქსიკური. ბუნებრივიც არის - ლამაზი ყვავილი ერთის მხრივ უნდა იყოს მიმზიდველი ფუტკრებისთვის დასამტვერად, მეორეს მხრივ უნდა იცავდეს თავს გარე მტრებისგან.
ამერიკის საზოგადოება ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის პრევენციისთვის ASPCA [2] - მონაცემებით, ასეთი 400-ზე მეტი მცენარეა რაც ჩვენთვის აბსოლუტურად ჩვეული და საამოა.
სამწუხაროდ ყველას განხილვის საშუალება საკმაოდ შეზღუდულ სოციალურ ქსელში - წარმოუდგენელია, ამიტომ ვეცდები ყველაზე გავრცელებულ მცენარეებს (და მათ ოჯახს) შევეხო, განვიხილო ტოქსიკურობა 1-დან 3-მდე (სადაც 1 ყველაზე მსუბუქ და 3 ყველაზე ძლიერ მოწამვლას იწვევს) და გადაუდებელი დახმარების რეკომენდაციები. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სტატია არის მხოლოდ საინფორმაციო და სერიოზული მოწვამვლის დროს, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენ მკურნალ ვეტერინარს და აუცილებლად მიუთითოთ მცენარეების ჩამონათვალი რომელიც გაქვთ სახლში.
სტატიის ბოლოს იქნება მოყვანილი გამოყენებული ლიტერატურის ნაწილი და საიტები, სადაც შეგიძლიათ ნახოთ უმეტესი მცენარის დასახელება (სამწუხაროდ ჯერ ჯერობით მხოლოდ ინგლისურად).

ტოქსიკური მცენარები

როგორც ვთქვით, სია საკმაოდ დიდია, ამიტომ ვეცდები უფრო გავრცელებულ მცენარეებს შევეხო. ასევე ხაზს გავუსვამ, მეცნიერება ჩემთვის ახალი არაა, მაგრამ ჩემი პროფესიით ფიზიკოსი ვარ და მეტწილად შრომებს ასტროფიზიკაში ვწერ, ბოტანიკა ჩემი ძლიერი მხარე არაა - შესაბამისად ზოგერთი მცენარის დასახელება შეიძლება არასწორად ვთარგმნო, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

ნახაზი 1 - აზალია (ვარდისებრი როდოდენდრონი) Azalea
ტოქსიკურობა: 2
ტოქსინი: ანდრომედოტოკსინი (grayantoxin)
კლინიკური სიმპტომები: დიარეა, ღებინება, სისუსტე, გულის უკმარისობა, ტაქიკარდია
მკურნალობა: ინიშნება ღებინების საწინაღმდეგო პრეპარატები, გასტროპროტექტორები და აუცილებელია რეჰიდრატაცია რომ არ მოხდეს გაუწყლოება. მკურნალობა მეტწილად სიმპტომური. სუნთქვის დარღვევისას აუცილებელია ფილტვების მონიტორინგი და სასურველია გულმკერდის რენტგენოგრაფია.

ნახაზი 2 - ალოკაზია Alocasia
ტოქსიკურობა: 2
ტოქსინი: არახსნადი კალციუმის ოქსილატი (insoluble calcium oxalates)
კლინიკური სიმპტომები: იწვევს პირის ღრუს გაღიზიანებას, ტკივილი და პირის, ენის და ტუჩების შეშუპება, მომატებული ნერწყვდენა, ღებინება, გარტულებული ყლაპვა.
მკურნალობა: ღებინების საწინააღმდეგო საჭიროების შემთხვევაში, რეჰიდრატაცია გაუწყლოების თავიდან ასარიდებლად, რენალური ფუნქციების კონტროლი , სიმპტომური მკურნალობა. საჭიროებს თირკმლის ფუნქციების კონტროლს.

ნახაზი 3 - ალოე ვერა Aloe Vera
ტოქსიკურობა: 3
ტოქსინი: საპონინები (saponins), ანტრახინონები (anthraquinones)
კლინიკური სიმპტომები: სისუტე, დიარეა, შარდის ფერის შეცვლა (წითლდება), ღებინება, უმადობა, იშვიათ შემტხვევებში ლეთარგია და კრუნჩხვები.
მკურნალობა: თუ მოწამვლა ნამდვილად ალოემ ამოიწვია (როგორც წესი ალოეს ჟელესებრი მასა), უმჯობესია დაუყოვნებლივ გაიყვანოთ ვეტერინართან. მიზანშეწონილია ღებინების მასტიმულირებელი საშუალების მიცემა, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირით დარჩენილი ტოქსინის ნეიტრალიზაცია და ინტენსიური რეჰიდრატაცია, საწვეთურის ჩათვლით.

ნახაზი 4 - ამარილისი (ბელადონა) Amaryllis
ტოქსიკურობა: 2
ტოქსინი: ლიკორინი (Lycorine)
კლინიკური სიმპტომები: ღებინება, დეპრესია, მუცლის ტკივილები, ჰიპერსალვაცია (ჭარბი ნერწყვდენა), ანორექსია, კრუნჩხვები. სისხლის წნევის ვარდნა, განასკუთრებით სახიფათოა ყვავილები.
მკურნალობა: უმჯობესია დაუყოვნებლივ გაიყვანოთ ვეტერინართან. მიზანშეწონილია ღებინების მასტიმულირებელი საშუალების მიცემა, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირით დარჩენილი ტოქსინის ნეიტრალიზაცია და ინტენსიური რეჰიდრატაცია, საწვეთურის ჩათვლით.

ნახაზი 5 - ანტურიუმი Anthurium
ტოქსიკურობა: 2
ტოქსინი: არახსნადი კალციუმის ოქსილატი (insoluble calcium oxalates)
კლინიკური სიმპტომები: იწვევს პირის ღრუს გაღიზიანებას, ტკივილი და პირის, ენის და ტუჩების შეშუპება, მომატებული ნერწყვდენა, ღებინება, გარტულებული ყლაპვა.
მკურნალობა: ღებინების საწინააღმდეგო საჭიროების შემთხვევაში, რეჰიდრატაცია გაუწყლოების თავიდან ასარიდებლად, რენალური ფუნქციების კონტროლი , სიმპტომური მკურნალობა. საჭიროებს თირკმლის ფუნქციების კონტროლს.

ნახაზი 6 - სატაცური (სპარჟა, ასპარაგუსი) Asparagus Fern
ტოქსიკურობა: 1
ტოქსინი: არ გააჩნია
კლინიკური სიმპტომები: ალერგიული დერმატიტი კანზე მრავალჯერადი შეხებისას, გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, დიარეა, ტკვილიები მუცლის არეში.
მკურნალობა: როგორც წესი მკურნალობას არ საჭიროებს. ძლიერი ალერგიის დროს - სიმპტომური ადგილობრივი, პერორალური, კუნთის ინექციის სახით ანტიჰისტამინური პრეპარატი, ძლიერი ღებინების დროს - ღებინების საწინააღმდეგო და ასევე რეჰიდრატაცია გაუწყლოებისგან.

ნახაზი 7 - ბეგონია Begonia
ტოქსიკურობა: 1
ტოქსინი: ხსნადი კალცის ოქსილატი (soluble calcium oxalates)
კლინიკური სიმპტომები: ღებინება, გაძლიერებული ნერწვდენა. მცენარის ყველაზე ტოქსიკური ნაწილი იმყოფება მიწაში.
მკურნალობა: არახსნადი ოქსილატებისგან განსხვავებით, ადვილად იხსნება და ადვილად გადის ორგანიზმიდან. როგორც წესი სიმპტომატიკა გრძელდება გართულებების გარეშე 48 საათამდე. როგორც წესი ინიშნება მხოლოდ სპეციალური გასტროინტესტინალური საკვები.

ნახაზი 8 - ზაფრანა (კროკუსი) Autumn Crocus
ტოქსიკურობა: 3
ტოქსინი: კოლხიცინი და სხვა ალკალოიდები (colghicine and other alkaloids)
კლინიკური სიმპტომები: სისხლიანი ღებინება, დიარეა, შოკი, პოლიორგანული დაზიანება, ძვლის ტვინის დათრგუნვა
მკურნალობა: ძალზედ ტოქსიუკურია. როგორც დამხმარე საშუალება დეტოქსიკაციისთვის შეიძლება მიეცეს აქტივირებული ნახშირი. საჭიროებს გადაუდებელ ვეტერინარულ დახმარებას.

ნახაზი 9 - ხევარდი (გარდენია) Gardenia
ტოქსიკურობა: 1
ტოქსინი: გენიოპოზიდი, გარდენოზიდი (genioposide, gardenoside)
კლინიკური სიმპტომები: მსუბუქი ღებინება ან დიარეა
მკურნალობა: მსუბუქი მიმდინარეობა. საჭიროების შემთხვევაში სიმპტომური მკურნალობა.

ნახაზი 10 - ნემსიწვერა Geranium
ტოქსიკურობა: 1
ტოქსინი: გერანიოლი, ლინალოლი (geraniol, linalool)
კლინიკური სიმპტომები: ღებინება, ანორექსია, დეპრესია, დერმატიტი. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს ჰიპოთერმია, კუნთების სისუსტე, ატაქსია.
მკურნალობა: ძლიერი სიმპტომების დროს ინიშნება ღებინების გამომწვევი პრეპარატები მცენარეების ნარჩენების გამოსადევნად, აქტივირებული ნახშირი დეტოქსიკაციისთვის. გაუწლოების შემთხვევაში - ინტენსიური რეჰიდრატაცია, საჭიროებისამებრ ინტრავენური გადასხმის სახით.

ნახაზი 11 - სუმბული (ჰიაცინტი) Garden Hyacinth
ტოქსიკურობა: 2
ტოქსინი: ალკალოიდები (alkaloids)
კლინიკური სიმპტომები: ღებინება, დიარეა, დერმატიტები და ალერგიული რეაქციები. ბოლქვი შეიცავს ტოქსინის უმეტეს ნაწილს.
მკურნალობა: ძირითადად ინიშნება სიმპტომური მკურნალობა: ინტრავენული გადასხმა, აქტივირებული ნახშირი ტოქსიინის აბსორბირებისთვის.

ნახაზი 12 - ჰორტენზია Hydrangea
ტოქსიკურობა: 1
ტოქსინი: ციანოგენური გლიკოზიდი (Cyanogenic glycoside)
კლინიკური სიმპტომები: ღებინება, დეპრესია, ციანიდური ინტოქსიკაცია არის იშვიათი - კატებში როგორც წესი იწვევს კუჭის აშლილობას.
მკურნალობა: სიმპტომური მკურნალობა - ინტრავენური გადასხმა გაუწყლოებისგან, რეჰიდრატაცია, შესაძლებელია დიეტის დახმარებაც მოხარშული ფილეს ან ბრინჯის სახით.

ნახაზი 13 - დიეფენბახია Variable Dieffenbachia
ტოქსიკურობა: 2
ტოქსინი: კალციუმის ოქსილატის კრისტალები (calcium oxalates crystals)
კლინიკური სიმპტომები: იწვევს პირის ღრუს გაღიზიანებას, ტკივილი და პირის, ენის და ტუჩების შეშუპება, მომატებული ნერწყვდენა, ღებინება, გარტულებული ყლაპვა.
მკურნალობა: პირის ღრუს გამორეცხვა, ღებინების საწინააღმდეგო საჭიროების შემთხვევაში, რეჰიდრატაცია გაუწყლოების თავიდან ასარიდებლად, რენალური ფუნქციების კონტროლი , სიმპტომური მკურნალობა. საჭიროებს თირკმლის ფუნქციების კონტროლს.

ნახაზი 14 - დრაცანა და მისი ქვესახეობები Dracaena trifasciata
ტოქსიკურობა: 3
ტოქსინი: ციტოტოქსიური საპონინი (cytotoxic saponins)
კლინიკური სიმპტომები: გაძლიერებული ნერწვდენა, ღებინება (ხანდახან სისხლით), უმადობა, ლეთარგია და ატაქსია. გაფართოებული გუგები, ტკივილი მუცლის არეში
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა ნაკლებ სავარაუდოა. რეჰიდრატაციისთვის ინტრავენული გადასხმა და ღებინების საწინაღმდეგო საშუალებები სისტემატიური ღებინებისას.

ნახაზი 15 - კალა და სპატიფილუმი Arum Lily and Spathiphillym (peace lily)
ტოქსიკურობა: 2
ტოქსინი: არახსნადი კალციუმის ოქსილატი (insoluble calcium oxalates)
კლინიკური სიმპტომები: იწვევს პირის ღრუს გაღიზიანებას, ტკივილი და პირის, ენის და ტუჩების შეშუპება, მომატებული ნერწყვდენა, ღებინება, გარტულებული ყლაპვა.
მკურნალობა: ღებინების საწინააღმდეგო საჭიროების შემთხვევაში, რეჰიდრატაცია გაუწყლოების თავიდან ასარიდებლად, რენალური ფუნქციების კონტროლი , სიმპტომური მკურნალობა. საჭიროებს თირკმლის ფუნქციების კონტროლს.

ნახაზი 16 - კალანხოე Kalanchoe
ტოქსიკურობა: 1
ტოქსინი: ბუფანიოლიდები (bufodienolides)
კლინიკური სიმპტომები: ღებინება, დიარეა, გულის რითმის დარღვევა, ტაქიკარდია (იშვიათად)
მკურნალობა: სიმპტომური მკურნალობა დეჰიდრატაციის დროს ინტრავენული გადასხმების ჩათვლით, რებინების საწინააღმდეგო პრეპარატები, აქტივირებული ნახშირი ტოხსინის აბსორბციისთვის.

ნახაზი 17 - ოლეანდრი Oleander
ტოქსიკურობა: 3
ტოქსინი: გულის გლიკოზიდები (cardiac glycosides)
კლინიკური სიმპტომები: ძალიან ტოქსიკური კატებისთვის. გაძლიერებული ნერწყვდენა, ტკივილი მუცლის არეში, შებერილობა, დეპრესია, გულის კუნთის ფუნქციის მოშლა, არითმია და ლეტალური შედეგი
მკურნალობა: აუცილებელია გადაუდებელი ვეტერინარის ჩარევა. ღებინების ინდუცირება, ინტრავენული გადასხმები ელექტროლიტებით (აუცილებელია კალცის არიდება). საჭიროებს მუდმივ კარდიოვასკულარულ დაკვირვებას ჰიპოტენზიის და არითმიის კონტროლი.

ნახაზი 18 - სურო Ivy
ტოქსიკურობა: 2
ტოქსინი: ტიტრეპენოიდური საპონინები (titerpenoid saponins)
კლინიკური სიმპტომები: ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გაძლიერებული ნერწყვდენა, დიარეა. ფოთლები გაცილებით უფრო ტოქსიკურია ვიდრე ნაყოფი.
მკურნალობა: პირის ღრუს გამორეცხვა დისტილირებული წყლით. ღებინების ინდუცირება, აქტივირებული ნახშირი ტოქსინების აბსორბციისთვის. ღებინების და დიარეის შემდეგ აუცილებელია რეჰიდრატაცია შესაძლო ინტრავენური გადასხმების ჩათვლით. ინიშნება გასტროინტესტინალური საკვები.

ნახაზი 19 - ბზა Buxus sempervirens
ტოქსიკურობა: 1
ტოქსინი: ალკალოიდს (alkaloids)
კლინიკური სიმპტომები: ღებინება და დიარეა
მკურნალობა: მსუბუქი მიმდინარეობა. საჭიროების შემთხვევაში სიმპტომური მკურნალობა. ღებინების საწინაარმდეგო პრეპარატები და გასტროინტესტინალური საკვები.

ნახაზი 20 - საგოს პალმა Sago Palm
ტოქსიკურობა: 3
ტოქსინი: ციკაზინი (cycasin)
კლინიკური სიმპტომები: ღებინება, სიყვითლე, მომატებული წყურვილი, ჰემოროიდალური გასტროენტერიტი, კოაგულოპათია. შესაძლებელია თირკმლის დაზიანება, მწვავე თირკმელების უკმარისობა, ლეტალური შედეგი.
მკურნალობა: აუცილებელია გადაუდებელი ვეტერინარის ჩარევა. კუჭის ამორეცხვა ან/და ღებინების ინდუცირება მცენარის ნარჩენების ამოსარეცხად. აქტივირებული ნახშირი ტოქსინის აბსორბირებისთვის, ინტრავენული გადასხმები

ნახაზი 21 - ფიკუსი Fig
ტოქსიკურობა: 2
ტოქსინი: ფიცინი, ფიკუსინი (ficin, ficusin)
კლინიკური სიმპტომები: კუჭნაწლავის და მომნელებელი სისტემის გაღიზიანება, დიდი ოდენობის შემთხვევაში - სისხლდენა ნაწლავებში, სუნთქვის დარღვევა, დერმატიტები.
მკურნალობა: ტოქსიკურია მეტწილად წვენი/ფისი. შესაძლო ღებინების ინდუცირება, დერმატიტის შესამსუბუქებლად - საკონატქო კანის საპნიანი წყლით მობანა. აქტივირებული ნახშირი ტოქსინის აბსორბირებისთვის. პირის ღრუს გამორეცხვა. საჭიროების შემთხვევაში ჰიდრატაცია ინტრავენული გადასხმის სახით.

ნახაზი 22 - ფილოდენდრონი Ceriman
ტოქსიკურობა: 2
ტოქსინი: არახსნადი კალციუმის ოქსილატი (insoluble calcium oxalates)
კლინიკური სიმპტომები: იწვევს პირის ღრუს გაღიზიანებას, ტკივილი და პირის, ენის და ტუჩების შეშუპება, მომატებული ნერწყვდენა, ღებინება, გარტულებული ყლაპვა.
მკურნალობა: ღებინების საწინააღმდეგო საჭიროების შემთხვევაში, რეჰიდრატაცია გაუწყლოების თავიდან ასარიდებლად, რენალური ფუნქციების კონტროლი , სიმპტომური მკურნალობა. საჭიროებს თირკმლის ფუნქციების კონტროლს.

ნახაზი 23 - ყოჩივარდა Cyclamen
ტოქსიკურობა: 1
ტოქსინი: ტიტერპენოიდური საპონინები (titerpenoid saponins)
კლინიკური სიმპტომები: ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გაძლიერებული ნერწყვდენა, დიარეა.
მკურნალობა: პირის ღრუს გამორეცხვა დისტილირებული წყლით. ღებინების ინდუცირება, აქტივირებული ნახშირი ტოქსინების აბსორბციისთვის. ღებინების და დიარეის შემდეგ აუცილებელია რეჰიდრატაცია საასურველია პერორალურად, შესაძლო ინტრავენური გადასხმების ჩათვლით. ინიშნება გასტროინტესტინალური საკვები.

ნახაზი 24 - შეფლერა Schefflera
ტოქსიკურობა: 2
ტოქსინი: კალციუმის ოქსილატის კრისტალები (calcium oxalates crystals)
კლინიკური სიმპტომები: იწვევს პირის ღრუს გაღიზიანებას, ტკივილი და პირის, ენის და ტუჩების შეშუპება, მომატებული ნერწყვდენა, ღებინება, გარტულებული ყლაპვა.
მკურნალობა: პირის ღრუს გამორეცხვა, ღებინების საწინააღმდეგო საჭიროების შემთხვევაში, რეჰიდრატაცია გაუწყლოების თავიდან ასარიდებლად, რენალური ფუნქციების კონტროლი , სიმპტომური მკურნალობა. საჭიროებს თირკმლის ფუნქციების კონტროლს.

ნახაზი 25 - პუანსეტია (შობის ყვავილი) Poinsettia
ტოქსიკურობა: 1
ტოქსინი: გამაღიზიანებელი წვენი
კლინიკური სიმპტომები: აღიზიანებს პირის ღრუს და კუჭს, ხანდახან იწვევს ღებინებას.
მკურნალობა: პერორალუირ რეჰიდრატაცია, საჭიროების შემთხვევაში სიმპტომური მკურნალობა

ნახაზი 26 - შროშანა (ლილიები) Lilium and Hemerocallis Species
ტოქსიკურობა: 3
ტოქსინი: ნეფროტოქსინი (Nephrotoxin)
კლინიკური სიმპტომები: ღებინება, ანორექსია, დეპრესია და თირკმელების უკმარისობა. ნეფროტოქსინი იწვევს თირკმელების ტუბულარული ეპითელისის ნეკროზს.
მკურნალობა: ძლიერ ტოქსიკური, აუცილებელია გადაუდებელი ვეტერინარის ჩარევა. განსაკუთრებით საყურადღებოა თირკმელების პრობლემების არსებობის შემთხვევაში. კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი ტოქსინის აბსორბირებისთვის, აუცილებელია კანის და პირის ღრუს გამორეცხვა მცენარის ნარჩენებისგან, აგრესიული ინტრავენული გადასხმები ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგით. სიმპტომური მკურნალობა.

თუ დაგაინტერესათ სტატიამ - მოიწონეთ გვერდი, გაუგზავნეთ მეგობრებს და დაამატეთ მეგობრები ჩვენ ბრიტანულ და შოტლანდიური კატების ჯგუფში:
https://www.facebook.com/groups/gfca.british
https://www.facebook.com/groups/195150882216367
ავტორი: ზურაბ მ. ვარდანაშვილი, დაწერილია ჯიეფსიეი ასოციაციისთვის 2023წ.
პ.ს. წყაროს მითითების გარეშე, სტატიის კონტენტის აღება მიჩნეული იქნება საავტორო უფლებების უხეშ დარღვევად და გამოყენებული იქნება კანონის შესაბამისი ზომები!

გამოყენებული ლიტერატურა:
[1] BSAVA VPIS Guide to Common Canine and Feline Poisons, დიდი ბრიტანეთი 2012
[2] ამერიკის საზოგადოება ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის პრევენციისთვის ASPCA®
https://www.aspca.org/pet-care/animal-poison-control/cats-plant-list
[3] კატების დაცვის ორგანიზაცია 1927 წლიდან, დიდი ბრიტანეთი
https://www.cats.org.uk/help-and-advice/home-and-environment/dangerous-plants
https://www.cats.org.uk/media/12933/indoor-plants-may-2023.pdf
[4] ვეტერინარული ტოქსიკოლოგია ეკოლოგიის საფუძვლებით, პრ. არგუნოვის რედაქციით, მოსკოვი 2005

Address


Telephone

+995591203443

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GFCA - Global Feline Canine Association LTD posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to GFCA - Global Feline Canine Association LTD:

Videos

Shortcuts

  • Address
  • Telephone
  • Alerts
  • Contact The Business
  • Videos
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Pet Store/pet Service?

Share