02/05/2023
გაზაფხულზე,გარემო ტემპერატურის მატებასთან ერთად აქტიურდებიან მწერები : (ტკიპი,რწყილი,ტილი,)რომლებიც დიდ საფრთხეს უქმნიან ცხოველებს.
პიროპლაზმოზი,ბაბეზიოზი,თეილერიოზი,ფრანსაიელოზი შინაური და გარეული ცხოველების უმარტივესებით გამოწვეული დაავადებებია.საქართველოში დაავადების აფეთქება იწყება აპრილ-მაისში,მეორე ივლისში,მესამე აგვისტოს ბოლოდან ნოემბრამდე.პარაზიტი ცხოველის ორგანიზმში ხვდება ტკიპის ნაკბენით და ბუდობს სისხლის ფორმიან ელემენტებში,კერძოდ ერითროციტებში.
პროტოზოული დაავადებები დიდ ზიანს აყენებს სასოფლო სამეურნეო ცხოველებს,(ხშირია ძაღლებში)მცირდება პროდუქტიულობა,დაგვიანებული მკურნალობისას ლეტალობა 90% ია.ინკუბაციური პერიოდი 8-24 დღეა.
როგორ გამოვიცნოთ პიროპლაზმოზი კლინიკური ნიშნებით
• ტემპერატურის მატება 41-430
• ლორწოვანი გარსები ფერმკრთალია,შემდეგ ყვითლდება
• უმადობა
• ცოხნის შეჩერება,წინა კუჭების ატონია
• თავდაპირველად აღინიშნება ფაღარათი
• კანკალი,პულსი აჩქარებულია 110-120 დარტყმა წთ ში
• მეწველ ფურებში მცირდება წველადობა,შეიძლება საერთოდ შეწყდეს
• შარდი სისხლიანია
როგორ ვუმკურნალოთ?
აღნიშნული კლინიკური ნიშნების გამოვლოინებისას ვიწყებთ დაუყოვნებლივ მკურნალობას პიროტეკსი ბ12+ბ6,საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გამეორება 24 სთ-ში. .გართულებული მდგომარეობისას,როდესაც ცოხნის პროცესი შეჩერებულია,ვიყენებთ სიმპტომატურ პრეპარატებს:შხამას ნაყენი, გლაუბერის მარილი,მენბუთილი-აღნიშნულიო პრეპარატები რუმინატორული საშუალებებია და უზრუნველყოფ კუჭ-ნაწლავის მოტორიკის გააქტიურებას.ასევე სასურველია ეროდექსინის გამოყენება-რომელიც სისხლმბად ორგანოებზე ახდენს გავლენას და ხელს უწყობს ერითროციტების აღდგენას.მეორადი დაავადებების განვითარების პროფილაქტიკისთვის გამოიყენეთ ანტიბიოტიკი ოქსიტეტრაციკლინ 200.
როგორ დავიცვათ ცხოველები პიროპლაზმოზისაგნ?
ცხოველები საძოვარზე გაყვანამდე დავამუშაოთ პიროპლაზმოზის საწინააღმდეგო პრეპარატი პიროტეკსი ბ12+ბ6 საპროფილაქტიკო დოზით 1მლ 40 კგ ცოცხალ წონაზე კუნთში.ასევე უნდა მოხდეს ცხოველის რეგულარული დამუშავება გარეგან პარაზიტებზე ბიტოქსით ან ექტოციდოლით.