29/08/2024
☀️ როგორ უნდა შეუნარჩუნოთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს ოპტიმალური ტემპერატურა ზაფხულის ცხელ დღეებში? ჩვენ მოგცემთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ცხელი ზაფხულის სასიამოვნოდ და გრილად გატარებაში.
💧 ცხელ ამინდში წყლის მოთხოვნილება ორჯერ იზრდება, ამიტომაც, არ დაგავიწყდეთ წყლის ბალანსის კონტროლი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენს ოთხფეხა მეგობარს მუდმივად ხელმისაწვდომი ჰქონდეს ცივი, სუფთა წყალი, მაშინაც კი თუ ძაღლი ბევრს არ მოძრაობს.
⛲ დაგეგმეთ საზაფხულო აქტივობები, რომლებიც მოიცავს წყალში თამაშს: ეზოში, აუზზე, მდინარეში და სხვა. ეს აქტივობები დაიცავს თქვენი ძაღლის ორგანიზმს გადახურებისგან და ასევე დაგეხმარებათ გაატაროთ დრო სახალისოდ.
⏰ არ დაგავიწყდეთ, რომ 11:00 საათიდან 16:00 საათამდე გარეთ განსაკუთრებით ცხელა, ამიტომ სჯობს ამ პერიოდში გარეთ სეირნობას თავი აარიდოთ. უმჯობესია სასეირნოდ გამოყოთ დილისა და საღამოს პერიოდები.
🐕 თუ თქვენს ძაღლს გამოუმჟღავნდება გარკვეული სიმპტომები, როგორიცაა: გახშირებული სუნთქვა, ღებინება ან დიარეა, ორიენტირების უნარის დარღვევა, კრუნჩხვა, ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს მისი ორგანიზმის გადახურებასთან და აუცილებელია იზრუნოთ მის გაგრილებაზე.