Peteasy • ფეთიზი

  • Home
  • Peteasy • ფეთიზი

Peteasy • ფეთიზი Კატების თავშესაფარი
Cat shelter in Tbilisi, Georgia Each kitten living here receives maximum care, love and warmth from the caregivers.
(4)

საქველმოქმედო ორგანიზაცია Peteasy-ფეთიზი ქუჩაში მცხოვრები კატების გადასარჩენად შეიქმნა. აქ გაერთიანებული ადამიანების საერთო სურვილი და მიზანი დაუცველი ფისოების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი კეთილმოწყობილ გარემოში დაბინავებაა. აქ მცხოვრები თითოეული ფისო მომვლელებისგან მაქსიმალურ ზრუნვას, სიყვარულსა და სითბოს იღებს. იმედია, ამ თავდაუზოგავ პროცესში თავშესაფრის წევრებს ყველაზე მეტად ცხოველთა მოყვარული

ადამიანებისა და ორგანიზიებისგან შემოსული დონაციები დაეხმარება.

Დონაციის გაკეთება ნებისმიერი ბანკის ანგარიშიდან შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომერზე:



Მიმღები: ააიპ ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი
Საერთაშორისო დონაციისთვის ისარგებლეთ ფეიფალის ლინკით:

https://www.paypal.com/paypalme/peteasygeorgia


The charity organization Peteasy was created to save abandoned cats. The common desire and goal of the people united here is to take care of the health of vulnerable kittens and to accommodate them in a well-maintained environment. In this selfless process, the members of shelter will hopefully be helped by donations from cat-lover people and organizations. BOG IBAN:



TBC IBAN:



For international donations use following paypal link:

https://www.paypal.com/paypalme/peteasygeorgia

მეგობრებო, ზოომაღაზია 4pets.ge • ზოოგალერეა მზრუნველობს ათობით მიუსაფარ ფისოს და ცუგას, აქტიურადაა ჩართული მათ სტერილიზა...
25/06/2024

მეგობრებო, ზოომაღაზია 4pets.ge • ზოოგალერეა მზრუნველობს ათობით მიუსაფარ ფისოს და ცუგას, აქტიურადაა ჩართული მათ სტერილიზაცია-კასტრაციაში და გაჩუქებაში.

ერთ-ერთი მათგანი იყო ვენდსდეი ადამსი - ფოტოზე ნაჩვენები ფისო...

2 წელია ამ ზოომაღაზიის ბინადარია და 5 წუთითაც კი არ მოფარებულა თვალს.
3 დღის წინ კი გაქრა 2 პატარა კნუტთან ერთად (რომელთა გაჩუქების პოსტი ჩვენც გვედო და უკვე პატრონებიც ნაპოვნი ჰყავდათ).

2 ვარიანტია - ან ვინმე შევიდა ეზოში, რომელიც დაცულია და ვერანაირად ვერ შეძლებდნენ კნუტები წასვლას, და წაიყვანა ვენდსდეიც და 2 პაწაწინაც, ან მეზობლებმა გააქრეს...

ძალიან გთხოვთ, გადააზიარეთ ეს პოსტი თქვენს კედლებზე, სთორებში, ინსტაგრამზეც, ჯგუფებშიც.

იქნებ მოხდეს სასწაული და ვიპოვოთ

ჩამტვრეული მენჯები, პანლეიკოპენია ანუ კატის ჭირი, კორონა.ამას ვებრძვით ფინანსების გარეშე.შეუძლებელია სრულფასოვანი კი არა...
16/11/2023

ჩამტვრეული მენჯები, პანლეიკოპენია ანუ კატის ჭირი, კორონა.

ამას ვებრძვით ფინანსების გარეშე.

შეუძლებელია სრულფასოვანი კი არა, მინიმალური მკურნალობის გაწევა ამ სიტუაციაში.

აქეთ ფისოების საკვებს ვერ ვყიდულობთ, იქეთ მედიკამენტებს და წელმოწყვეტილი ფისოსთვის აუცილებლად საჭირო ნივთებს.

რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ?

იქნებ დაძინებაა ხოლმე მართლა გამოსავალი?!

ბესიკიც უნდა დაგვეძინებინა, ნაომიც, ტომასაც, მაილსიც და ეს კნუტიც...

ეს იქნებოდა ოპტიმალური გამოსავალი, რადგან ახლა ვერ ვახერხებთ მათზე ისეთ ზრუნვას, როგორიც აუცილებლად სჭირდებათ. თავს ზევით ძალა არაა...

როცა აკომენტარებთ, რომ ოღონდ ამ ფისოს უშველეთ და ფინანსურად დაგეხმარებითო, ფინანსური დახმარება არ გულისხმობს მხოლოდ პირველ და მეორე დღეს დახმარებას. დახმარება გულისხმობს სულ დახმარებას.
როცა გვწერთ და გვემუდარებით, წაიყვანეთ და ფინანსურად დაგეხმარებითო და მერე ქრებით, ეგ არაა ნორმალური ადამიანის საქციელი...

აბა როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამდენ ხარჯს მარტოებმა?!
დახმარების მსურველებმა გამოიყენეთ შემდეგი ანგარიშის ნომერი:

Საქართველოს ბანკი:



Თიბისი ბანკი:



Მიმღები: ააიპ ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი

Paypal:

https://www.paypal.com/paypalme/peteasygeorgia

დანიშნულებაში მიუთითეთ 'ნოა'

ბოდიშს გიხდით ასეთი პათოსისთვის, მაგრამ სასოწარკვეთის უფსკრულის პირას ვართ...

15/11/2023

წინამძღვირშვილზე იპოვეს ძაღლს 'გაურბოდა', თუმცა უშედეგოდ...

რადგან მენჯები აქვს ჩამტვრეული.

დიდი ალბათობით, მანქანის ბორბლის ქვეშ იწვა და გადაუარეს😭

თუმცა ახლა მთავარი პრობლემა არის ის რომ დაუდასტურდა პანლეიკოპენია (კატის ჭირი)და კორონა...😭😭😭

საჭიროა მკურნალობის სასწრაფოდ დაწყება, რისთვისაც საჭიროა ფინანსური მხარდაჭერა.
სხვა შემთხვევაში ვერ შევძლებთ.

არსებული ფისოების საკვების თანხაც არ გვაქვს, ახალი ფისოს მკურნალობის კი არა😭

დახმარების მსურველებმა გამოიყენეთ შემდეგი ანგარიშის ნომერი:

Საქართველოს ბანკი:



Თიბისი ბანკი:



Მიმღები: ააიპ ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი

Paypal:

https://www.paypal.com/paypalme/peteasygeorgia

დანიშნულებაში მიუთითეთ 'ნოა'

ნოა დავარქვით პატარა მებრძოლს💘

ვიცით, აზრი არ აქვს ამის დაწერას, მაგრამ იქნებ სასწაული მოხდეს:

ვინმე თუ არსებობს ისეთი, ვისაც არ ჰყავს კატა და შეუძლია ამ კნუტის შეფარება, მოგვწერეთ გთხოვთ.
დილით კლინიკაში წავიყვანთ, 7ზე წამოვიყვანთ ხოლმე მკურნალობის პერიოდში.

13/11/2023

ჩვენი წელმოწყვეტილი ბესიკი ხომ არ დაგავიწყდათ?

ყველაზე ტკბილი, თბილი და ცანცარა ფისო დედამიწაზე🥹💜

რა იქნებოდა აცდენოდა ის ტყვია...
ხომ ექნებოდა უდარდელი ცხოვრება😣

ანდაც რა იქნებოდა არ არსებობდნენ ბოროტი, სასტიკი 'ადამიანები', რომლებიც უმწეო, პაწაწინა არსებების წამებით ასაზრდოვებენ თავიანთ დემონებს...

ვის რა დაუშავა ამ ანგელოზმა?!
რატომ უნდა იყოს მისი ცხოვრების ყოველი წუთი გადარჩენისთვის ბრძოლა😭

ფეთიზის ბესიკის მიღების, მკურნალობის, მოვლის არანაირი რესურსი აღარ ჰქონდა, თუმცა ვერ გავწირეთ...
ვერ გავიმეტეთ დასაძინებლად...
მისი ერთი ამოხედვა, დასაკოცნად დახრილ სახეზე მისი პაწაწა თათების შეხება საკმარისი იყო იმისთვის რომ გადარჩენის პროცესი და მისთვის მაქსიმალურად სრულფასოვანი ცხოვრების მიცემა გადაგვეწყვიტა.
დაგვავიწყდა ვალები, დაგვავიწყდა ის რომ აღარანაირი ფსიქიკური და ფიზიკური ძალა აღარ გვაქვს ამ მდგომარეობაში მყოფი ფისოს მისახედად...
დაგვავიწყდა ის რომ ფეთიზის თანამშრომლებიც ადამიანები ვართ, გვაქვს სამსახურები, წესით უნდა გვქონდეს ცხოვრება თავშესაფრის გარეთ. წესით...
ყველაფერი დაგვავიწყდა.

მთავარია ამ სიყვარულის გადარჩენა და მისთვის ბედნიერი ცხოვრების მიცემა შევძლოთ🥹

1 წამით არ ვნანობთ.
როგორ უნდა ვინანოთ, ბესასუნა ხომ ერთი მთლიანი სამყაროა, ყველაზე კეთილი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე დიდი სიყვარული.

მთელი სამყარო.

ჩვენ ყოველდღე ვწირავთ ჩვენს ემოციურ, ფიზიკურ, ფინანსურ რესურსს მისთვის და მისნაირი სხვა 45 ფისოსთვის, რომლებიც აქამდე გადარჩნენ და ბინადრობენ ფეთიზის ჭერქვეშ, თუმცა შეუძლებელიაამ ბრძოლების გაგრძელება, თუკი ვერ შევძლებთ ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებას.

ქირა, საკვები, ქვიშა, კომუნალურები (ზამთარი მოდის თან...), გამოკვლევების და მკურნალობებისთვის საჭირო თანხები.

ასტრონომიულ თანხებზე ადის ყოველთვიურად.
ჩვენთვის ასტრონომიულ.

თუმცა დარწმუნებულები ვართ მოიპოვება 500-1000 ისეთი ადამიანი, რომელიც შეძლებს 0.5-1-2 ლარის გაღებას იმისთვის, რომ გავაგრძელოთ არსებობა.

გამოჩნდით, გთხოვთ...

ჩამოვწერთ აუცილებლად და სასწრაფოდ საჭირო საკვების დასახელებებს და იქნებ ვინმეს ჰქონდეს გასაჩუქებელი ან მოისურვოს შეძენა და ჩუქება🥹🙏

1. ბესიკისთვის - როიალ კანინის აგსტროინტესტინალი
2. მაილსისთვის - როიალ კანინის ფიბრე
3. პაწაწა კნუტისთვის, რომლის შესახებაც არ იცით და რომელიც გვყავს მოხალისე შემფარებელთან - როიალ კანინის ფიბრე
4. ჩვენი შიდსიანი ტონიოსთვის, რომელიც ასევე მოხალისე შემფარებელთან ცხოვრობს - როიალ კანინის რენალი
5. ჭირგადატანილი ნაომისთვის - როიალ კანინის გასტროინტესტინალი
6. ტომასასთვის, რომელსაც, თუ გახსოვთ, ამოღებული აქვს მსხვილი ნაწლავი და მუდმივად გასდის დიარეა და შარდი - იოზერას სენსიკეტი
7. დანარჩენი ფისოებისთვის - ბონაჩიბოს ნებისმიერი საკვები

საკვების გარდა გვჭირდება
1. ერთჯერადი ზეწრები
2. სალფეთქის რულონები
3. თავშესაფრის სადეზინფექციო ფხვნილი დექსონ სუპერი (ინვეტში იყიდება და ძალიან ბევრი გვეხარჯება)
4. ქვიშა (ვიყენებთ ხის ქვიშას, 18 ტუალეტი გვიდგას და გამოყენებული ბენტონიტის ქვიშის სიმძიმეების აწევა უკვე ძალიან გვიჭირდა. ასევე უფრო ეკონომიურია, ეკოლოგიურად სუფთა. თავშესაფრისთვის მისწრებაა მოკლედ.) - იყიდება ეგნატე და ვახტანგ ფიფიების 11-ში მდებარე ზოომაღაზიაში.
40 კილოიანი ტომრით და ღირს 160 ლარი. თვეში 2 ტომარა გვჭირდება.

დახმარების მსურველებმა გამოიყენეთ შემდეგი ანგარიშის ნომერი:

Საქართველოს ბანკი:



Თიბისი ბანკი:



Მიმღები: ააიპ ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი

Paypal:

https://www.paypal.com/paypalme/peteasygeorgia

თქვენს იმედზე ვართ...💜

კორონა დაუდასტურდა...ასეთ მძიმე სოკოვან დაავადებასთან ერთად მდგომარეობა უმძიმესია😭😭😭ფეთიზიში იზოლირებული სივრცე არ დაგვრ...
06/11/2023

კორონა დაუდასტურდა...
ასეთ მძიმე სოკოვან დაავადებასთან ერთად მდგომარეობა უმძიმესია😭😭😭

ფეთიზიში იზოლირებული სივრცე არ დაგვრჩა და არ ვიცით სად უნდა წავიყვანოთ😭😭😭

გთხოვთ, თუკი გეგულებათ ადამიანი, რომელსაც არ ჰყავს ფისოები და შეძლებს 2 კვირით შეფარებას, დაგვიკავშირდით.
ვიცით რომ ამის ცოტა შანსია, მაგრამ მაინც ვწერთ...

ფინანსური დახმარების მსურველებმა გამოიყენეთ შემდეგი ანგარიშის ნომერი. ესეც ძალიან გვჭირდება.

კნუწიკს სჭირდება🥺

Საქართველოს ბანკი:



Თიბისი ბანკი:



Მიმღები: ააიპ ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი

Paypal:

https://www.paypal.com/paypalme/peteasygeorgia

დანიშნულებაში მიუთითეთ 'კნუტი ფალიაშვილიდან'

500 გრამიანი კნუტი, ზრდას ძალიან ჩამორჩენილი, ცარიელი ხერხემალი და პარაზიტებისგან გაბერილი მუცელი...მთლიანი კანი სოკოში ...
06/11/2023

500 გრამიანი კნუტი, ზრდას ძალიან ჩამორჩენილი, ცარიელი ხერხემალი და პარაზიტებისგან გაბერილი მუცელი...
მთლიანი კანი სოკოში ჩაფლული😭
ღრძილები თეთრი ანუ, სავარაუდოდ, ანემიურია...

სოკოზე და პარაზიტებზე დავუწყეთ მკურნალობა, მაგრამ ძალიან სუსტადაა😣
კანკალს არ წყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ სათბურაზე გვყავს ბოლო 20 საათია...

გვინდოდა კლინიკის ხარჯებს გამოვძვრომოდით, თუმცა შეუძლებელია, სჭირდება ვეტერინარი, თანაც სასწრაფოდ😔

ვიცით რომ, ბოლო კვირაში ზედმეტად ბევრჯერ გთხოვეთ დახმარება, თუმცა სხვა გზა არაა, ზედმეტად ბევრი მიუსაფარი დგას ქუჩაში სიკვდილის პირისპირ სულ მარტო...
რამდენიმეს მაინც თუ დავეხმარებით, ეგეც რაღაცას ნიშნავს ამ სასტიკ დედამიწაზე...

დახმარების მსურველებმა გამოიყენეთ შემდეგი ანგარიშის ნომერი:

Საქართველოს ბანკი:



Თიბისი ბანკი:



Მიმღები: ააიპ ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი

Paypal:

https://www.paypal.com/paypalme/peteasygeorgia

დანიშნულებაში მიუთითეთ 'კნუტი ფალიაშვილიდან'

ჩვენი ცქნაფა კნუწიკი სულ, სულ ოდნავ უკეთაა.ცოტ-ცოტას ჭამს, წყალს სვამს🥹💘თუმცა ისევ უმწვავეს მდგომარეობაში აქვს თავისი პა...
05/11/2023

ჩვენი ცქნაფა კნუწიკი სულ, სულ ოდნავ უკეთაა.
ცოტ-ცოტას ჭამს, წყალს სვამს🥹💘

თუმცა ისევ უმწვავეს მდგომარეობაში აქვს თავისი პაწაწინა კუჭ-ნაწლავი...

ესეთია პანლეიკოპენია, არ ინდობს ფისოებს😣

იმედია, ჩვენ ვაჯობებთ და ამ ანგელოზის სიცოცხლე მალე საფრთხეში აღარ იქნება🥹💘

ამის მისაღწევად ისევ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა...
გუშინ 124 ლარი გვქონდა დარჩენილი ანგარიშზე, 10%-იანი ფასდაკლებით 121 ლარი გადავიხადეთ😔

პირველი ფისოა, რომელსაც კლინიკაში ვმკურნალობთ, ყოველთვის ჩვენით ვაკეთებთ ყველაფერს (გარდა გამოკვლევების და ოპერაციებისა, ცხადია),მაგრამ რადგან ფეთიზიში მხოლოდ 2 ადამიანი ვმუშაობთ და უამრავი, ურთულესი საქმეა, მათ შორის წელმოწყვეტილი ბესიკის მოვლა და მკურნალობა, სხვა ფისოების მიხედვა, ძალიან შრომატევადი ჰიგიენურ-სანიტარული საქმიანობების გაწევა და დეზინფექცია, 24 საათიან რეჟიმში ვერ ვედგებით თავზე ამ პაწაწას.

ამიტომ გვიწევს კლინიკაში დატოვება დღისით, ღამით კი კესოს ზედამხედცელობის და მკურნალობის ქვეშაა.

დახმარების მსურველებმა გამოიყენეთ შემდეგი ანგარიშის ნომერი:

Საქართველოს ბანკი:



Თიბისი ბანკი:



Მიმღები: ააიპ ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი

Paypal:

https://www.paypal.com/paypalme/peteasygeorgia

დანიშნულებაში რაიმეს მითითება არაა აუცილებელი, მხოლოდ ამ ბავშვისთვის გროვდება ახლა💜

02/11/2023

😻😻😻😻😻

02/11/2023

უსაწყლესი არსებაა😣😣😣

თითქოს ამქვეყნად არააო ისეა.
ცოცხალ-მკვდარი...

ხანდახან წამოიკნავლებს ხოლმე ასე💔
სულ სულ ოდნავ უშველა სტაციონარში გატარებულმა 2.5 საათმა.

სისხლის ანალიზითაც პანლეიკოპენია დადასტურდა.
საკვებს ჯერ ისევ არ იღებს.

კლინიკის დღევანდელი ხარჯი 205 ლარი იყო.
უძვირესი...

ხვალ 150 ლარამდე იქნება საჭირო.

არ გვაქვს თანხა ანგარიშზე.
დღესაც ქირისთვის გადადებული მცირე თანხიდან დავამატეთ ამ 205 ლარს.

არ ვიცით რა ვქნათ...

დახმარების მსურველებმა გამოიყენეთ შემდეგი ანგარიშის ნომერი:

Საქართველოს ბანკი:



Თიბისი ბანკი:



Მიმღები: ააიპ ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი

Paypal:

https://www.paypal.com/paypalme/peteasygeorgia

დანიშნულებაში მიუთითეთ პატარა კნუტი

დედაენის პარკში ძაღლს გამოსტაცეს გუშინ საღამოს.დაუდასტურდა პანლეიკოპენია (ე.წ. კატის ჭირი)......გვყავს კლინიკაში, თუმცა ...
02/11/2023

დედაენის პარკში ძაღლს გამოსტაცეს გუშინ საღამოს.

დაუდასტურდა პანლეიკოპენია (ე.წ. კატის ჭირი)......

გვყავს კლინიკაში, თუმცა 200 ლარი უნდა გადავიხადოთ (ტესტის, ანალიზების, სტაციონარის).

7 საათზე უნდა გამოვიყვანოთ უკან.

დახმარების მსურველებმა გამოიყენეთ შემდეგი ანგარიშის ნომერი:

Საქართველოს ბანკი:



Თიბისი ბანკი:



Მიმღები: ააიპ ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი

Paypal:

https://www.paypal.com/paypalme/peteasygeorgia

დანიშნულებაში მიუთითეთ პატარა კნუტი

დაგვეხმარეთ ამ 300 გრამიანი საცოდავი არსების გადარჩენაში რა...

მერე სად წავიყვანთ არ ვიცით, მაგრამ ჯერ ვცადოთ შველა

ჩვენი კნუტი დღეს თავს უკეთ გრძნობს🩷ბეეევრს ჭამს, წყალსაც იღებს🥹თუმცა ჯერ ისევ კრიტიკულადაა.წინ გამოჯანმრთელების დიდი გზა...
01/11/2023

ჩვენი კნუტი დღეს თავს უკეთ გრძნობს🩷

ბეეევრს ჭამს, წყალსაც იღებს🥹

თუმცა ჯერ ისევ კრიტიკულადაა.
წინ გამოჯანმრთელების დიდი გზა აქვს.

სისხლის საერთო ანალიზი ძალიან მძიმე აქვს...

ხვალ ან ზეგ ვცდით, იქნებ ბიოქიმიისთვის საჭირო სისხლის აღება შევძლოთ. გუშინ შეუძლებელი იყო, არ ჰქონდა😭

საჭიროა კანის დიაგნოსტიკაც, რის შემდეგაც შევძლებთ კანის მკურნალობის დაწყებას. ამ ეტაპზე უმსუბუქესი პრეპარატის გამოყენებაც კი საშიშია, იმდენად ცუდადაა.

გიორგი ქერეჭაშვილითანაა შეფარებული, რახან ფეთიზიში ვეღარ ვიღებთ ახალ ფისოებს, იმის გამო რომ უკვე გამოჯანმრთელებული ანგელოზები ვერ ჩუქდებიან...

როგორ გაწმინდა და გაალამაზა უკვე ნახეთ🥹💘💘

31/10/2023

უსაყვარლესი კნუტია🥹💜

საოცარი არსება.

ვერ აღვწერთ მისი მდგომარეობის სიმძიმეს, ვერ გადმოგცემთ სიტყვებით, მაგრამ მაინც როგორ ეტყობა კატური ხასიათი, იცით?!

აი, ეს გადარჩეს და კატების კატა დადგება🥹💘

ფასიან შემფარებელთან გადავიყვანეთ (იცით, რომ ფეთიზიში ვეღარ ვიღებთ ახალ ფისოებს) და იქ შეუდგება გადარჩენა-გამოჯანმრთელების გზას🩷

თქვენი ფინანსური და მორალური გვერდში დგომით დღეს ამ სიყვარულს გადარჩენის და მისი საკადრისი ცხოვრების შანსი მიეცა🩷

მის საკადრის ცხოვრებაში იგულისხმება უკარგესი ადამიანისთვის მიშვილება, რომელოც დაცულ და სიყვარულით სავსე ცხოვრებას აჩუქებს🥹🩷

31/10/2023

ეს ვიდეო გამოგვიგზავნეს ახლა...

უსაწყლესი კნუტი, ციცქნა კვდება. კრიტიკულადაა😭

Lizi Chitorelidzeმ იპოვა, რომელსაც მიჰყავს უახლოეს კლინიკაში (აგრუნის ვეტკლინიკა).

ვილოცოთ რომ ეშველება ამ საბრალოს😭😭😭

რა დააშავეს ასეთი ამ უმწეო არსებებმა?!!!!

საჭირო იქნება გატესტვა და სასწრაფო დახმარება ამ ეტაპზე, რისი ფინანსებიც არ გაგვაჩნია, ამიტომ, გთხოვთ, დავეხმაროთ.

დახმარების მსურველებმა გამოიყენეთ შემდეგი ანგარიშის ნომერი:

Საქართველოს ბანკი:



Თიბისი ბანკი:



Მიმღები: ააიპ ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი

Paypal:

https://www.paypal.com/paypalme/peteasygeorgia

დანიშნულებაში მიუთითეთ 'გლდანელი კნუტი'

ადამიანების უგულობამ ამ დღეში ჩააგდო და მცირე ნაწილმა მაინც ვაჩვენოთ რომ სულერთი არაა მისი არსებობა💔😣

მეგობრებო, ვიცით ფისოების თავშესაფარია, მაგრამ კუ ვიპოვეთ, რომელსაც ვაჩუქებთ სასწრაფოდ 🐢🐢🐢🐢არის ჯანმრთელი, პარაზიტებზე დ...
29/10/2023

მეგობრებო, ვიცით ფისოების თავშესაფარია, მაგრამ კუ ვიპოვეთ, რომელსაც ვაჩუქებთ სასწრაფოდ 🐢🐢🐢🐢

არის ჯანმრთელი, პარაზიტებზე დამუშავებული, უსაყვარლესი, უცანცარესი ხასიათის🥹💚

P.S. მოყვება კნუტი

ჩვენი ბესიკი (უკვე თეოდორედ წოდებული🫢)წელმოწყვეტილი კნუტიკი, რომლის გადასარჩენად, მოსავლელად იმხელა შრომა, ენერგია, ფინა...
27/10/2023

ჩვენი ბესიკი (უკვე თეოდორედ წოდებული🫢)

წელმოწყვეტილი კნუტიკი, რომლის გადასარჩენად, მოსავლელად იმხელა შრომა, ენერგია, ფინანსური და ემოციური რესურსია საჭირო რომ, ვერც აღვწერთ...

გალიაში დიდი ხანია აღარ გვყავს. ვერ გავუძელით ამ სიცოცხლით და ცანცარობის დაუოკებელი სურვილით სავსე ფისოს გამომწყვდევა, არადა რეაბილიტაციის პერიოდში აუცილებელია...🥺

ამიტომ გვიწევს მისი დღეში 5-6-7-ჯერ დამუშავება, პამპერსების და საფენების ცვლა და ა.შ.
ასევე თავშესაფრის იატაკის მთლიანი დეზინფექცია და წმენდა ყოველდღიურად ინფექციის და გაღიზიანების შესამცირებლად.

ვერ წარმოიდგენთ რამდენად რთულია.
მითუმეტეს როცა სადეზინფექციო, სამკურნალო საშუალებების კი არა, მისთვის სპეციალური საკვების შეძენის საშუალებაც არ გვაქვს...

თავშესაფრის მართვის ფინანსურ ნაწილში ყოველთვის გვიჭირდა, მაგრამ იმ ფონზე, როცა ქირიდან დაწყებული, ცხოველების საკვებით დამთავრებული ყველაფერი ძალიან გაძვირდა, უბრალოდ შეუძლებელი ხდება საქმიანობის გაგრძელება...

სასოწარკვეთილები ვართ. ვერ ვხვდებით რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისთვის რომ ან ყველა (უმეტესობა მაინც) გავაჩუქოთ ან/და უფრო მეტ ადამიანი გაერთიანდეს ფეთიზის მიზნის ქვეშ და 1 ლარით, მხოლოდ 1 ლარით დაგვიდგნენ გვერდით.
შეიძლება ბანალურად ჟღერს 1 ლარის დონაცია, მაგრამ არა!
1 ლარის აქციის ქვეშ გაერთიანებული 1000 ადამიანი უკვე უდიდეს პრობლემას უგვარებს ცხოველებისთვის თავდადებულ ადამიანებს და ორგანიზაციებს.

ამიტომ, გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ჩვენი ცხოველების საჭიროებები, ჩვენი თავშესაფრის მისია და გვერდში დაგვიდგეთ.

ვერ წარმოიდგენთ რამდენს ნიშნავს სრულიად უცხო ადამიანების მხარდაჭერა.

ჩვენი გამომწერების ნაწილი უკვე უცხოები სულაც აღარ ხართ, ჩვენს გონებასა და გულში თქვენდამი პატივისცემას დიდი ადგილი უკავია🥹🩷
თქვენს გარეშე ხომ აქამდე ვერც მოაღწევდა ჩვენი ფისოების უდიდესი ნაწილი (თითოეული მათგანი სიკვდილს გამოვტაცეთ ხელიდან. გადამეტების გარეშე)

დახმარების მსურველებმა გამოიყენეთ შემდეგი ანგარიშის ნომერი:

Საქართველოს ბანკი:



Თიბისი ბანკი:



Მიმღები: ააიპ ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი

Paypal:

https://www.paypal.com/paypalme/peteasygeorgia

თითქმის ერთნაირი ფოტოებია, ამიტომ, წესით, მხოლოდ ერთი უნდა დაგვეპოსტა (თუკი სოც. მედიის მართვის წესებს გავითვალისწინებდი...
26/10/2023

თითქმის ერთნაირი ფოტოებია, ამიტომ, წესით, მხოლოდ ერთი უნდა დაგვეპოსტა (თუკი სოც. მედიის მართვის წესებს გავითვალისწინებდით), მაგრამ თითოეულში განსხვავებული გამომეტყველებები აქვთ და ვერცერთი გამოვტოვეთ😄🫢🩷

ჩვენ და თქვენ მიერ გადარჩენილი ფისოების ნაწილი🥹🩷
თითოეული მათგანი ულამაზესი, უჯანმრთელესი, უძლიერესი არსებები არიან🩷
თითოეული მათგანი ელის ადამიანს, რომელიც იშვილებს და მთელი ცხოვრება მოუვლის ზუსტად ისე, როგორც საკუთარ შვილს🥹🩷

ვიცით რომ უკლებლივ ყველას ჰყავს სადღაც დედამიწაზე ასეთი ადამიანი, საკუთარი ადამიანი...

მოთმინებით ველით მათ მიერ ჩვენი ფისოების აღმოჩენას😻

თქვენი 1 გაზიარებითაც კი იზრდება იმის შანსი, რომ ერთმანეთი იპოვონ. ასე რომ, გთხოვთ, არ დაიზაროთ🩷

კომენტატებში გავაზიარებთ ჩვენი ვებგვერდის ლინკს, სადაც ჯერჯერობით ჩვენი ფისოების ნაწილის პროფილებია ატვირთული, მოკლე ისტორიებთან ერთად🩷

25/10/2023

მეგობრებო, ამ უსაყვარლესი არსებას რაღაც პრობლემა აქვს, აშკარად.
გაუწყლოებული და მოწყენილია🥺

თუმცა ფერების და სიყვარულობანას ხასიათზე მაინცაა (წითური ფისოა ბოლოსდაბოლოს🥹)

არავის შეგიძლიათ იზოლირებულად შეფარება?

ვეტერინართან წაყვანას, ფინანსების შეგროვებას და მკურნალობას უზრუნველვყოფთ, კარგად რომ გახდება, თუ ვერ გაჩუქდება, დავაბრუნებთ უკან.

უბრალოდ ახლა სჭირდება დახმარება, ამ მდგომარეობაში ვერ გადარჩება 🥺

მიცკევიჩელი ფისო გახსოვთ?მესამე თვეა შემფარებელთანაა.მკურნალობის კურსის მიუხედავად მაინც ვერ მომჯობინდა...უფრო დასუსტდა,...
17/10/2023

მიცკევიჩელი ფისო გახსოვთ?

მესამე თვეა შემფარებელთანაა.

მკურნალობის კურსის მიუხედავად მაინც ვერ მომჯობინდა...
უფრო დასუსტდა, ძვალზე გადაკრული ტყავია😣

სასწრაფოდ უნდა გავუმეოროთ მუცლის ღრუს ექოსკოპია, სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზები, უნდა გაიტესტოს ტოქსოპლაზმოზზე, იმუნოდეფიციტზე (ე.წ. შიდსი), ლეიკემიაზე, ფიპზე...

მუცელი უჩვეულოდ აქვს გაბერილი...

კბილები მთლიანად ჩამპალი აქვს და ვერ იღებს მშრალ საკვებს, გვყავს პაშტეტებზე და დამბალ კორმზე (თუმცა დამბალ კორმს არ ჭამს).

ეს ყველაფერი 350-400 ლარი მაინც ჯდება, რისი შესაძლებლობაც არ გვაქვს...

მისი ცხოვრება ტანჯვის გარდა არაფერია ამ ეტაპზე...

იქნებ შევძლოთ და ვაჩუქოთ ჯანმრთელი, ბედნიერი ცხოვრება🥺

დახმარების მსურველებმა გამოიყენეთ შემდეგი ანგარიშის ნომერი:

Საქართველოს ბანკი:



Თიბისი ბანკი:



Მიმღები: ააიპ ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი

Paypal:

https://www.paypal.com/paypalme/peteasygeorgia

დანიშნულებაში მიუთითეთ 'მიცკევიჩელი დედა ფისო'

დღევანდელი განახლება ჯიჯიზე🥺💘
17/10/2023

დღევანდელი განახლება ჯიჯიზე🥺💘

155 likes, 11 comments. “Replying to @🤪 ჯიჯის UPDATE 🧡 სამწუხაროდ ჩვენ პირველ ეტაპზე ამოვწურეთ ჩვენი ფინანსები და ჯიჯის გადასარჩენად მობი....

მეგობრებო, ფისოების ფერია Sophya Berry-ს მიერ უდიდესი წვალებით გადარჩენილი ჯიჯის უმძიმესი, დაუჯერებელი ისტორია, ალბათ, ბ...
16/10/2023

მეგობრებო, ფისოების ფერია Sophya Berry-ს მიერ უდიდესი წვალებით გადარჩენილი ჯიჯის უმძიმესი, დაუჯერებელი ისტორია, ალბათ, ბევრმა თქვენგანმა უკვე იცით😣

ვისაც ჯერ არ შეგხვედრიათ პოსტები მასზე, შეგიძლიათ თანდართულ ლინკებზე გადახვიდეთ და გაიგებთ რამდენი ტრაგედია შეემთხვა ამ უსაყვარლეს ფისოს, რამდენი ტკივილის, სასოწარკვეთის და იმედგაცრუების გამოვლა მოუწია (და ახლაც უწევს) არსებას, რომელიც 3 წლისაც არაა ჯერ...

🔸️მოკლედ ჯიჯის შესახებ:

https://vt.tiktok.com/ZSNjoxd2g/

🔸️მკურნალობის შემდეგ:

https://vt.tiktok.com/ZSNjo3XvS/

🔸️უკვე გაჩუქებული ჯიჯის პატრონთან წასვლის სამზადისი:

https://vt.tiktok.com/ZSNjoqj8j/

🔸️ჯიჯის 'დაკარგვა':

https://vt.tiktok.com/ZSNjoXTy9/

🔸️პოვნა🥺💔:

https://vt.tiktok.com/ZSNjoKp19/

არ გვინდა დავიჯეროთ, რომ ამდენი აბსოლუტურად დაუმსახურებელი საშინელება იმის გამო გამოიარა რომ ბოლოს ვერ გადარჩეს და ტკივილი იყოს მისი ბოლო შეგრძნება...

ამიტომ ძალიან გთხოვთ, არ დავტოვოთ🥹🩷
სასწრაფოდ სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა🥺

უნდა გადარჩეს!
უნდა დაავიწყდეს მისი უსასტიკესი წარსული...
აუცილებლად...

ამას კი სოფია ვერ შეძლებს ჩვენი თანადგომის გარეშე🥺
როგორც არ უნდა მოინდომოს, ფინანსური მდგომარეობა არ მისცემს ამის საშუალებას...

წარმოუდგენლად დიდი რესურსი ჩადო დღემდე ამ სიყვარულის გადასარჩენად, მაგრამ ახლა იმდენად მძიმედაა, რომ შეუძლებელია მარტო მოახერხოს გამკლავება😔

დახმარების მსურველებმა გამოიყენეთ შემდეგი ანგარიშის ნომერი:

Საქართველოს ბანკი:



Თიბისი ბანკი:



Მიმღები: ააიპ ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი

Paypal:

https://www.paypal.com/paypalme/peteasygeorgia

დანიშნულებაში მიუთითეთ 'ჯიჯი'

16/10/2023

ნარუტოს საყურებლად კომპანიონი ვის სჭირდება?

იაპონური ესმის, თუმცა გამართულად ვერ საუბრობს (ჯერჯერობით).

(ვიდეოს მთლიანად უყურეთ, ბოლოს ეძინება🥹)

შვილად აყვანის მსურველებმა მოგვწერეთ🩷

P.S. გუშინწინ საღამოს დააგდეს ნაგვის ბუნკერთან...

P.S.S. კლეოპატრა დავარქვით🫢

12/10/2023

ფეთიზის საოცრებები💜

არაფერია იმაზე ემოციური, ვიდრე იმ არსებების ყურება და მათი კარგად ყოფნით ტკბობა, რომელთა გადასარჩენადაც მთელი შენი ენერგია, დრო, გული, სული და გონება ჩადე🥹💜

თან თავისთავადი სევდაც დაყვება ამ ტკბობას, რადგან არასდროს გავიწყდებიან ისინი, ვისაც ვერაფრით უშველე...

თითოეულ ფისოს, რომელსაც ამ ვიდეოში ხედავთ იმდენად მძიმე წარსული აქვს, შეიძლება ვერც გაწვდეს ჩვენი გონება.
ახლა ყოველი მათგანი არის ჯანმრთელი, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქიკურად. მოახერხეს და უკან მოიტოვეს უმძიმესი ტრავმები🥹💜

ამ სამყაროს მათი ვალი აქვს და აუცილებლად უნდა დაუბრუნოს ადამიანების სახით, რომლებიც იშვილებენს და თავიანთ ცხოვრებას, გულს და სულს გაუზიარებენ💜

გულდასმით უყურეთ ვიდეოს, იქნებ თქვენს მომავალ და სამუდამო საუკეთესო მეგობარს მოკრათ თვალი🥹💜

ისიც უნდა გითხრათ, რომ ზამთარი მოდის და თუკი ვინმეს გაქვთ ისეთი ღუნღულა საწოლები, პლედები და ა.შ., რომელთაც არ იყენენენ თქვენი ოთხფეხა მეგობრები, შეგიძლიათ ფეთიზის ფისოებს და მათ მცველ 3 ცუგას აჩუქოთ და ამით მათთვის ცივი ამინდების თბილად და მყუდროდ გატარებას შეუწყოთ ხელი🥹

ასევე, შეგიძლიათ გვაჩუქოთ ენდოპარაზიტების პრევენციისთვის საჭირო მედიკამენტი - კანიქვანტელ პლიუსი, რომლის მიღებაც უწევთ (ჯამში გვჭირდება 20 ცალი, იყიდება ზოლაიფ პლიუსში).

ან შეგიძლიათ დააფინანსოთ მათი პარაზიტებზე დამუშავება💜

მსურველებმა გამოიყენეთ შემდეგი ანგარიშის ნომერი:

Საქართველოს ბანკი:



Თიბისი ბანკი:



Მიმღები: ააიპ ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი

Paypal:

https://www.paypal.com/paypalme/peteasygeorgia

ჰიუსტონი უკმაყოფილოა გასული ზაფხულით, არ მეყო მზის აბაზანებიო🫢Nini Khabazishvili მადლობა უკომფორტულესი საწოლისთვისო ამ რ...
09/10/2023

ჰიუსტონი უკმაყოფილოა გასული ზაფხულით, არ მეყო მზის აბაზანებიო🫢

Nini Khabazishvili მადლობა უკომფორტულესი საწოლისთვისო ამ რაღაც შავმა არსებებმა + ჰიუსტონმა💜

ვიცით, რომ ფეთიზის შესაძლებლობები ჯერჯერობით მხოლოდ ფისოების დახმარებით შემოიფარგლება, მაგრამ...დაუდასტურდა ყველაზე, ყვე...
07/10/2023

ვიცით, რომ ფეთიზის შესაძლებლობები ჯერჯერობით მხოლოდ ფისოების დახმარებით შემოიფარგლება, მაგრამ...

დაუდასტურდა ყველაზე, ყველაზე მძიმე ვირუსი - ჭირი + კორონა + გიარდია...

შეხედეთ ამ ციცქნა არსების სახეს🥺
თითქოს არ ჰყოფნიდა ნატყვიარები (?), მოტეხილი მენჯი და 2 კიდური, მოტეხილი და მომძვრალი კუდი, კასტრაციის საოცრად ინფიცირებული ჭრილობა (რის გამო ვერ სწავლობენ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ქირურგები ჭრილობის შიგნიდან დადებას, საინტერესოა), სამყარომ ჭირი, კორონა და გიარდიაც ზედ დაუმატა...

რენტგენების და ჭრილობების მიხედვით ან ნაცემია ან ნაავარიევი.

ამ სიყვარულის დახმარების მსურველებმა გამოიყენეთ შემდეგი ანგარიშის ნომერი და უდიდესი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც მისთვის დონაციები გაიმეტეს🥹💜:

Საქართველოს ბანკი:



Თიბისი ბანკი:



Მიმღები: ააიპ ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი

Paypal:

https://www.paypal.com/paypalme/peteasygeorgia

დანიშნულება 'მუხიანელი ლეკვი'

თუკი ვერ აკოპირებთ ანგარიშის ნომერს, მოგვწერეთ და გამოგიგზავნით💜

დაუდასტურდა ყველაზე, ყველაზე მძიმე ვირუსი - ჭირი + კორონა + გიარდია...შეხედეთ ამ ციცქნა არსების სახეს🥺თითქოს არ ჰყოფნიდა...
06/10/2023

დაუდასტურდა ყველაზე, ყველაზე მძიმე ვირუსი - ჭირი + კორონა + გიარდია...

შეხედეთ ამ ციცქნა არსების სახეს🥺
თითქოს არ ჰყოფნიდა ნატყვიარები (?), მოტეხილი მენჯი და 2 კიდური, მოტეხილი და მომძვრალი კუდი, კასტრაციის საოცრად ინფიცირებული ჭრილობა (რის გამო ვერ სწავლობენ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ქირურგები ჭრილობის შიგნიდან დადებას, საინტერესოა), სამყარომ ჭირი, კორონა და გიარდიაც ზედ დაუმატა...

რენტგენების და ჭრილობების მიხედვით ან ნაცემია ან ნაავარიევი.

361 ლარი დაიხარჯა გამოკვლევებში, მედიკამენტებში და 1 კგ საკვებში.

შეგროვილ თანხას დაემატა ფეთიზის ფისოების ანგარიშზე მყოფი 90 ლარი და დაიფარა აქამდე გაწეული ხარჯები, თუმცა ახლა საჭიროა შემფარებლის თანხა (ჯერ ზუსტად არ ვიცით რამდენი იქნება) და საკვების. როიალ კანინის გასტროზე უნდა იყოს ჯერჯერობით მაინც, რახან კორონაც აქვს...

ამ სიყვარულის დახმარების მსურველებმა გამოიყენეთ შემდეგი ანგარიშის ნომერი და უდიდესი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც მისთვის დონაციები გაიმეტეს🥹💜:

Საქართველოს ბანკი:



Თიბისი ბანკი:



Მიმღები: ააიპ ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი

Paypal:

https://www.paypal.com/paypalme/peteasygeorgia

დანიშნულება 'მუხიანელი ლეკვი'

05/10/2023

ვიცით რომ ფეთიზის სპეციალიზაცია ჯერჯერობით მხოლოდ ფისოების დახმარებაა, მაგრამ...

ამ 5 კილოიან ლეკვს გვერდა ვერ ვუვლით🥺

ნატყვიარი აქვს დაჩირქებული და გასიებული, მეორე კიდურზე ტრავმა, ალბათ, ჩატეხილი.
ახალკასტრირებულია მონიტორინგის მიერ და ჭრილობაში ინფექციაა განვითარებული...

ნაცემია...

ციცქნა ლეკვი. მაქსიმუმ 4 თვის და უკვე ჯოჯოხეთია მისი ყოფა...

ჯოჯოხეთსაც ხომ გააჩნია?!

ჰანის ტრაგედიით გულის გატეხვის შემდეგ ძალიან, ძალიან არ გვინდოდა თქვენი კიდევ დამძიმება, მაგრამ ეს პატარა დაზაფრული არსება ტერორში და ტკივილში რომ მოკვდეს არ გვინდა.
თან იქ ვიპოვეთ, სადაც ჰანი მიდიოდა ხოლმე საჭმელად😣

ჰანის გამო მოვხვდით იმ ადგილას, თითქოს ამ ლეკვის ანგელოზი გახდა და მასთან მიგვიყვანა😭💘💔

რენტგენი 60 ლარი
ჭირის ტესტი 55 ლარი
პარვო-კორონა-გიარდია 65 ლარი
კონსულტაცია 30 ლარი
საჭირო მედიკამენტების ღირებულება ჯერ უცნობია
ტრანსპორტირება 35-40 ლარი

ათიათასობით ადამიანით შემდგარი ჯგუფებიდან მხოლოდ 54 ლარი შეუგროვდა ამ სიყვარულს😓

დახმარების მსურველებმა გამოიყენეთ შემდეგი ანგარიშის ნომერი:

Საქართველოს ბანკი:



Თიბისი ბანკი:



Მიმღები: ააიპ ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი

Paypal:

https://www.paypal.com/paypalme/peteasygeorgia

დანიშნულებაში მიუთითეთ 'მუხიანელი ლეკვი'

30/09/2023

ჰანიმ დაგვტოვა, მეგობრებო...

უკეთეს სამყაროში გააგრძელებს არსებობას

🧡

ეს არის ჰანი, მუხიანელი ქუჩის ფისუნია, დაახლოებით 2-2.5 წლის.უსაყვარლესი და უსათუთესი არსებაა🥹🩷დაუდასტურდა პანლეიკოპენია...
28/09/2023

ეს არის ჰანი, მუხიანელი ქუჩის ფისუნია, დაახლოებით 2-2.5 წლის.
უსაყვარლესი და უსათუთესი არსებაა🥹🩷

დაუდასტურდა პანლეიკოპენია, ე.წ. კატის ჭირი...
ალბათ უკვე ყველამ იცით რამდენად ბრუტალური ვირუსია🥺
მიუხედავად ამისა, 1 წამითაც არ ვუშვებთ რომ ჰანი ვერ შეძლებს მის დამარცხებას💘

გვჯერა, რომ გადარჩება.
გვჯერა, რომ მკურნალობის დასრულების შემდეგ გამოჩნდება უკარგესი ადამიანი, რომელიც ჰანის იშვილებს და მასთან ერთად გაატარებს უტკბილეს ცხოვრებას🥹🩷

განსაკუთრებული გარეგნობის, განსაკუთრებული პიროვნების მქონე ფისოა და ბუნებაც გამორჩეულად სათუთი და მოსიყვარულე აქვს🩷

მკურნალობის დასაწყებად ძალიან, ძალიან გვჭირდება თქვენი ფინანსური დახმარება🥺
ამ ვირუსთან საბრძოლველად ყველანაირი მედიკამენტი მარაგში გვქონდა, თუმცა გადავეცით იმ კნუტებს, რომლებსაც იმ მომენტში ესაჭიროებოდათ.

როგორც ყოველთვის, ახლაც თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს🩷

დახმარების მსურველებმა გამოიყენეთ შემდეგი ანგარიშის ნომერი:

Საქართველოს ბანკი:



Თიბისი ბანკი:



Მიმღები: ააიპ ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი

Paypal:

https://www.paypal.com/paypalme/peteasygeorgia

დანიშნულებაში შეგიძლიქთ მიუთითოთ ჰანი 🩷

P.S. თვალები ავად ყოფნის გამო არ აქვს ასე, ბუნებრივად ასეთია😳😆💘💘💘

Address


Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Peteasy • ფეთიზი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Peteasy • ფეთიზი:

Videos

Shortcuts

  • Address
  • Alerts
  • Contact The Business
  • Videos
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Pet Store/pet Service?

Share