28/12/2023
ხელოვნური განაყოფიერება გახდა გადამწყვეტი იარაღი თანამედროვე მეცხოველეობაში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პირუტყვის ეფექტურობასა და გენეტიკურ გაუმჯობესებას.
საქონლის ბუნებრივი შეჯვარება მთელ რიგ საფრთხეებს შეიცავს:უნებლიე ახლონათესაური კავშირი , დაავადების გადაცემა, მაკეობა არასასურველ დროს , კუროს მოვლა შენახვა და აშ…
დღეისთვის საქონლის ჯიშთა გაუმჯობესების ერთ-ერთი თანამედროვე და სწრაფი მეთოდი მათი ხელოვნური განაყოფიერებაა.
•ფერმერს შეუძლია აირჩიოს საქონლის გენეტიკა და ჯიში.
•ხელოვნური განაყოფიერების უპირატესობებია:მაკეობის და წველადობის პერიოდის დაგეგმვა.
საქონლის ხელოვნური განაყოფიერება სრულიად უსაფრთხო ბუნებრივი პროცესია თანამედროვე ტექნოლოგიის ჩარევით.