21/05/2023
‼️‼️
ძნელად მოიძებნება ადამიანი რომელიც არ იცნობს ფეიკოს ...
მაგრამ 3 მილიონიან ქვეყანაში არავინ აღმოჩნდა ვინც მას იშვილებდა...
მეტიც, ვერც საზღვარგარეთ მოვაწონეთ საკმარისად თავი ...
იმიტომ რომ არც საკმარისად ლამაზია უყბოობის გამო და არც საკმარისად ინვალიდი, რომ ვინმეს შეეცოდოს ...
ალბათ გაუმართლა, რომ მე შემხვდა შემთხვევით, მაგრამ მაგაშიც ვერ გაუმართლა ბოლომდე, იმიტომ რომ მე არანაირი რესურსი არ მაქვს, არც ადამიანური, არც ფინანსური არც ფიზიკური ამდენი ძაღლი საკუთრებაში დავიტოვო ...
მეც არ გამიმართლა რომ ჩემი გული, სული, შრომა, წვალება და ღამეების თენება იდება იმ ცხოველების გადარჩენაში, რომელიც დედამიწის ზურგზე არავის არ ჭირდება, არც ცოცხალი და მკვდარი მითუმეტეს ...
მე ვცხოვრობ ქვეყანაში სადაც მკვდარი ლეკვები უფრო ადარდებთ ვიდრე გადარჩენილი სიცოცხლეები...
წვიმიანი ამინდები რომ ჩაივლის ფეიკოს და ბევრ ფეიკოს ნაირს, რომლებიც არავის ჭირდება ვაბრუნებ პოვნის ადგილას და ამ გვერდსაც ვაუქმებ...
რეალურად ეს ჰაერში გასროლილი რესურსია, არავის არაფერში რომ არ ჭირდება საბოლოო ჯამში...