23/12/2020
საახალწლო რეკომენდაციები მშიშარა ცუგების შესახებ
როგორც ვიცით ახალი წლის პერიოდი საკმაოდ სტრესულია ცხოველებისთვის.
🐶ძაღლებს განსაკუთრებით ეტყობათ ღელვა, ქუჩაში დაძაბულები გადაადგილდებიან, შიშით სავსე თვალებით იყურებიან, არ უნდათ გარკვეულ (იქ სადაც შეეშინდათ) ტერიტორიაზე გასვლა ან სულაც გარეთაც ფაქტიურად ძალით გაჰყავს მეპატრონეს.
😿კატებს გაცილებით ნაკლებ ერყობათ სტრესი თუმცა შინაგანად ისინიც ძალიან განიცდიან.
ამ რეალობაში განვასხვავებთ 2 ტიპის სტრესს:
📌შიშს, რომელიც გაცილებით მარტივად მართვადია და შეიძლება წამები გრძელდებოდეს
📌 ფობიას რომელიც ხანგრძლივია და რუტინას მიყვება დღეების ან კიდევ უფრო მეტის განმავლობაში
📍 ორივე შემთხვევაში მეპატრონეს ჭირდება გაითვალისწინოს შემდეგი რჩევები:
✅ ეცადეთ აფეთქებების დროს ცხოველთან იმყოფებოდეთ
✅ ჩართეთ სახლში მშვიდი მუსიკა რომელსაც ადრევე მიაჩვევთ ცხოველს და მასთან პოზიტიურ ასოციაციას შეუქმნით თამაშით და სხვადასხვა გემრიელობებით
✅ მსუბუქი ნერვიულობის ფაქტები დააიგნორეთ
✅დაფარეთ ფანჯარა იმისთვის, რომ აფეთქებების ვიზუალიზაცია კიდევ მეტ სტრესს არ ქმნიდეს
✅მოუწყვეთ მყუდრო ადგილი ყველაზე მშვიდ ოთახში, თუნდაც კარადაში შემალვის საშუალება მიეცით
✅ გამოიყენეთ ძაღლის და კატის ფერამონები, კატისთვის “Felyway” რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომია და ძარლისთვის ეს ThunderEase Dog Calming Pheromone Spray | Powered by ADAPTIL ან სხვა ამდაგვარი მედიკამენტები
✅ ყურებდაყრილ ძაღლებს შეგიძლიათ თავზე წამოაცვათ გადაჭრილი წინდა ან მსუბუქი ზეწოლის მანჟეტი იმისთვის, რომ სმენა მეტად დაუხშოთ, ყურებდაცქვეტილ ძარლებში შეგიძლიათ გამოიყენოთ ყურის დამხშობები რასაც ჩვეულებრივ აფთიაქში იყიდით (დისკომფორტს უქმნის, თუმცა მიჩვევადია და სტრესს ჯობია)
✅ თუ ამ ყველაფერმა არ უშველა მიმართეთ ვეტერინარს დამატებითი მედიკამენტოზური ჩარევისთვის
⛔️ გახსოვდეთ ძაღლები ყეფით გამოხატავენ სტრესს, არავითარ შემთხვევაში არ გაუბრაზდეთ ამ ქმედებისთვის, პირიქით დაამშვიდეთ და ეცადეთ ყურადღება გადაუტანოთ 🙏🏻
🎄🎄🎄მშვიდობიან ახალ წელს გისურვებთ თქვენ და განსაკუთრებით ყველა ცხოველს, და გახსოვდეთ სტრესს ადამიანები უკეთ იტანენ, ცხოველებისთვის ძლიერი ხმაური შეიძლება იყოს მომაკვდინებელი 🙏🏻