16/01/2023
ძაღლი რომ შენი მასწავლებელი იყოს, ისწავლიდი უამრავ სასიცოცხლოდ სასარგებლო რამეს:
☆ თავდავიწყებით გიყვარდეს ის, ვინც ერთხელ მაინც იზრუნა შენზე.
☆ როცა შენი საყვარელი ადამიანები დაღლილები შინ ბრუნდებიან, სიხარულით გაიქცე მათ შესაგებებლად და აჩვენო, რომ ელოდი.
☆ ისწავლიდი ერთგულებას და თავდადებას.
☆ ადასდროს გაუშვებდი სასეირნოდ წასვლის შანსს.
☆ ისწავლიდი, რომ შენს სახეზე სუფთა ჰაერის შეხება და ნიავი უდიდეს სიამოვნებად მიიჩნიო.
☆ ყოველთვის დაიძინე, როცა დაიღლები და მოითენთები.
☆ ყოველდღე და ხშირად ირბინე და ითამაშე მთელი გულით და სხეულით.
☆ საყვარელ ადამიანებს მიეცი საშუალება შეგეხონ და მოგეფერონ, მოგცენ და მიიღონ შენი სიყვარული.
☆ თუ რამე არ მოგწონს, მოერიდე კბენას, უბრალო შეღრენაც საკმარისია, რომ დაფრთხნენ.
☆ როცა ძალიან ცხელა, დალიე ბევრი წყალი და დაწექი ხის ჩრდილში.
☆ როცა მეტისმეტად ცივა, მიმართე საყვარელ ადამიანებს, ჩაეხუტე და გაათბეთ ერთმენეთი. ალბათ მათაც სცივათ.
☆ როცა ბედნიერი ხარ, იხტუნე და მთელი სხეული ამოძრავე, გააფართხალე და გაეცი ბედნიერი იმპულსები.
☆ იბედნიერე პატარა სიხარულებით.
☆ არავის მოაჩვენო თავი იმად, რაც არ ხარ - იყავი ნატურალური! იყავი ის, ვინც ხარ!
☆ თუ როდესმე დამარხე ის, რაც გინდა, ეძებე მანამ, სანამ არ იპოვნი.
☆ როცა ვინმე შენიანს ცუდი დღე აქვს, იყავი ჩუმად და მის ახლოს, მის ფეხებთან, მის სხეულთან და არ მოშორდე. შეუმსუბუქე ეს დღე იმით, რომ მის გვედრით ხარ და მის სიახლივეს სუნთქავ.
ჰარტი ❤
ფსიქოლოგი ვერიკო გოჯიაშვილი ❤