06/06/2022
ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ქუთაისისთვის, წყალტუბოსთვის და საერთოდ საქართველოსთვის❤️
ჩვენ ვგულშემატკივრობთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ცხოვრების გაჯანსაღებას და გალამაზებას ემსახურება. ტყის ბაღი არის ამის ერთ - ერთი საუკეთესო საშუალება, როგორც ბავშვებისთვის ისე მშობლებისთვის. გაეცანით კარგად ამ იდეას, სანამ უარს იტყვით ბავშვის მიყვანაზე. ჩაწვდით და თუ ყოველ დღე არა, პერიოდულად მაინც აგრძნობინეთ თავი ბუნების მაწილად და ნახავთ, რომ სულ სხვა სიხარულით, სიმშვიდით აივსება ბავშვიც და ეს თქვენზეც იმოქმედებს❤️
განახლება: ✅ 20 ივნისიდან!
✅ როგორც დაგპირდით, გამარჯვებულ ქალაქში ახალი „ბუნებარე“ იხსნება! 🥳🥳🥳
ჩვენი ტყის ბაღი აგრძელებს ტყე-პარკების საგანმანათლებლო სივრცეებად გადაქცევას ადრეული ასაკის ბავშვებისთვის 🌼
ვინც დიდი ხანია ნატრობდით ქუთაისსა და წყალტუბოში ტყის ბაღსა და ბუნებარეს, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და დარეგისტრირდეთ აქ: https://bit.ly/TskaltuboBunebare
ვეცადეთ, რომ ორივე ქალაქისთვის ოპტიმალური და საყვარელი სივრცე შეგვერჩია 💛
20 ივნისიდან, ერთ თვიანი „შუა კვირის“ საპილოტე პროგრამა გვექნება წყალტუბოში, ხოლო ამის შემდგომ კი შევხვდებით სექტემბერში 💙
✅ დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 511 139 129
ფოტო აღებულია Georgian Travel Guide - ის ვებსაიტიდან