ცხოველთა პოპულაციის ცენტრი ოზურგეთში - Animal Population Center in Ozurgeti

  • Home
  • Georgia
  • Ozurgeti
  • ცხოველთა პოპულაციის ცენტრი ოზურგეთში - Animal Population Center in Ozurgeti

ცხოველთა პოპულაციის ცენტრი ოზურგეთში - Animal Population Center in Ozurgeti Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ცხოველთა პოპულაციის ცენტრი ოზურგეთში - Animal Population Center in Ozurgeti, სოფ ოზურგეთი, Ozurgeti.

10/12/2024

ყურადღება:
ვისაც უფასო მუნიციპალური სტერილიზაციის ფარგლებში გინდათ სტერილიზაცია/კასტრაცია, ამ შემთხვევაში არ რეკავთ ჩვენთან, თქვენ უნდა დარეკოთ თქვენი მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სერვისცენტრში ან მერიის შესაბამის სამსახურში და მათ ევალებათ რომ უზრუნველყონ ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციის დაფინანსება და მომსახურების მიღება.
ჩვენ ვართ კერძო ვოლიერებიანი ვეტერინარული კლინიკა, გთავაზობთ პეტომობილით ადგილზე შეღავათიან სტერილიზაციას ცხოველებზე სამეგრელოში, იმერეთში და გურიაში ადგილზე მისვლით იხდით 80 ლარს, სხვა რეგიონებში ემატება საწვავის საფასური. ეს არის სრულიად კანონიერი საქმიანობა და არის ჩვენი მხრიდან პოზიტიური და სოციალური პასუხისმგებლობის გამომხატველი ნაბიჯი, რადგანაც ზოგჯერ ეს თანხა ხარჯებსაც კი არ ყოფნის, ეს არის სრულიად კანონიერი საქმიანობა,ვეტერინარულ კლინიკებში მომსახურების მიღება არის ფასიანი. ხოლო ვისაც გეძვირებათ მიმართეთ სხვა ვეტერინარულ კლინიკებს.ვეტერინარული კლინიკების ტელეფონის ნომრები ხელმისაწვდომია ინტერნეტში,მადლობა ყურადღებისთვის.

09/12/2024

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა მოგმართავთ ცხოველთა პოპულაციის ცენტრის სახელით. მე ქრისტინე ორაგველიძე არ ვწყვეტ ცხოველების მუნიციპალური პროგრამით (უფასო) სტერილიზაცია/კასტრაციას მართალია ჩვენ ვართ ჩართულები სხვადასხვა მერიის დაფინანსების პროგრამაში მაგრამ ჩაგიშლით თემას: მოქალაქებიი მიმართავენ იმ რაიონის მერიის წარმომადგენელს რომელშიც სჭირდრბათ სტერილიზაცია/კასტრაცია. შესაბამისად მერიის წარმომადგენელი ინიშნავს ამ ინფორმაციას და მათი მეთვალყურეობის დროს ხდება ცხოველის აყვანა და გადმოყვანა ცენტრში სტერილიზაცია კასტრაციის მიზნით.აქვე დავძენ ჩვენ არ ვწყვეტთ რომელ ცუგას ავიყვანთ და რომელს არა! ასევე ვართ ჩართული საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის მწვანე პროგრამაში (ფედერაციას მოაქვს საჭირო მედიკამენტები სტერილიზაცია/კასტრაციისთვის) რა დროსაც ისინი გვაწვდიან ინფორმაციას რამდენ ძაღლზე მოიტანენ საჭირო მედიკამენტს სტერილიზაცია/კასტრაციასასევე თუ რომელიმე ზემო აღნიშნულ პროგრამაში არ მოხვდნენ მე ვაწვდი ინფორმაციას როგორ ისარგებლონ ჩვენი კერძო ფასიანი მომსახურებით! ასევე იშვიათად მაგრამ მაინც არიან მზად ერთეული ბიზნესმენები გაიღონ შემოწირულობა მიუსაფრების სტერილიზაცია/კასტრაციისთვის. და ვცდილობ დავაკავშირო მათ💜 სხვა დიდ ქალაქებთან შედარებით რაც იქ სტერილიზაცია ღირს იმის ნახევარი კი არადა მესამედი ფასი არის ჩვენთან... ასევე ვაწვდი ინფორმაციას პეტომობილის აქციაზე რომელიც მოქმედებს: სამეგრელო, იმერეთსა და გურიაში💜სიამაყით ვამაყობ იმ ფაქტითაც რომ ვმუშაობ ისეთ პოპულაციის მართვის ცენტრში სადაც ცხოველების უმოწყალო ევთანაზია არ მიმდინარეობს 👌აქვე დავძენ მე ცხოველთა დამცველი ადრეც ვიყავი, ახლაც ვიცავ ახლა უფრო ორმაგად და ათმაგად ვიდრე ადრე ვიცავდი და მომავალში ყოველთვის ცხოველთა დამცველი ვიქნები,მიუხედავად იმისა რომელიმე კლინიკაში ვიმუშავებ თუ მაგალითად ცხოველთა გრუმინგის სალონში ან ნებისმიერ ადგილას ან სულ სხვა სფეროში მაინც ცხოველთა დამცველი ვიქნები რადგან ეს ჩემი უპირველესი მისია💜ამ ტექსტის ბოლოს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: მერიის პროგრამით უფასო სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამაში ჩართვისთვის მიმართეთ თქვენს მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით 💜

ჩვენ - ცხოველების მეგობრები 💜🧚‍♀️
04/12/2024

ჩვენ - ცხოველების მეგობრები 💜🧚‍♀️

ჩვენი უსაყვარლესი ნინო 💜ნინოს საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია -ის მწვანე პროგრამით ჩვენთან უკვე 30-მდე ცხოველი(ძაღ...
27/11/2024

ჩვენი უსაყვარლესი ნინო 💜
ნინოს საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია -ის მწვანე პროგრამით ჩვენთან უკვე 30-მდე ცხოველი(ძაღლი/კატა) ყავს გასტერილებული 🥰
ნინოს თავისი მანქანით მოყავს, ძაღლის შემთხვევაში კი გასტერილებულს ყურზე ედება მწვანე ფერის ბირკა, რომელიც სპეციალურად მწვანე პროგრამის მონაწილე ცუგებისთვის არის განკუთვნილი.
ძალიან დიდი მადლობა ნინოს ამ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის 💜

ჩვენ ცენტრში ხშირად გვსტუმრობენ სასულიერო  პირები რომლებსაც მოყავთ ქუჩიდან აყვანილი და მონასტერში მიკედლებული ცუგები და ...
22/11/2024

ჩვენ ცენტრში ხშირად გვსტუმრობენ სასულიერო პირები რომლებსაც მოყავთ ქუჩიდან აყვანილი და მონასტერში მიკედლებული ცუგები და ფისოები გასასტერილებლად💜
წარმოუდგენელი სითბო და სიყვარული იფრქვევა მათგან💜

ცუგას ჩავუტარეთ სტერილიზაცია და ჩვენთვის მნიშვნელვანია რომ სასულიერო პირები ერთვებიან სტერილიზაციის პროგრამებში💜

მადლიერება ყველაზე დიდი ნიჭია რაც ძალიან დასაფასებელია 🥹💜ძალიან გვახარებს მსგავსი შეფასებები 💜თქვენ კი ყველას მადლობა ოთ...
19/11/2024

მადლიერება ყველაზე დიდი ნიჭია რაც ძალიან დასაფასებელია 🥹💜
ძალიან გვახარებს მსგავსი შეფასებები 💜

თქვენ კი ყველას მადლობა ოთხთათა მეგობრებზე ზრუნვისთვის 💜

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ვირუსებთან ბრძოლაა,ამისთვის ვაწყობთ სრულ სანიტარულ კვირას რა დროსაც ცენტრი წყვეტს ფუნქციონი...
22/10/2024

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ვირუსებთან ბრძოლაა,ამისთვის ვაწყობთ სრულ სანიტარულ კვირას რა დროსაც ცენტრი წყვეტს ფუნქციონირებას და ვიწყებთ სრულ დეზინფექციას.
დეზინფექციის შემდგომი ეტაპია ვოლიერების გადაღებვითი სამუშაოების ჩატარებაა.
🙌💜

16/10/2024

„გურია ნიუსში“ სტატიის _ „ოზურგეთის ბაზრიდან დაავადებული ძაღლის გაყვანას კატეგორიულად ითხოვენ”, გამოქვეყნები.....

15/10/2024

ცხოველთა პოპულაციის მართვის ცენტრი არის ვეტერინარული კლინიკა სადაც არის პოსტოპერაციული ვოლიერებიც, ცენტრი მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამკვეთ ორგანიზაციებთან მათ შორის მუნიციპალიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, ასევე საერთაშორისო გაიდლაინების და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, უმეტესობა ხელშეკრულებებში აღნიშნულია რომ უნდა მოხდეს ცხოველის დაყოვნება პოსტოპერაციულად არანაკლებ 3 დღისა, რისი დაცვაც ხდება ჩვენს მიერ, სტერილიზაცია/კასტრაციის შემდგომ საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით მიუსაფარი ძაღლის ხანგრძლივი დაყოვნება არ არის რეკომენდირებული, ისევ და ისევ ცხოველის ინტერესებიდან გამომდინარე,ხშირად ვოლიერში ცხოველი არის სტრესში, ეშინია, არ ჭამს საჭმელს და არ არის აუცილებელი მისი ხანგრძლივი დაყოვნება ვოლიერში, აგრეთვე ვთანამშრომლობთ შემფარებლებთან და მიმკედლებლებთან და თუ ძაღლს ყავს მიმკედლებელი ან შემფარებელი(ფიზიკური პირი და დაწესებულება) მათ შეიძლება დაუბრუნდეთ დროულად და უფრო მალე პერიოდშიდაც კი და შემდგომ თვითონ უნდა განახორციელონ მათზე პოსტოპერაციული ზედამხედველობა, ხოლო გართულების შემთხვევაში უნდა გვაცნობონ, აღნიშნულ შემთხვევაში ძაღლი მიკედლებული ყავდა ქუთაისის აეროპორტს გარე ტერიტორიაზე, ქუთაისის აეროპორტის პერსონალი ასევე კვებავს და ზრუნავს სხვა ძაღლებზეც რომლებიც ცხოვრობენ აეროპორტის მიმდებარედ, რომელზედაც პოსტოპერაციული მოვლა-პატრონობა განვახორიცელეთ ოთხი დღის განმავლობაში, დაბრუნდა სტერილიზაციის შემდგომ სრულიად უვნებელი და კარგ მდგომარეობაში, ძაღლს არანაირი ნაკერი არ ჰქონია გახსნილი, ერთი დღის შემდგომ მოხდა ისე რომ ნაკერი გაეხსნა ძაღლს, ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს თავად ძაღლის მიერ, არის შემთხვევები როდესაც ძაღლი იწვალებს ნაკერს, ასევე ზედმეტი აქტივობის დროს (ხტუნვა,სხვა ძაღლებთან თამაში და ა.შ.), ამ დროს სრულიად შესაძლოა გაეხსნას ნაკერი, ნაკერის გახსნა მისი გახსნიდან სავარაუდოდ რამდენიმე საათში შენიშნა აეროპორტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა ანამ, რომელიც დაგვიკავშირდა, თავშესაფრის პერსონალი მოდიოდა დასახმარებლად გზაში იყვნენ,თუმცა როგორც გავიგეთ ძაღლს უკვე დაეხმარა სხვა ვეტექიმი. წლის განმავლობაში რამდენიმე ათასი (4-6 ათასი ოპერაცია) კეთდება ცენტრში და წელს უკვე მეორე თუ მესამე შემთხვევა იყო მხოლოდ და ათასში ერთს თუ დაემართება ასე ,ყოველთვის მზად ვართ მთელი პერსონალი დავიძრათ ადგილიდან და გავუწიოთ ცხოველს დახმარება. ასევე ცხოველთა მიმკედლებლებს, ცხოველთა მოყვარულებს, შემფარებლებს როგორც კერძო პირებს ასევე ორგანიზაციებს მადლობას მოვახსენებთ რომ დროულად აფიქსირებენ ცხოველის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში მოგვმართავენ, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს რომ ვმუშაობთ საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად და ვეტერინარული პერსონალის მიერ თავისი საქმე სრულდება მართებულად და პირნათლად, სამწუხაროდ შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული, მათ შორის ადამიანის ოპერაციების შემდგომაც შეიძლება მოხდეს პოსტოპერაციული გართულება,რა დროსაც საჭიროა დროული ჩარევა და პაციენტის ჯეთილდღეობის უზრუნველყოფა, ასევე საჭიროა მიმკედლებლებმა და შემფარებლებმა აწარმოონ დაკვირვება თავიანთ ძაღლებზე, მოახდინონ ცხოველების დათბუნება, გამოკვება, რაც მიუსაფარ ცხოველებს შეუმსუბუქებს ქუჩაში მდგომარეობას, ოპერაციის შემდგომ ისედაც სუსტი უხდება იმუნიტეტი ნებისმიერ ცოცხალ არსებას და გაციებისგანაც არ არიან დაცულები, ასევე გაციების დროს შეიძლება მოყვეს სხვა გართულებებიც ესეც უნდა გავითვალისწინოთ და მაქსიმალურად ერთობლივად დავეხმაროთ ცხოველებს ვისაც როგორ შეგვიძლია.
ასევე ადამიანებს ,მიმკედლებლებს და მოყვარულებს ხშირად ვეხმარებით საკუთარი სახსრებით,საკითარი ხელფასებით ვეხმარებით ცხოველებს და ცხოველთა მოყვარულებს და სპეციალურად რომ ჩასაფრებულივით იყოს ვინმე რომ როდესმე ჩვენს გასტერილებულს გართულება შეხვდეს და ფოტოები დადოს და დაგვდოს ჩვენ ბრალი, ცოტა არ იყოს არ მგონია სამართლიანი,მითუმეტეს როდესაც ველაპარაკე იმ სხვა ვეტექიმს და უშუალოდ ოპერაციის დროს თუ ცუდად გაკეთდა რამე ეს არ უთქვამს,მანაც თქვა რომ პოსტოპერაციულად შეიძლება შეემთხვა რაიმე და მისი აზრია და რეკომენდაცია რომ როცა ასტერილებს ათი დღე უნდა ზედამხედველობდეს ვინმე,თუმცა გაიდლაინის მიხედვით მთელს მსოფლიოში მათ შორის ბევრ განვითარებულ ქვეყნებშიც მიუსაფარ ძაღლებზე რეკომენდებულია რომ მიკედლების არეალში მოხდეს პოსტოპერაციულად დაკვირვება და გალიაში გამოკეტვა არ არის რეკომენდირებული ხანგრძლივად

https://youtu.be/mqxst_ksas4
28/09/2024

https://youtu.be/mqxst_ksas4

შინაურ მობინადრე ცხოველთა მეპატრონეებისა და შემკედლებლებისათვის: ოზურგეთის პოპულაციის ცენტრის და ცხოველთა და...

საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია -ის მწვანე პროგრამით ისარგებლაოზურგეთელმა მოყვარულმა ნინო -მა რომელმაც დღეს ორი ცუ...
25/09/2024

საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია -ის მწვანე პროგრამით ისარგებლა
ოზურგეთელმა მოყვარულმა ნინო -მა
რომელმაც დღეს ორი ცუგა მოგვიყვანა სტერილიზაციის მიიზნით.

ნინო ხშირად სარგებლობს მწვანე პროგრამით 😊
ის მედიკამენტების ხარჯის ნაწილს რიცხავს მწვანე პროგრამაში ჩვენ კი ჩვენ ცენტრში უანგაროდ ვუსტერილებთ ცხოველებს 🥰

ცხოველთა პოპულაციის ცენტრი ოზურგეთში შემოვიდა შეტყობინება ოზურგეთში ცუგას ჰქონდა ყური დაჩირქრბული ადგილზე გამოცხადდა ჩვე...
24/09/2024

ცხოველთა პოპულაციის ცენტრი ოზურგეთში შემოვიდა შეტყობინება ოზურგეთში ცუგას ჰქონდა ყური დაჩირქრბული ადგილზე გამოცხადდა ჩვენი ვეტერინარი, ცუგას ჩაუტარდა შესაბამისი მანიპულაცია ყურიდან გამოიდევნა ჩირქი და დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა 🥹☺️

ძაღლი მიკედლებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს შენობასთან ☺️

განკურნებული ცუგას ფოტოებსაც შემოგთავაზებთ შემდეგ პოსტში.

ჩვენ კი ჩვენი მხრიდან მოვუწოდებთ ვეტერინარებს აიღონ პასუხისმგებლობა მიუსაფარ ცხოველებზე და უფასოდაც გაუწიონ ვეტერინარული დახმარება ☺️
ჩვენ პირველად დახმარებას ყოველთვის უფასოდ ვაკეთებთ😊

19/09/2024

პეტომობილი - Petomobile

✌️🫰
16/09/2024

✌️🫰

კი ჩვენ ღამეც არ ვისვენებთ 😊💜
ასე შემოგვაღამდა მცხეთაში მუშაობის დროს 😊
კიდევ გველოდება ცუგუნიები სტერილიზაციაზე 😊🫰
შეგახსენებთ: სტერილიზაცია/კასტრაცია (გამრავლების უნარის შეზღუდვა)
არის ერთადერთი ჰუმანური და აპრობირებული მეთოდი ვმართოთ პარტნიორი შინაური ბინადარი ცხოველების უკონტროლო გამრავლება 😊🫰

ჩვენ კი გაძლევთ შესაძლებლობას საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოვიდეთ ჩვენი მობაილ ვეტერინარული კლინიკით და ადგილზე გავუკეთოთ თქვენ ოთხფეხა მეგობრებს სტერილიზაცია/კასტრაცია 🫰

ჩვენი წარდგენა არ ჭირდება ამ სიკეთით სავსე ქალბატონს მას ისედაც ყველა იცნობთ Gulo Putkaradze-Secheniani  უბრალოდ მადლობა...
13/09/2024

ჩვენი წარდგენა არ ჭირდება ამ სიკეთით სავსე ქალბატონს მას ისედაც ყველა იცნობთ Gulo Putkaradze-Secheniani

უბრალოდ მადლობა გვინდა გადავუხადოთ ცენტრის სახელით რომ ასე ზრუნავს მიუსაფარ ცხოველებზე 💜🫰

გვახარებს და გვეამაყება ჩვენი თანამშრომელი რომ
ხარ 💜

Address

სოფ ოზურგეთი
Ozurgeti

Telephone

+995597260777

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ცხოველთა პოპულაციის ცენტრი ოზურგეთში - Animal Population Center in Ozurgeti posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Share