13/01/2023
თვითნებურად ნუ გამოიყენებთ პრეპარატებს 🙏👇
👋 ბოლო წლების განმავლობაში ხშირად გვესმის მედიკამენტი “სუპრასტინის” გამოყენების შესახებ კატებში მძუნაობის დასაცხრობად, დიახ, არ მოგესმათ, ანტიჰისტამინის - ალერგიის წამლის, მძუნაობის დასაცხრობად კატებში, თუმცა ალბათ ბევრს არ წაუკითხავს ცხოველებში მისი მოქმედების შესახებ და რადგან ადამიანში ანტიალერგიული მოქმედება აქვს აქაც, ცხოველებში ამ მიმართულებითაც იყენებენ ყოველგვარი ვეტერინარის რჩევის გარეშე, დოზებზე კილოგრამ წონაზე გათვლით რომ უნდა იანგარიშებოდეს აღარაფერს ვიტყვით იმდენად გადაჭარბებით აქვს გამოყენებას ადგილი🤷♀️
მოკლედ, გადავწყვიტეთ მცირედი ინფორმაცია მოგაწოდოთ აღნიშნული წამლის მოქმედებაზე ვეტერინარიაში, თანაც არ დაგავიწყდეთ რომ, წამლები კატებში და ძაღლებში შეიძლება სხვადასხვა ეფექტით გამოირჩეოდეს🦦
სუპრასტინი არის ანტიჰისტამინი, რომელიც კატებში საქართველოს რეალობაში მძუნაობის დროს გამოიყენება, ასე იმიტომ ვწერთ რომ სხვა ქვეყნებში კატის მძუნაობის შეჩერებას სტერილიზაციით ახდენენ, რაც გაცილებით ჯანსაღია და ისედაც სარძევე ჯირკვლის სიმსივნეებისკენ მიდრეკილ არსებებში დიდ რეკომენდაციას წარმოადგენს, ვინაიდან სტერილიზაცია არასასურველი ჰორმონალური ფონის ქონას უშლის ხელს ✌️
🐱 კატებში სუპრასტინი ძილიანობას იწვევს, იგი გამოიყენება 8-12 საათის ინტერვალით და შესაბამისად ძილის ხარჯზე მიიღება ეფექტი.
🐶 ძაღლებში იგივე მედიკამენტი უფრო ხშირად გამოიყენება ალერგიების პრევენციისთვის და არა მკურნალობისთვის.
⛔️ ბევრმა არ იცის, რომ შესაძლოა მედიკამენტმა არც იმოქმედოს და მაინც დააზიანოს ან გაამწვავოს ღვიძლის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ეპილეფსიის მქონე, ასთმიანი, ჰიპერტონიული და პროსტატის პრობლემების მქონე პაციენტების მდგომარეობა. ალერგიებზე გამოირჩევა სუსტი ეფექტით ან მისი არქონით და წარმოადგენს სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში გამოსაყენებელ მედიკამენტს და არა მონო პრეპარატს პრობლემის გადასაჭრელად.
სამწუხაროდ ძალიან ხშირია “მეზობელმა მირჩია” ან “ჯგუფში მირჩიეს” ფრაზები, ადამიანებშიც კი არასწორია მსგავსი მიდგომა, თუმცა ადამიანი იტყვის მაინც თუ რამე აწყხებს, ცხოველი სანამ არ დამძიმდება მანამდე არ ეტყობა პრობპემა, ამიტომ იქნებ მეტი კეთილგონიერება და წინდახედულობა გამოიჩინოთ ცხოველებისთვის მედიკამენტების მიცემისას 🐾
მუდამ თქვენზე და თქვენს ცხოველებზე მზრუნველი ვეტექსი❤️