ZooArea - ზოოარეა

ZooArea - ზოოარეა 🐾ზოომაღაზია შენს უბანში. ყველაფერი ერთ სივრცეში. სპეციალიზირებული ვეტერინარის უფასო კონსულტაცია.🩺
(8)

28/06/2024

🟠 ჭკვიანი წყლის დისპანსერი კატისთვის 👇

🟠 ZooArea - ზოოარეა - Pawcast-ის მეგობარი ❤️

#პაატაწამალაშვილი #პაუკასტი #ფორიუ #ზოოარეა #წყალი #დისპანსერი #კატა #კნუტი

20/06/2024

🤔გაინტერესებთ რატომ მისდევს ძაღლი მანქანას?🐾
იხ. ზოოარეას მეგობარი pawcast-ის ახალი ვიდეო-ბლოგი🧡

20/06/2024

💧 #ბაბაჯანა -ს დროა!. 🐾⚠️
კეთილი მანქანის და ZooArea - ზოოარეა -ს კოლაბორაციით ვიწყებთ #ბაბაჯანა წყლის რეზერვუარების მონტაჟს თბილისის სხვა და სხვა ლოკაციებზე 🙏✊️❤️
გამოგვყევით მომდევნო ვიდეოებში, სადაც დაწვრილებით აგიხსნით დამზადების და ექსპულატაციის წესებს!. ✊️❤️🇬🇪 #დამზადებულიაქართულიგულით🇬🇪❤️✊️

18/06/2024
🐾🐶ძაღლის მეპატრონეებო, თქვენთვისაც გემრიელი სიახლე მოვამზადეთ🧡🐕‍🦺🐾🐕 Jungle-ის ბრენდის ძაღლის მშრალ კვებაში, 20 ლარის დან...
29/05/2024

🐾🐶ძაღლის მეპატრონეებო, თქვენთვისაც გემრიელი სიახლე მოვამზადეთ🧡🐕‍🦺
🐾🐕 Jungle-ის ბრენდის ძაღლის მშრალ კვებაში, 20 ლარის დანაზოგს გთავაზობთ🐾 წარმოადგინეთ ზოობარათი და 1 ტომარაში 1️⃣5️⃣7️⃣▪️5️⃣0️⃣₾-ის ნაცვლად, 1️⃣3️⃣7️⃣▪️5️⃣0️⃣₾-ს გადაიხდით🧡🐕‍🦺

🐾დაზოგილი თანხით კი, მისთვის აუცილებელი ჰიგიენური საშუალებები შეგიძლიათ შეიძინოთ🧡🐕‍🦺
ზოოარეა ზრუნავს თქვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობაზე 🐾

#ზოოარეა #ზოობარათი #ჯანგლი #ძაღლი #სველიკვება #ძაღლისკვება #ფასდაკლება

🐾🧡ფასდაკლება🐾🧡 🐱🐈გამოიარე ზოოარეაში და ხელს გააყოლე DR. Trend-ის ბრენდის სველი კვება კატებისთვის , განსაკუთრებულ ფასად🐾 ...
28/05/2024

🐾🧡ფასდაკლება🐾🧡

🐱🐈გამოიარე ზოოარეაში და ხელს გააყოლე DR. Trend-ის ბრენდის სველი კვება კატებისთვის , განსაკუთრებულ ფასად🐾 ზოობარათის წარდგენის შემდეგ, ამ პროდუქტს 1️⃣▪️3️⃣0️⃣ ₾ - ად შეიძენთ.

🥣შემადგენლობა:

ნედლი ცილა – 9%, ნედლი ცხიმი – 3,5%, ნედლი ნაცარი – 2%, ნედლი ბოჭკოვანი – 0,5%, ტენიანობა – 81%.

დანამატები (1 კგ საკვებზე):

ვიტამინი D3 (3a671): 202,66 სე, ქოლინი (3a890): 1,25 გ, თუთია (თუთიის სულფატის მონოჰიდრატი 3b605): 16,5 მგ, მანგანუმი (მანგანუმის სულფატი 3b503 მონოჰიდრატი): 1,95 მგ, სპილენძი (II) სპილენძის სულფატი 405 0,5 მგ, იოდი (კალიუმის იოდიდი 3b201): 0,33 მგ.

ყოველთვის შესთავაზეთ კატას სუფთა წყალი საკვების მირთმევისას.
#ზოოარეა #ზოობარათი #დოქტორტრენდი #კატა #სველიკვება #კატისკვება #ფასდაკლება

🟠ჩვენს ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ ქართული წარმოების Msunago • მსუნაგო -ს სნექები თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის🐾👈🧡
27/05/2024

🟠ჩვენს ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ ქართული წარმოების Msunago • მსუნაგო -ს სნექები თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის🐾👈🧡

📍სად შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენი პროდუქცია?! 👀

მიმართეთ ჩვენს მეგობრებს:

🟠 ZooArea - ზოოარეა
🟡 კახას სკოლა • Kakha's School
⚫ Groom.ge - გრუმინგ სალონი
🔵 Woofy • ვუფი
🟢 Maxi / მაქსი - ზოომაღაზია
🔴 Me and August - მე და ავგუსტი
🟠 Zooshop - ზოოშოპი

#მსუნაგოსმსუნაგოები

26/05/2024

🐾🧡გემრიელი ნუგბარებით დაგიბრუნდით🐾 ზოობარათის ერთგული მომხმარებლებისთვის ახალი შემოთავაზება გვაქვს 🐾🧡
🐶🧡შეიძინეთ Bellotta-ს ბრენდის, სველი საკვები კატებისთვის განსაკუთრებულ ფასად 1️⃣▪️5️⃣0️⃣ ₾ - ად. წარადგინეთ თქვენი ზოობარათი💳 ჩვენს ფილიალებში და მიიღეთ 4️⃣4️⃣ %-იანი ფასდაკლება 🧡
🥣Bellotta- ს საკვებში არსებული ომეგა 3 და ომეგა 6 -ის ცხიმოვანი მჟავები აუმჯობესებს კანისა და ბეწვის სიჯანსაღეს და ხელს უშლის კანის დაავადებების გაჩენას. საკვები ასევე შეიცავს ტაურინს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ახდენენ სისხლის დეტოქსიკაციას და ამცირებენ თქვენი კატის გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს.
ყოველთვის შესთავაზეთ კატას სუფთა წყალი საკვების მირთმევისას.

#ზოოარეა #ზოობარათი #ბელოტა #კატა #სველიკვება #კატისკვება #ფასდაკლება

🐾ზოომაღაზია შენს უბანში. ყველაფერი ერთ სივრცეში. სპეციალიზირებული ვეტერინარის უფასო კონსულტა

19/05/2024
🧡აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს, ზოოარეას ფილიალები დაისვენებენ.სხვა დღეებში - ჩვეულ რეჟიმ...
03/05/2024

🧡აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს, ზოოარეას ფილიალები დაისვენებენ.

სხვა დღეებში - ჩვეულ რეჟიმში მოგემსახურებით🧡🐾

#ზოოარეა #ზოომაღაზია

03/05/2024

გთხოვთ, გავითვალისწინოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობარი კომპანიონების თხოვნა 🦮😍😞🐾🧡
ჩვენ & ჩვენი 🫂🐶 ✊🧡

🐾ზოომაღაზია შენს უბანში. ყველაფერი ერთ სივრცეში. სპეციალიზირებული ვეტერინარის უფასო კონსულტა

02/05/2024

🐾🧡 ზოოარეა და Pawcast - პლატფორმა ცხოველების შესახებ დამეგობრდნენ🫂
🟠 🎬დაელოდეთ ყოველ კვირეულად ზოოარეას ბლოგს Pawcast-ის პლატფორმაზე🫶
🟠დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი შეფასებები და სასურველი თემები👈

✨️ზოომაღაზიათა ქსელის - "ზოოარეას" დამფუძნებლების ინტერვიუ, ერთ-ერთ პოპულარულს გამოცემაში 'ბიზნეს სახელები Faces&Names' ...
29/04/2024

✨️ზოომაღაზიათა ქსელის - "ზოოარეას" დამფუძნებლების ინტერვიუ, ერთ-ერთ პოპულარულს გამოცემაში 'ბიზნეს სახელები Faces&Names' ✨️🧡 გაეცანით, ჩვენი ბრენდის შექმნის საინტერესო ისტორიას🫶

„ზოოარეა“ - სტანდარტი, რომელიც მიღწეულია

ყველაფერი ერთი პატარა ზოომაღაზიით დაიწყო: 2021 წელს, ჩარგლის ქუჩაზე, როგორც დღეს იხსენებენ, „სასაცილოდ პატარა ფართში“. ცოტა ხანში აღმოაჩინეს, რომ საქმე, რომელიც ერთი შეხედვით მარტივ ბიზნესს ჰგავდა, სინამდვილეში მულტიკომპლექსური გამოდგა და პროფესიით იურისტ ლევან მიქელაძეს, ბრენდის სპეციფიკასთან ერთად, გზადაგზა ცხოველთა ანატომიის, ქცევის, ზოგადად ბიოლოგიის და ნუტრიციოლოგიის შესწავლა მოუხდა. პროფესიით აგროტექნოლოგ გიორგი ქარელს დისტრიბუციაში ჰქონდა გამოცდილება.

არსებული, ნასწავლი და საქმეში გზადაგზა მიღებული გამოცდილების შედეგია დღეს „ზოოარეას“ 17 მაღაზია, 30-მდე დასაქმებული თანამშრომელი, ცენტრალური და დამატებითი სასაწყობე ფართები, შიდა დისტრიბუციასთან ერთად. ქსელს, რომელიც ა, ბ და ც კატეგორიის ობიექტებს აერთიანებს, აქვს თავისი ინდივიდუალური სტილი. ამ სტილის ნაწილია დაგროვებითი ბარათი, თითოეული ოთხფეხა მომხმარებლის შესახებ საინფორმაციო ბაზა და ა.შ.

კომპანიის ნოუ-ჰაუა სასუსნავები, ე.წ. „სნექები“, რომლებსაც თვითონვე აწარმოებენ საინტერესო კონცეფციით: თითოეული დასახელება საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ გემოს (ინგრედიენტს) შეიცავს.

კვების პროდუქტების წარმოების მიმართაც პოლიტიკა თავიდანვე ცალსახად განისაზღვრა: კომპანია სამომავლოდ თვითონ გამხდარიყო კვების პროდუქტების ექსპორტიორი. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ ახლო მომავალში არა მარტო საქართველოში, შესაძლოა, უცხოეთის ქვეყნებში, მაგალითად, დიდი სავაჭრო მოლებში ნახოთ სპეციალური აპარატები, „ზოოარეას“ მიერ წარმოებული და ექსპორტირებული ცხოველთა საკვებით.

„ყოველთვის ვეძებდი სფეროს, რომ რაღაც სიამოვნებით მეკეთებინა და არა მხოლოდ ფინანსური მოგებისთვის,“ — ასე იწყებს „ბიზნეს-სახე(ლ)ებთან“ საუბარს „ზოოარეას“ დამფუძნებელი ლევან მიქელაძე, რომელმაც გარისკა და ახალი ბიზნესი საკმაოდ მცირე თანხით წამოიწყო (თანაც — პანდემიის პერიოდში). იგივეს ურჩევს სხვებსაც: იფიქრონ, რა სფეროში ყოფნა მიანიჭებთ სიამოვნებას და გაბედონ საქმის წამოწყება.

ლევან მიქელაძე: ალბათ, პირველი ნაბიჯის გადადგმას ბიზნესში ართულებს ისიც, რომ საზოგადოება არ პატიობს შეცდომას ადამიანებს. ცხადია, ნებისმიერ ბიზნესს აქვს რისკი: ან გამოგივა, ან არა, მაგრამ მთავარია, დანაკარგი არ იყოს დიდი. თუ პირველივე ნაბიჯს დგამ იმ გათვლით, რომ არ უნდა შეგეშალოს, ასე ვერ გახვალ ფონს. უნდა შეგეშალოს, რომ მერე უფრო დიდ საქმეებში არ შეგეშალოს. ბიზნესისთვის აუცილებელია თვითდისციპლინა. საკუთარ „მე“-ს უნდა გადაახტე, რომ საქმე ააწყო.

- სამი წელი ამ ბიზნესში ცოტა არ არის. საინტერესოა, როგორია თქვენი თვალით დანახული მომხმარებელი: ვინ დგას თქვენი ოთხფეხა მომხმარებლების უკან, ვითარდება თუ არა მომხმარებელიც სფეროს კვალდაკვალ?

- დავიწყებ შედარებით ნეგატიური დასკვნით: ჩვენთან შემოსულ მომხმარებელს ხვდება კვალიფიციური კადრი და იღებს კონსულტაციას, რაშიც კლინიკაში ფულს იხდის, მაგრამ ზოგჯერ მაინც არ ითვალისწინებს ჩვენს აზრს: უნდა ის, რაც თავად უნდა! ჯიუტია, ან სხვასთან მიღებულ ცუდ გამოცდილებას ავტომატურად ავრცელებს ჩვენზეც. ეს ზოგადი პრობლემაა: დღეს ბაზარზე თავდაცვის ინსტიქტი უფრო აქვს კლიენტს და შესაბამისად, მიმღებლობა აქვს დაბალი. რაც შეეხება პოზიტიურ დაკვირვებებს: მომხმარებელი ძალიან გაიზარდა, ჩვენ ძირითადად უბნის მაღაზიები გვაქვს და ყოველდღიურად გვიწევს მათთან კომუნიკაცია. ბევრ კითხვას სვამს, გათვითცნობიერებულია. ჩვენ გვენდობა ჩვენი მომხმარებელი და ეს უკვე დიდი მიღწევაა. სოცმედიაში ხშირად გვწერენ: „გახსენით მაღაზია ჩვენს უბანშიც“, რაც ძალიან გვახარებს.

- მოდით, თქვენს სფეროში კადრებზეც ვისაუბროთ (რის გამოც, შესაძლოა, მომხმარებელს ხშირად ჰქონდეს ცუდი გამოცდილება). ჩემი გამოცდილებაც ასეთია: ხშირად აღმო- მიჩენია ზოომაღაზიაში შესულს, რომ გამყიდველი სრულიად არაკომპეტენტურია და ძალიან შორს მყოფი — ცხოველთა სამყაროსგან. თქვენ როგორ მოაგვარეთ ეს საკითხი?

- მუდმივი ტრენინგებით. საამისოდ გვყავს კონსულტანტი, სხვადასხვა ვეტერინარულ კლინიკებში მუშაობის დიდხნიანი სტაჟით, პროფესიით ნუტრიციოლოგი და ის ატრენინგებს ჩვენს თანამშრომლებს. ნომერ პირველი ამოცანაა, ჩვენი მომხმარებლები და მათი ოთხფეხა მეგობრები იყვნენ კმაყოფილები. ამ სამი წლის მანძილზე ბევრი სასიამოვნო აღმოჩენა გვქონდა კადრების მხრივ. თუნდაც ის, რომ მოსულა ადამიანი სამუშაოდ, რომელსაც მანამდე არ ჰქონია ცხოველთან შეხება და აქ მუშაობის პროცესში აუყვანია შინაური ცხოველი, ძალიან შეუყვარებია. ამის ყურება ძალიან სასიამოვნოა.

- რა გხდით ამ ბაზარზე უპირატესს? რა არის თქვენი უპირატესობა?

- კარგი სამუშაო გარემოს შექმნა თანამშრომლებისთვის, ნორმალური ხელფასი, ექსკლუზიური ფასი ერთ სივრცეში თავმოყრილ მრავალფეროვან, ქვეყანაში შემომავალ ყველა ბრენდზე. თვითმოტივაცია გვაქვს, რომ შევქმნათ საუკეთესო ბრენდი, შევცვალოთ კლიენტის დამოკიდებულება, ხელმისაწვდომი გავხადოთ მომხმარებლისთვის პროდუქტი და აქ მომუშავე ადამიანები იყვნენ კმაყოფილები. ..
ინტერვიუს პროცესში ლევან მიქელაძე და გიორგი ქარელი ბევრ ისეთ საკითხს შეეხნენ, რაც პრობლემატურია ამ სფეროსთვის, ზოგადად, საზოგადოებისთვის და როგორც პატრონიანი, ასევე - მიუსაფარი ცხოველებისთვის.

„დაახლოებით ისეთივე სიტუაციაა ამ სფეროში, როგორიც - 90-იანებში იყო ზოგადად ქვეყანაში,“ - ამბობენ, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბევრი ქმედითი ნაბიჯი იდგმება არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. აღნიშნავენ საზოგადოების როლსაც ამ პროცესში:

გიორგი ქარელი: მაგალითად, სახელმწიფოს მხრიდან აქტიურად მიდის ქუჩის ძაღლების სტერილიზაციის პროცესი, მაგრამ ცხადია, ეს საკმარისი არაა: მშიერი ძაღლი ყოველთვის იქნება აგრესიული. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს ქუჩის ძაღლებთან თანაცხოვრება, მათზე ზრუნვა. უნდა ვიყოთ ბევრად ემპათიურები და რასაკვირველია, უნდა გაჩნდეს ბევრი კერძო თავშესაფარი. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხითაც იგრძნობა ქვეყანაში წინსვლა, დღითი დღე მაღლდება ცხოველების მოვლის კულტურა. ცხოველები აღარ აჰყავთ მხოლოდ გასართობად, საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად, როგორც ეს ადრე ხდებოდა მასობრივად და მერე ასეთი ცხოველი აღმოჩნდებოდა ხოლმე ქუჩაში.

წლის ბოლომდე 30-მდე მაღაზია, იმ სტანდარტის დახვეწა და ამაღლება, რა სტანდარტიც უკვე დანერგეს და საკუთარი და თანამოაზრეების რესურსით და ძალისხმევით სფეროს გამოყვანა 90-იანებიდან - ეს „ზოოარეას“ გეგმაა.

არის კიდევ ერთი საინტერესო გეგმა: დედაქალაქში კატების კაფის - თერაპიული ადგილის გაჩენა კატების მოყვარულთათვის. ოღონდ, როგორც თავის დროზე ამ ბიზნესის დაწყების წინ, ახლაც ეს საკითხი შესწავლის პროცესშია. ზოომაღაზიები, შინაური ცხოველების საკვები ექსპორტზე და კატების კაფე: ეს უკვე ისაა, რაზეც ლევან მიქელაძე საუბრობდა დასაწყისში: საქმე, რომელშიც სიამოვნება და ბიზნესი თანაბრადაა.

ფოტოზე:
ლევან მიქელაძე, შპს „ზოოარეა“-ს დამფუძნებელი;
გიორგი ქარელი, შპს „ზოოარეა“-ს ფინანსური დირექტორი
გოგა ჩანადირის ფოტო

23/04/2024

🐾შეგახსენებთ, რომ ზოოარეას ფილიალებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ🛒 ფრანგული წარმოების, ერთ-ერთი ეფექტური ანტიპარაზიტული საშუალება➡️ 🫶📍ზოოარეში დაგხვდებათ როგორც "Nexgard-ის" წვეთები კატებისთვის🐈, ასევე, "Nexgard"-ის საღეჭი აბები ძაღლებისთვის 🐕👈
🧡დაიცავით თქვენი ოთხფეხა მეგობრები სხვადასხვა სახის პარაზიტებისა და დაავადებებისგან🧡
🎬🎥 პრეპარატის მოხმარების წესების გარკვევაში კი, ჩვენი ვიდეო დაგეხმარებათ🧡

#ზოოარეა #ზოომაღაზია #ძაღლი #კატა #ნექსგარდი

19/04/2024

🐾საჩუქარი !🎁🎀 ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს 🐾🧡
🛒მოდი ზოოარეას ფილიალებში:
📍 თ.ჭოველიძის N 13 (ვერა)
📍 კ.კეკელიძის N 2/2 (ვაკე)
📍 შ. ნუცუბიძის III მ/რ, რ.ჩხიკვაძე N 21🧡 (საბურთალო)

და, მიიღე საჩუქრად ზოობარათი💳🎁🎀 ზოობარათის გამოყენებით, ისარგებლებ განსაკუთრებული შეთავაზებებით, 365 დღიანი მუდმივი ფასდაკლებებით და სპეც. აქციებით🐾🧡

#ზოოარეა #ზოობარათი #კატა #ძაღლი #ზოომაღაზია #საჩუქარი

🐾ზოომაღაზია შენს უბანში. ყველაფერი ერთ სივრცეში. სპეციალიზირებული ვეტერინარის უფასო კონსულტა

18/04/2024

🐾SALE ! 🛒🧡ფასდაკლება ზოოარეაში PURINA-ს ბრენდის ძაღლის მშრალ საკვებზე🐾🧡
🐶"DOG CHOW"-ს სრული ასორტიმენტი განსაკუთრებულ ფასად🧡 შეთავაზებით ისარგებლებენ ზოობარათის ერთგული მომხმარებლები 🐾
🧡1 კგ-ის ფასი 11▪️50 ₾-ის ნაცვლად - მხოლოდ 7▪️50 ₾ -ად🐾
🐾წარადგინეთ თქვენი ზოობარათი💳 ჩვენს ფილიალებში და გაანებივრეთ თქვენი კომპანიონები🧡
🥣“Dog Chow” – დოგ ჩოუ , შექმნილია იმისთვის, რომ თქვენს ძაღლებს და ლეკვებს მიაწოდოს საკვები ნივთიერებების სწორი რაოდენობა შესაბამისი ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
ჩვენს ფილიალებში დაგხვდებათ “Dog Chow”-ს ფართო ასორტიმენტი, როგორც ძაღლებისთვის, ასევე ლეკვებისთვის, სხვადასხვა გემოების არჩევანით.
#ზოოარეა #ზოობარათი #დოგჩოუ #ძაღლი #პურინა #ძაღლისკვება #ფასდაკლება

🐾ზოომაღაზია შენს უბანში. ყველაფერი ერთ სივრცეში. სპეციალიზირებული ვეტერინარის უფასო კონსულტა

🐾11 აპრილი შინაური ცხოველების საერთაშორისო დღეა 🧡🐭🐹🐰🐦🐕🐩🦮🐕‍🦺🐈‍🐇🐁🐾🧡 🐾როგორ მიულოცეთ თქვენს საყვარელ კომპანიონებს? ხომ, არ ...
11/04/2024

🐾11 აპრილი შინაური ცხოველების საერთაშორისო დღეა 🧡🐭🐹🐰🐦🐕🐩🦮🐕‍🦺🐈‍🐇🐁🐾🧡
🐾როგორ მიულოცეთ თქვენს საყვარელ კომპანიონებს? ხომ, არ დაგავიწყდათ, გემრიელი სასუსნავებით მათი განებივრება?🧡

#ზოოარეა #ზოომაღაზია #ცხოველთადღე #11აპრილი #შინაურიცხოველი

🌞სინოპტიკოსებმა უქმეებზე მზიანი ამინდები დაანონსეს🌼ხოდა, რას აპირებთ? ☀️ როგორ გაატარებთ დროს თქვენს ოთხფეხა მეგობრებთან...
29/03/2024

🌞სინოპტიკოსებმა უქმეებზე მზიანი ამინდები დაანონსეს🌼
ხოდა, რას აპირებთ? ☀️ როგორ გაატარებთ დროს თქვენს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად?🧡🐾
🐾თუკი, ხანგრძლივად სახლში ყოფნის შემდეგ, გარეთ დიდი ხნით სეირნობას მაინც გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ, ზოოარეაშიც შემოგვიარეთ. 🐶🐱🧡
გახსოვდეთ, რომ ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რაც თქვენს შინაურ ცხოველებს ასე ძალიან უყვართ.🐶🐱🐾

😹🙈☝👇 #ზოოარეა #ზოომაღაზია #ძაღლი #კატა

🐾🧡ზოოარეას გუნდი გილოცავთ 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს 🧡🌸🎊💐🌷🪻🌺🌸🌼💐
08/03/2024

🐾🧡ზოოარეას გუნდი გილოცავთ 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს 🧡🌸🎊💐🌷🪻🌺🌸🌼💐

15/02/2024

🐾🧡 ზოობარათის მომხმარებლებო 🐾🧡
🧡 ამჯერად, ფასდაკლებას გთავაზობთ კატის მშრალ კვებაზე🐱🐱 შეიძინეთ PURINA-ს ბრენდის მშრალი საკვები 1 კგ - "Darling" 8.50 ₾-ის ნაცვლად, მხოლოდ 7▪️20 ₾ - ად. წარადგინეთ თქვენი ზოობარათი💳 ჩვენს ფილიალებში და მიიღეთ ფასდაკლება 🧡
🥣“Darling” – დარლინგი , ეს გახლავთ სრულად დაბალანსებული მშრალი საკვები , საქონლის ხორცით და ბოსტნეულით ყველა ჯიშის კატისათვის. საკვები ფორმულირებულია მაღლი ხარისხის ინგრედიენტებისგან, რომლებიც უზრუნველყოფს კატის ყოველდღიურ სრულფასოვან კვებას.
შემადგენლობა:
შემადგენელობა: ცილა 17%, ცხიმის შემცველობა 7%, ნედლი ნაცარი 8%. ნედლი ბოჭკოები 3%.

#ზოოარეა #ზოობარათი #დარლინგ #კატა #პურინა #კატისკვება #ფასდაკლება

🐾ზოომაღაზია შენს უბანში. ყველაფერი ერთ სივრცეში. სპეციალიზირებული ვეტერინარის უფასო კონსულტა

და, ამ კანონზე რას ფიქრობთ?🤨🐾🐶🐈‍ "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" ახალი კანონპროექტის მიხედვით, საცხოვრებელ კორპუსში 3-...
13/02/2024

და, ამ კანონზე რას ფიქრობთ?🤨🐾

🐶🐈‍ "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" ახალი კანონპროექტის მიხედვით, საცხოვრებელ კორპუსში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის მხოლოდ მეზობლების თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

🟠კანონპროექტის თანახმად, საჭიროა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობა, თუმცა შეზღუდვა არ გავრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეზე პატარაა. კანონდარღვევის შემთხვევაში, ცხოველების მეპატრონე 300 ლარით დაჯარიმდება.

#კანონიცხოველთაშესახებ #სიახლე #ახალიამბები #ზოოარეა

13/02/2024

🐾🧡ახალი შემოთავაზება ზოობარათის ერთგული მომხმარებლებისთვის 🐾🧡

🐶🧡შეიძინეთ PURINA-ს ბრენდის ძაღლის მშრალი საკვები - "Darling" მხოლოდ 5️⃣▪️3️⃣0️⃣ ₾ - ად. წარადგინეთ თქვენი ზოობარათი💳 ჩვენს ფილიალებში და მიიღეთ ფასდაკლება 🧡

🥣“Darling” – დარლინგი , ეს გახლავთ სრულად დაბალანსებული მშრალი საკვები , საქონლის ხორცით და ბოსტნეულით ყველა ჯიშის ძაღლისთვის. საკვები ფორმულირებულია მაღლი ხარისხის ინგრედიენტებისგან, რომლებიც უზრუნველყოფს ძაღლის ყოველდღიურ სრულფასოვან კვებას.

შემადგენლობა:
ცილები – 17%
ცხიმები – 7%
ნედლი ბოჭკოვანი – 2%
ნაცარი – 8%
კალციუმი – 1.2%
ტენიანობა – 8.5%

#ზოოარეა #ზოობარათი #დარლინგ #ძაღლი #პურინა #ძაღლისკვება #ფასდაკლება

🐾ზოომაღაზია შენს უბანში. ყველაფერი ერთ სივრცეში. სპეციალიზირებული ვეტერინარის უფასო კონსულტა

13/02/2024

🐾"შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" ახალი კანონპროექტის მიხედვით, ცხოველის მიტოვებისთვის, ფიზიკური პირი 3 000 ლარით, იურიდიული პირი კი 5 000 ლარით დაჯარიმდება 🐶🐈‍

🟠კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეები დაჯარიმებიან იმ შემთხვევაშიც, თუ ცხოველებს არ ჩაუტარებენ შესაბამის ვაქცინაციას და სხვა საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. 🐾

🟠ასევე, ჯარიმები წესდება ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნებისა და სტერილიზაცია/კასტრაციის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაშიც.🐾

#გაიგემეტი #კანონიშინაურიცხოველებისშესახებ #ზოოარეა #ზოომაღაზია

🐾ზოომაღაზია შენს უბანში. ყველაფერი ერთ სივრცეში. სპეციალიზირებული ვეტერინარის უფასო კონსულტა

Address

Tsotne Dadiani Street 133a, Georgia
Tbilisi
0180

Opening Hours

Monday 10:00 - 21:00
Tuesday 10:00 - 21:00
Wednesday 10:00 - 21:00
Thursday 10:00 - 21:00
Friday 10:00 - 21:00
Saturday 10:00 - 21:00
Sunday 10:00 - 21:00

Telephone

+995599061088

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ZooArea - ზოოარეა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ZooArea - ზოოარეა:

Videos

Share

Category


Other Pet Stores in Tbilisi

Show All