საქართველოს შინაური ცხოველების კლუბი Georgian Pet's Club

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს შინაური ცხოველების კლუბი Georgian Pet's Club

საქართველოს შინაური ცხოველების კლუბი Georgian Pet's Club IKU Georgia - საქართველოს შინაური ცხოველების კლუბი
(1)

Georgian Pet's Club გახლავთ
საერთაშორისო კინოლოგიური კავშირის International Kennel Union (IKU- ს) წევრი.
იხილეთ წევრების სია: http://www.iku.ru/strany-chleny-iku
და
ასევე საერთაშორისო ფელინოლოგიური კავშირის International Cat Union (ICU-ის) ასოცირებული წევრი იხ.სია: http://icun.ru/en/clubs.html
კლუბი მოიცავს კვალიფიციურ ვეტერინარებს, ფელინოლოგებს
კინოლოგებს, მომშენებლებს, გრუმინგ სპეციალისტებს.

კლუბის მიზანია, უმაღლესი სტანდარტის შექმნა საქართველოს მასშტაბით; ემსახურება ცხოველთა მოყვარულთათვის ინფორმაციის მიწოდებას ჩვენი უმცროსი მეგობრების შესახებ. კინოლოგიისა და ფელინოლოგიის პოპულარიზაციას, პერსპექტიული მომშნებლებისა და კინოლოგების გამოვლენას. ცხოველთა საგვარეულო ნუსხების სტანდარტიზაციასა და შემდგომში, ჩვენებებისა და კონკურსების გამართვას ცხოველის ჯიშის პრესტიჟისთვის! კლუბი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
გაცემული ნუსხა არის საერთაშორისო! გადამოწმება შესალებელია ICU და IKU-ს ოფიცილურ საიტზე და წარმომადენლობასთან.

01.06.202402.06.2024 ISRAEL CUP SUMMER 2024 CAC-CACIB IKUIKU Georgia  საქართველოს შინაური ცხოველების კლუბი Georgian Pet'...
11/06/2024

01.06.2024
02.06.2024 ISRAEL CUP SUMMER 2024 CAC-CACIB IKU

IKU Georgia საქართველოს შინაური ცხოველების კლუბი Georgian Pet's Club ში რეგისტრირებულ ყველა ძაღლს, მიეცა უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო უპრეცენდენტო გამოფენაში
საქართველოში ჩატარდა ისრაელის საერთაშორისო კინოლოგიური კლუბის CCAI-ის (Center of Canine Activity Israel) ძაღლების საერთაშორისო გამოფენა.
კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ქალბატონ Maya Shtirbu-ს.

დამატებითი ფოტოები, ასევე იხილეთ თანდართულ ბმულებზე:
1) https://drive.google.com/drive/folders/1K232bDCTqIiRLYj9FHHylqt-ts-b86fG?usp=drive_link,
2)
https://drive.google.com/drive/folders/1Mqnd3tmvbukcuLSWyDi39FaVE2w5nryP?usp=drive_link,
3) https://drive.google.com/drive/folders/1mwEkinqumuPdxitAIsQ7v1g-GZme1jCO?usp=drive_link,
4) https://drive.google.com/drive/folders/1gMkoC9wDzWE8JhijctaFLEaYPhpWQvoL?usp=drive_link,
5) https://drive.google.com/drive/folders/16JmTeGJfFjMH7LDT3P8AOfpQtz4OzO33?usp=drive_link,
6) https://drive.google.com/drive/folders/11CMW-6ZM5-ElWSrdGaJ9vitdGkJCVY8-?usp=drive_link

01.06.2024 Georgian Cup Summer 2024 CAC-CACIB IKU                 Tbilisi Cup Summer 2024 ყველა ჯიშის ძაღლების საერთაშორ...
11/06/2024

01.06.2024 Georgian Cup Summer 2024 CAC-CACIB IKU
Tbilisi Cup Summer 2024
ყველა ჯიშის ძაღლების საერთაშორისო გამოფენა
საქართველოს შინაური ცხოველების კლუბი Georgian Pet's Club
დამატებითი ფოტოები, ასევე იხილეთ თანდართულ ბმულებზე:
1) https://drive.google.com/drive/folders/1K232bDCTqIiRLYj9FHHylqt-ts-b86fG?usp=drive_link,
2)
https://drive.google.com/drive/folders/1Mqnd3tmvbukcuLSWyDi39FaVE2w5nryP?usp=drive_link,
3) https://drive.google.com/drive/folders/1mwEkinqumuPdxitAIsQ7v1g-GZme1jCO?usp=drive_link,
4) https://drive.google.com/drive/folders/1gMkoC9wDzWE8JhijctaFLEaYPhpWQvoL?usp=drive_link,
5) https://drive.google.com/drive/folders/16JmTeGJfFjMH7LDT3P8AOfpQtz4OzO33?usp=drive_link,
6) https://drive.google.com/drive/folders/11CMW-6ZM5-ElWSrdGaJ9vitdGkJCVY8-?usp=drive_link

01.06.2024 და 02.06.2024 ში ქ.თბილისში ჩატარდა ყველა ჯიშის ძაღლების საერთაშორისო გამოფენა CAC – CACIB Tbilisi Cup Summer...
11/06/2024

01.06.2024 და 02.06.2024 ში ქ.თბილისში ჩატარდა ყველა ჯიშის ძაღლების საერთაშორისო გამოფენა CAC – CACIB Tbilisi Cup Summer 2024, Georgian Cup Summer 2024
განსაკუთრებული სიამაყით ავღნიშნავთ ისრეალის თასის გამოფენას CAC- CACIB ISRAEL CUP 2024
გულითად მადლობას ვუხდით ექსპერტებს: Marina Dubrovskaya და Maya Shtirbu, დიდი პატივისცემა ჩვენგან Yaniv Bashari, თეონა კურტანიძე, ხატია აბრამიშვილი-ს

საქართველოს შინაური ცხოველების კლუბი Georgian Pet's Club ულოცავს ყველა გამარჯვებულს.
🇮🇱🏆ვამაყობთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრებით-ისრაელის ჩემპიონებით

30/05/2024

გამოფენების განრიგი
01.06.2024 / 02.06.2024

10:00 German shepherd dog
11:00 BIG 1 gr. ( Best in Group - 1 ჯგუფი)
11:05 American Akita
11:10 Cane Corso
11:45 Doberman
12:10 Saint Bernard
12:15 Berner Sennenhund
12:15 BIG 2 gr.
12:20 American Pitt Bull Terrier
12:35 French bulldog
12:50 BIG 3 gr.
13:00 American cocker spaniel
13:05 Beagles
13:20 Golden Retriever
13:25 Weimaraner
13:30 BIG 4 gr
13:35 Pomeranian
13:45 Maltese
14:00 Poodle
14:10 Petit Brabancon
14:15 Yorkshire terrier
14:35 BIG 5 gr.
15:00 Bests
1) Best Baby's
2) Best Puppy's
3) Best Junior
4) Best In Show

18/05/2024

1 და 2 ივნისს საქართველოში ჩატარდება ისრაელის ძაღლების საერთაშორისო გამოფენა
CCAI (Center of Canine Activity in Israel )
CAC, CACIB ჩვენი გამოფენების პარალელურად.
IKU GEORGIA - საქართველოს შინაური ცხოველების კლუბი _Georgian Pet's Club ის წევრებს გეძლევათ
უნიკალური შესაძლებლობა მოიპოვოთ
ისრაელის ჩემპიონის ტიტული საქართველოში🏆
ყველა ჯიშის ძაღლების საერთაშორისო გამოფენები ჩატარდება მისამართზე:
ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.49ა
(საკალათბურთო კლუბი "აკადემია")
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით 599 000 283 ; 558 185 552

IKU Georgia - საქართველოს შინაური ცხოველების კლუბი

15/05/2024

IKU Georgia საერთაშორისო ძაღლების გამოფენაზე
საქართველოს და ისრაელის ჩემპიონის ჯილდოს მოსაპოვებლად მონაწილეობის მიღება შეუძლიათ
ამერიკულ პიტბულტერიერებსაც.
International Kennel Union სისტემაში ეს ჯიში შედის
მეორე ჯგუფში (მუშა ძაღლები)

საერთაშორისო გამოფენები
01.06.2024 და 02.06.2024
ქ.თბილისში.
599000283 558 18 55 52

American Pitbull Terrier Club Georgia
Pitbull Club Batumi (Official)
Pitbulls From Georgia (PITBULL CLUB)

01/05/2024

რინგზე გასვლა

26/04/2024

International Kennel Union ძაღლების საერთაშორისო გამოფენები CAC CACIB SUMMER 2024 1.06.2024 - 2.06.2024


რა უპირატესობები აქვს ძაღლების გამოფენებში მონაწილეობას?

☝️პირველი მიზეზი გახლავთ ის რომ , ოფიციალურ შოუზე შეფასების მიღების შემდეგ, თქვენ ძაღლს ეძლევა გამრავლების უფლება.
☝️ მეორე მიზეზი - ძაღლები, რომლებიც ესწრებიან გამოფენებს და აქვთ შესანიშნავი ექსტერიერი იღებენ არა მხოლოდ შეფასებებს, არამედ ტიტულებსაც. ტიტულოვანი მშობლების ლეკვები უფრო ძვირად ფასობენ და უფრო სწრაფად პოულობენ პასუხისმგებლიან მფლობელებს.
☝️ გამოფენებში მონაწილეობა ხვადი ძაღლების პატრონებისთვის ერთგვარ აუცილებლობასაც წარმოადგენს, ვინაიდან ძუს მფლობელები ჩვეულებრივ ირჩევენ ჩემპიონ „სასიძოებს». კლუბებიც სწორედ ასეთ „ხვადებს “ ურჩევენ შესაჯვარებლად. შედარებით მარტივად არის საქმე ძუს შემთხვევაში, ხშირად საკმარისია ერთი კარგი შეფასებაც.
🏆 გარდა ამისა, არსებობს ისეთი მცნება, როგორიცაა ჯანსაღი კონკურენცია და ადრენალინი. გამოფენაზე ძაღლები ეჯიბრებიან ერთმანეთს და იმარჯვებენ. ეს კი გარკვეულწილად, არის ოთხფეხას მფლობელის ნიჭისა და უნარების შეფასებაც, რომლმაც შეძლო ლეკვის არჩევა, აღზრდა, ასწავლა როგორ წარმოაჩინოს თავი და სხვებზე უკეთ მოამზადა.
🐕‍🦺 გამოფენა თავად ძაღლისთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელსაც არა მხოლოდ სიხარული და მღელვარება მოაქვს მისთვის, არამედ ღრმა მნიშვნელობაც აქვს.
მსგავსი ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობა ძაღლს ეხმარება გამოხატოს საკუთარი თავი, გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები და აჩვენოს მიღწევები; ხელს უწყობს ცხოველის თვითშეფასების გაძლიერებას და მის სოციალიზაციას .
გამოფენის აურზაურს მიჩვეული ძაღლი ყველა სიტუაციაში უფრო თავდაჯერებული და მშვიდი იქნება.

https://www.facebook.com/share/p/ujkE2816Gqe93PUi/?mibextid=oFDknk

, საქართველოს შინაური ცხოველების კლუბი Georgian Pet's Club,

ოთხფეხა მეგობრების გამოფენისთვის მომზადების ერთ-ერთი მთავარი ელემენტია გრუმინგი – ძაღლის ბეწვის, კანისა და ზოგადი გარეგნ...
21/04/2024

ოთხფეხა მეგობრების გამოფენისთვის მომზადების ერთ-ერთი მთავარი ელემენტია გრუმინგი – ძაღლის ბეწვის, კანისა და ზოგადი გარეგნობის მოვლის პროცესი.
სწორი გრუმინგი ეხმარება მას გამოფენაზე ნამდვილ ვარსკვლავად იქცეს, მიიპყროს მონაწილეების და ექსპერტების ყურადღება.
სერტიფიცირებული გრუმერი ირინა დაგეხმარებათ თქვენი ცუგების ვიზუალურ მოწესრიგებაში.
ჩასაწერად დარეკეთ: 593 523 314

https://www.facebook.com/profile.php?id=100063458535462&mibextid=ZbWKwL

ტიტულებირინგზე გამოცდის დროს, ექსპერტის შეხედულებისამებრ, ძაღლს ენიჭება და დიპლომში ეწერება შემდეგი ტიტულები: (არა სრული...
18/04/2024

ტიტულები

რინგზე გამოცდის დროს, ექსპერტის შეხედულებისამებრ, ძაღლს ენიჭება და დიპლომში ეწერება შემდეგი ტიტულები: (არა სრული სია)
1. BB - Best Baby საუკეთესო ლეკვი (3-6 თვემდე)
2. BP - Best Puppy- საუკეთესო ლეკვი (6 დან 9 თვემდე)
3. BJS - Best Junior in Show - საუკეთესო ჯუნიორი (9-18 თვე)
4. R BJS-Reserve Best Junior in Show- საუკეთესო იუნიორებში რეზერვი (მეორე ადგილზე გასული)
5. СW -Class Winner – გამარჯვებული კლასში
6. CAC – Candidate for National Champions of Beauty- ეროვნული ჩემპიონის კანდიდატი სილამაზეში (ძაღლს, რომელსაც მიღებული აქვს რამდენიმე CAC სერტიფიკატი, ენიჭება ჩემპიონის დიპლომი)
7. R.CAC - ეროვნული ჩემპიონობის სარეზერვო კანდიდატი სილამაზეში (ორი R.CAC სერტიფიკატი უთანაბრდება ერთ CAC-ს)
R. CAC ჯილდოვდება მეორე ადგილზე გასული ძაღლი, იმ ოთხფეხას შემდეგ, რომელმაც მიიღო CAC.
8. CACIB – Candidate for International Champion of Beauty -საერთაშორისო ჩემპიონის კანდიდატი სილამაზეში
9. R.CACIB - ეროვნული ჩემპიონობის სარეზერვო კანდიდატი (მეორე ადგილზე გასული ძაღ₾ი, იმ ოთხფეხას შემდეგ,რომელმაც მიიღო CACIB)
10. BOS – Best of Opposite S*x -ჯიშში საუკეთესო ძუ, საუკეთესო ხვადი.
11. ВОВ – Best of Breed- ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელი.
12. BIG – Best in Group - ჯგუფში გამარჯვებული (1,2,3 – ადგილი).
13. R BIG - Reserve Best in Group- ჯგუფში გამარჯვებული რეზერვი.
14. BIS – Best in Show –„საუკეთესოებში“ გამარჯვებული (1,2,3 – ადგილი).
15. R.BIS-Reserve Best in Show საუკეთესოებში გამარჯვებული რეზერვი
16. J CH- Junior Champion- ჩემპიონი იუნიორებში
17. CH.CLUB- Champion of Club- კლუბის ჩემპიონი
18. CH.GEO-Champion of Georgia- საქართველოს ჩემპიონი
19. INT CH. –International Champion სართაშორისო ჩემპიონი

თუ თქვენი ოთხფეხას წინაპარი ტიტულოვანია, მის საგვარეულო ნუსხაში აუცილებლად იქნება შეყვანილი ეს ტიტულები და შეფასებები. ლეკვიც რა თქმა უნდა მეტად პერსპექტიულად ითვლება.

International Kennel Union -ის სისტემაში ძაღლები იყოფა შემდეგ ჯგუფებად.1 ჯგუფი- მწყემსი ძაღლები-(მაგ, გერმანული, კავკასი...
18/04/2024

International Kennel Union -ის სისტემაში ძაღლები იყოფა შემდეგ ჯგუფებად.
1 ჯგუფი- მწყემსი ძაღლები-(მაგ, გერმანული, კავკასიური, აღმოსავლეთ ევროპული, თეთრი შვეიცარიული ნაგაზები, კორგი, კოლი და ა.შ.)
2 ჯგუფი- მუშა ძაღლები (ამერიკული ბულდოგი, ამერიკული აკიტა, ბულმასტიფი, დობერმანი, ბოქსიორი, აკიტა ინუ, კანე კორსო, როტვეილერი, სამოიედი, სენბერნარი და ა.შ.
3 ჯგუფი- ტერიერები, ბულ -ის ტიპი, და პრიმიტიულები (ამერიკული პიტ ბულტერიერი, ამერიკული სტაფ. ტერიერი, ბულტერიერები, ჯეკ რასელ ტერიერი, ინგლისური და ფრანგული ბულდოგი, ამერიკული ბული, შარპეი , ჩაუ-ჩაუ და ა.შ)
4 ჯგუფი- მონადირე ძაღლები (სპანიელები, დალმატინი, რეტრივერები, ბიგლი,კურცხაარი , დრატხაარი, ვეიმარანერი, ლაბრადორი, პოინტერი, ტაქსა და ა.შ.)
5 ჯგუფი- კომპანიონები (ბიშონ ფრიზე, იორკშირ ტერიერი, ბივერი, მალტეზი, პუგი, პუდელი, შიცუ, შპიცები და ა.შ.)

გამოფენაზე ძაღლის შეფასება და ტერმინოლოგია📝 ე.წ. "შეფასების ფურცელში" იწერება ძაღლის მოკლე დახასიათება (რა მდგომარეობაში...
18/04/2024

გამოფენაზე ძაღლის შეფასება და ტერმინოლოგია
📝 ე.წ. "შეფასების ფურცელში" იწერება ძაღლის მოკლე დახასიათება (რა მდგომარეობაშია ძვლოვანი სტრუქტურა, აგებულება, შეფერილობა, და ა.შ)
გამოფენაზე ძაღლს აძლევენ შეფასებებს:
1. Excellent- შესანიშნავი;
2. Very Good- ძალიან კარგი;
3. Good - კარგი;
4. Sufficient- დამკმაყოფილებელი;
5. Disqualified- დისკვალიფიკაცია;
🐶 ბეიბი და ლეკვების კლასი ფასდება შემდეგნაირად:
1. Very promising - ძალიან პერსპექტიული;
2. Promising- პერსპექტიული;
3. Little promising- ნაკლებად პერსპექტიული;
4. Unpromising- არა პერსპექტიული.

გამოფენის სახეობაარსებობს შემდეგი სახის გამოფენები:🏆საერთაშორისო (CACIB), 🏆ნაციონალური (САС), 🏆რეგიონალური (САС). 🏆ყველა...
18/04/2024

გამოფენის სახეობა
არსებობს შემდეგი სახის გამოფენები:
🏆საერთაშორისო (CACIB),
🏆ნაციონალური (САС),
🏆რეგიონალური (САС).
🏆ყველა ჯიშის, მონო ჯიშის, საჯიშე და ა.შ.
🐕ძაღლებს ყოფენ არა მხოლოდ ჯიშის, არამედ, ასაკის მიხედვით.
ასე ფორმირდება კლასები:
✅ბეიბი: 3-დან — 6 თვემდე ასაკის
✅ლეკვები: 6 — 9 თვე;
✅იუნიორები: 9 — 18 თვე;
✅შუალედური: 15 — 24 თვე;
✅ღია: 15 თვიდან
✅მუშა: 15 თვიდან, ძაღლები რომლებიც ფლობენ, წვრთნის საერთო კურსის დიპლომებს, მონადირე ჯიშებში-საველე გამოცდის დიპლომებს.
✅გამარჯვებულების/ ჩემპიონების : 15 თვიდან, ძაღლები რომლებიც ფლობენ თუნდაც ერთ CAC ის სერტიფიკატს, ან ძაღლები, რომლებიც ფლობენ ჩემპიონის ტიტულს.
✅ვეტერანების: 8 წლის ზევით.

🏆  გამოფენის მიზანია    🐶 ძაღლის ექსტერიერის შეფასება, რამდენად შეესაბამება ის ჯიშის სტანდარტებს და რამდენად სასარგებლო ...
18/04/2024

🏆 გამოფენის მიზანია
🐶 ძაღლის ექსტერიერის შეფასება, რამდენად შეესაბამება ის ჯიშის სტანდარტებს და რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს თქვენი ოთხფეხა მეგობრის გენები ჯიშის განვითარებისთვის.
ასეთი ტიპის ღონისძიების წყალობით, გროვდება ცნობები არა მხოლოდ ერთი ინდივიდუალური ძაღლისა და მისი ნამატის შესახებ, არამედ ამა თუ იმ საშენების მდგომარეობაზე , ასევე ირჩევა სხვადასხვა ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელი.
ძაღლების მომშენებლებისთვის გამოფენები გაწეული სამუშაოს შეფასების მაჩვენებელია, რადგან მხოლოდ გამოფენის მეშვეობით შეუძლიათ მიიღონ ობიექტური შეფასება და ნებართვა ჯიშის შემდგომ გამრავლებაზე.

მეგობრებო, შევეცდებით მარტივად მოგაწოდოთ   გამოფენის არსთან და შინაარსთან დაკავშირებული ინფორმაცია რამოდენიმე პოსტის სახ...
18/04/2024

მეგობრებო, შევეცდებით მარტივად მოგაწოდოთ გამოფენის არსთან და შინაარსთან დაკავშირებული ინფორმაცია რამოდენიმე პოსტის სახით.

🐶🐕‍🦺 რას წარმოადგენს ჯიშიანი ძაღლების გამოფენა?

🏆 გამოფენაზე მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ჯიშიან ძაღლს, რომელიც აღიარებულია ( International Kennel Union) სისტემის მიერ.
🏆 გამოფენაზე წარსადგენად აუცილებელია დაბადების მოწმობა -9 თვემდე ლეკვის შემთხვევაში და საგვარეულო ნუსხა - 9 თვის ასაკიდან.
ცხოველის გამოფენაზე გამოყვანა შეუძლია მფლობელს და ასევე ჰენდლერს- პირს, რომელიც წარადგენს ძაღლს. ის არა მხოლოდ უჩვენებს თავის შინაურ ცხოველს ექსპერტებს, არამედ აჩვენებს, თუ რა შეუძლია მის ძაღლს.
🥇🏅გამოფენაზე ძაღლს მოეთხოვება:
✅ ცხოველმა უნდა გაირბინოს ხალიჩაზე წრეზე,
✅ დადგეს ე.წ საგამოფენო დგომში,
✅ შეინარჩუნოს სიმშვიდე სხვა ძაღლებთან მიმართებაში,
✅ დართოს ნება ექსპერტს ხელით შეახოს და შეამოწმოს,
✅ ჰენდლერს (ან მფლობელს) მოეთხოვება კარგად დაანახოს ოთხფეხა მეგობრის კბილები.

მოგესალმებით, დაწყებულია რეგისტრაცია🏆ყველა ჯიშის ძაღლების საერთაშორისო გამოფენებზე CAC-CACIB" თბილისის თასი ზაფხული 2024...
12/04/2024

მოგესალმებით, დაწყებულია რეგისტრაცია
🏆ყველა ჯიშის ძაღლების საერთაშორისო გამოფენებზე CAC-CACIB
" თბილისის თასი ზაფხული 2024 " - 1 ივნისი
" საქართველოს თასი ზაფხული 2024 " - 2 ივნისი
🐶 🥇 გამოფენას უმასპინძლებს საკალათბურთო კლუბი აკადემია.
✅ მის: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.49ა
გამოფენაში მონაწილეობისათვის წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია მითითებულ ნომრებზე
599 000 283 და 558 185 552

Address

ალ. ყაზბეგის გამზირი 20
Tbilisi
0100-0160

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995558185552

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს შინაური ცხოველების კლუბი Georgian Pet's Club posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to საქართველოს შინაური ცხოველების კლუბი Georgian Pet's Club:

Videos

Share