![#ვეტერინარიგირჩევთ 📣 საგაზაფხულოდ აუცილებელია ძროხების მუდმივი დამუშავება გარეგან პარაზიტებზე, რათა დროულად მოხდეს საძო...](https://img5.voofla.com/152/123/444425501521233.jpg)
08/05/2024
#ვეტერინარიგირჩევთ
📣 საგაზაფხულოდ აუცილებელია ძროხების მუდმივი დამუშავება გარეგან პარაზიტებზე, რათა დროულად მოხდეს საძოვრული დაავადებების იდენტიფიცირება და მკურნალობა.
🐄 🐂 მსხვილი რქოსანი პირუტყვის პიროპლაზმოზი ერთი ასეთი მწვავედ მიმდინარე სეზონური (ძირითადად საძოვრული) დაავადებაა, რომელიც ციებ-ცხელებით, ანემიით, სიყვითლით და შარდში სისხლის მინარევით ვლინდება.
მცოხნავ ცხოველებში პიროპლაზმოზის დროს, ღრმა შინაგან ცვლილებებთან ერთად კლინიკურად ვლინდება:
☑️ მაღალი ტემპერატურა - 41-42 გრადუსი
☑️ მადის დაქვეითება
☑️ მეწველ ფურებში ფიქსირდება წველის შემცირება და ზოგჯერ შეწყვეტა
☑️ ვითარდება ფაღარათი
☑️ ხშირი შარდვა, ზოგჯერ შარდში აღინიშნება სისხლიანი მინარევიც.
💡ტემპერატურის მატების გამო წინა კუჭებიდან ხდება სითხის გაწოვა, რის შედეგადაც წიგნარის შრეებში რჩება მშრალი საკვები და ვითარდება წინაკუჭების ატონია.
🆘 აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისთანავე რეკომენდირებულია გამოიყენოთ პიროტეკსი B12 +B6 ვიტამინით. ასევე აუცილებელია სიმპტომატური პრეპარატების გამოყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის გამოსასწორებლად.
❌ მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში ძროხა იღუპება 5-7 დღეში.
🔗 Რეკომენდირებული პრეპარატი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3UNMZMH
🔔 Მეტი სასარგებლო რჩევებისთვის ადევნეთ თვალი ჩვენს სოციალურ ქსელებს და დაგვიტოვეთ კომენტარები იმ თემებზე, რომლებზეც გსურთ ექსპერტის რჩევის მიღება.
კონსულტაციისთვის მოგვწერეთ 💬 ან დაგვირეკეთ 📞 ნომრებზე: 599 87 34 07 და 591 509 677