23/12/2023
‼ 🎇ახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და დროა გავიხსენოთ, თუ რატომაა საშიში პიროტექნიკა ეკოლოგიისთვის, ცხოველებისა და ადამიანებისთვის.
⚠️ 🧨ესაა ხუთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა შევხვდეთ ახალ წელს პიროტექნიკის გარეშე:
☢️ 1 ქიმიური შემადგენლობა
ფეიერვერკის შექმნის ყველა ეტაპი არის არაეკოლოგიური: წარმოების ეტაპი, ექსპულატაცია და უტილიზაცია. მის შემადგენლობაში შედის ისეთი ნივთიერებები როგორებიცაა სალიტრა (კალიუმის ნიტრატი), ნახშირი, გოგირდი, დენთი, კალიუმის ქლორატი და ასევე ლითონის პატარა ნამსხვრევები, ეგრედწოდებული ლითონის მარილები, რომლის დამსახურებითაც ვიღებთ განათების ფერსა და ვიზუალურ ეფექტს.
☢️ 2 სათბური გაზები
როგორც წვის ნებისმიერი პროცესი, ფეიერვერკიც იწვევს ნახშიროჟანგის წარმოქმნას, მდგომარეობას აუარესებს ის ფაქტიც, რომ ზამთარში CO2-ის ძირითადი მომხმარებლები -მცენარეები ძილის მდგომარეობაში იმყოფებიან.
☢️ 3 მძიმე მეტალები
აფეთქებისას ფეიერვერკი გამოყოფს მძიმე მეტალებს: ალუმინი, ბარიუმის ნიტრატი, სპილენძის ნაერთები და ა.შ აქ მნიშვნელოვანია გამოვყოთ პერქლორატები - ქიმიური ნაერთები, რომლებიც ხელს უწყობენ ასაფეთქებელი ნივთიერებების დაჟანგვას - არღვევენ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას, მტვრის ნაწილაკები კი დიდ ზიანს აყენებენ სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემას. დღესასწაულების დროს ამ ნივთიერებების კონცენტრაცია ნორმას ათჯერ აჭარბებს.
🔊 🐱 4 ხმაური
ფეიერვერკებით გამოწვეული ხმაური დამღუპველია,როგორც გარეული, ისე შინაური ცხოველებისთვის. მოულოდნელი ხმაური გარეულ ცხოველებში იწვევს ძლიერ პანიკას, ამიტომაც ისინი გამორბიან გზაზე და ავარიის შედეგად იღუპებიან .
რაც შეეხება ფრინველებს, ისინი დაბნეულობისა და შიშისგან ვერ ახერხებენ ორიენტირებას და ეჯახებიან შენობების კედლებსა და ფანჯრებს. ზღვისპირას მცხოვრები ფრინველები, ზღვის მიმართულებით, შეიძლება ძალიან შორს გაფრინდნენ და უკან დაბრუნება ვეღარ შეძლონ, ასევე მაღალია იმის რისკი, რომ გადაყლაპონ ფეიერვერკის ნარჩენები.
💥🩹 5 დამწვრობები და ტრავმები
უხარისხო პროდუქტი შეიძლება ხელში აგიფეთქდეთ, რაც გამოიწვევს ტრავმასა და დამწვრობას. სამწუხაროდ ძალიან ბევრი არ იცავს თავდაცვის ნორმებსა და ტექნიკას, ასევე ზოგ მაღაზიაში პიროტექნიკას არასწორად ინახავენ ან თავიდანვე შეისყიდიან დაბალხარისხიან პროდუქტს.
#ფეიერვერკი #პიროტექნიკა #ბიოდიზელიჯორჯია #ეკოლოგია