16/12/2019
მოუსმინეთ ქართულს!!!
დღეს შიო არაგვისპირელის დაბადების დღეა!
გთავაზობთ 2016 წლის საუკეთესო სოციალური საწარმო აუდიო–მულტი სტუდია "ჰერა"–ს აუდიო წიგნების სერიიდან " ქართული პროზა და პოეზია" ქართველი მწერლის შიო არაგვისპირელის მოთხრობების კრებულს: მიწაა, ადე, ჩამოვიდა, ახალწლის ღამეს, ყველაი დავკარგე.
შ. არაგვისპირელმა ქართულ მწერლობაში შემოიტანა და დაამკვიდრა პროზაული ჟანრის მცირე ფორმები - ფსიქოლოგიური ნოველა,ეტიუდი, ესკიზი, სურათი; მისი ნაწარმოებები ახალი საფეხური იყო ქართულ პროზაში არა მარტო ფორმით, არამედ იდეურად და თემატურადაც. ის წერდა ”ცხოვრების სიმწარესა” და სოციალურად დაჩაგრულთა ყოფაზე.
ტექსტს ახმოვანებს საქართველოს დამსახურებული არტისტი სახელმწიფოსა და კოტე მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი ნუგზარ ყურაშვილი.
გაყიდვაშია ქალაქ თბილისისა და რეგიონების დიდი ქალაქების წიგნის მაღაზიებში. ასევე ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" ვებ- გვერდზე ხმოვანი წიგნის მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ საბას iOS ან Android წამკითხველით.
დაინტერესების შემთხვევაში გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, გურჯაანის #22,მეტრო ავლაბართან. ტელეფონი : 277-40-67. თბილისის ფარგლებში მოქმედებს ადგილზე მიტანის სერვისიც