მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"
8 და 9 ივნისი. მონადირე ძაღლების გამოფენა კრწანისის ტყეპარკში
03/06/2024

8 და 9 ივნისი. მონადირე ძაღლების გამოფენა კრწანისის ტყეპარკში

მოგესალმებით,

შეგახსენებთ რომ, 8 და 9 ივნისს იგეგმება 84-ე ეროვნული გამოფენა.8 ივნისს გაიმართება ბრიტანული მეძებრების, ბრეტონული ეპანიოლების და მდევრების გამოფენა,
9 ივნისს კონტინენტალური მეძებრების და იაგდტერიერების.
რეგისტრაცია დაიწყება 9 საათზე, რეგისტრაციის საფასური შეადგენს 20 ლარს.
გამოფენა გაიმართება კრწანისის ტყეპარკში.

პატივისცემით,

ადმინისტრაცია

27/05/2024

ზუსტად ეს არის რაც საქართველოს ძალიან სჭირდება. ნადირობა თევზაობის განვითარება დასჯაზე კი არა, აღზრდაზე უნდა იყოს დამოკიდებული
https://fb.watch/sk8e1x2-XT/

ვულოცავთ სრულიად საქართველოს მონადირეებს და მგეშავებს. ყოჩაღ ბიჭებო დაუღალავი მრავალწლიანი შრომისთვისhttps://www.faceboo...
23/03/2024

ვულოცავთ სრულიად საქართველოს მონადირეებს და მგეშავებს. ყოჩაღ ბიჭებო დაუღალავი მრავალწლიანი შრომისთვის
https://www.facebook.com/photo?fbid=823870019770613&set=a.574522798038671

🔴 ცა დიდ ძებნაში ევროპის ჩემპიონია❗️❗️❗️

მეპატრონე და მგეშავი: გიორგი არაბული

მომშენებლი: Tsinandali's Pointer-Setter kennel

როცა გჯერა, ყველაფერი გამოვა!

გილოცავთ ამ უდიდეს გამარჯვებას!

🔴 Tsinandali’s Ca 🔴
Champion of Europe in females - Great Search❗️❗️❗️

კლუბი ოჩოპინტრე გილოცავთ ახალ 2024 წელს. მრავალს დაესწარით. იღბლიან და მშვიდობიან ნადირობას გისურვებთ.
31/12/2023

კლუბი ოჩოპინტრე გილოცავთ ახალ 2024 წელს. მრავალს დაესწარით. იღბლიან და მშვიდობიან ნადირობას გისურვებთ.

ახალი კანონპროექტი ნადირიბის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე  https://m.facebook.com/story.php?story_fbid=632965042359067...
15/10/2023

ახალი კანონპროექტი ნადირიბის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=632965042359067&id=100069367294717&mibextid=Nif5oz

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მომზადდა

დოკუმენტის გადმოსაწერი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://we.tl/t-knsEZsJVf0

Embassy of Sweden in Tbilisi
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

#გარემოსდაცვა2023
#მთავრობა2023

ძალიან საინტეტესო თემაა. სატროფეო ნადირობა. დაესწარით https://m.facebook.com/story.php?story_fbid=626825699639668&id=100...
04/10/2023

ძალიან საინტეტესო თემაა. სატროფეო ნადირობა. დაესწარით https://m.facebook.com/story.php?story_fbid=626825699639668&id=100069367294717&mibextid=Nif5oz

✅ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ინიციატივით, 6 ოქტომბერს, 17:00 საათზე, დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაიმართება ონლაინ სემინარი ,,სატროფეო ნადირობის საერთაშორისო პრაქტიკა - სამონადირეო ტურიზმი გამოწვევები და შესაძლო პოტენციალი საქართველოსთვის“. სემინარს გაუძღვება საერთაშორისო ექსპერტი ხალილ კარიმოვი.

✔️პრეზენტაცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე და უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი.

▶️საქართველოში, ბოლო წლებში, აქტიურად მიმდინარეობს მდგრადი ნადირობის ჩამოყალიბება და სანადირო სექტორის საკანონმდებლო მოწესრიგება, მომზადებულია ნადირობის კანონპროექტი. მდგრადი ნადირობის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. რეფორმის ფარგლებში, საჭიროა, ყველა შესაძლო ინფორმაცია კარგად იყოს გაანალიზებული.

✅ნადირობის მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის მომზადების პროცესში ასევე საინტერესოა სამონადირეო ტურიზმის პოტენციალის განხილვაც. სემინარი საშუალებას მისცემს დაინტერესებულ საზოგადოებას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილოს სატროფეო ნადირობის საკითხები.

📍სემინარზე დასასწრებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: Join Zoom Meeting
https://zoom.us/j/93772653565?pwd=azZMMjNoTGMrMzVkb1V4SEJZS2NyQT09

Meeting ID: 937 7265 3565
Passcode: 409138

კლუბი ოჩოპინტრე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი მონადირისა და მეგობრის, გიორგი (ტუტული) ესიავას გარდაცვალების გამო და უს...
04/10/2023

კლუბი ოჩოპინტრე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი მონადირისა და მეგობრის, გიორგი (ტუტული) ესიავას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახსა და მეგობრებს.

ქოსა დრათჰაარი. დაიკარგა აგარაკები თხინვალას ტერიტორიაზე. შეიძლება ჩასულიყო ჯიქიაზე ან პლატოებამდე. არის როგორც დიდი ზომ...
22/09/2023

ქოსა დრათჰაარი. დაიკარგა აგარაკები თხინვალას ტერიტორიაზე. შეიძლება ჩასულიყო ჯიქიაზე ან პლატოებამდე. არის როგორც დიდი ზომის კურცჰაარი. 599 58 22 50 ან 599 56 11 06 გთხოვთ შეგვეხმიანოთ

დაიკარგა ვაშლიჯვარში !! თუ  სადმე შენიშნავთ შეგვეხმიანეთ 577 080 040  ლევანი . მადლობა წინასწარ .
15/09/2023

დაიკარგა ვაშლიჯვარში !! თუ სადმე შენიშნავთ შეგვეხმიანეთ 577 080 040 ლევანი . მადლობა წინასწარ .

18/08/2023

❗ ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, საქართველოს მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ.

➡ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი). გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში, თან იქონიოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. 7 დღის შემდეგ, დოკუმენტები აისახება დეპარტამენტის ელექტრონულ ბაზებში. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

➡ ნადირობისას, მონადირემ თან უნდა იქონიოს შსს-ის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

❗ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

✅ ნადირობის სეზონი 2023 წლის 19 აგვისტოდან იხსნება. გამონაკლისია ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები, სადაც სეზონი 26 აგვისტოს დაიწყება.

ნადირობის სეზონი მომდევნო წლის 1 მარტამდე გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის სანადირო სახეობის ცვლილებასთან დაკავირებით იხილეთ აქ:

https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/34079?fbclid=IwAR3b2a8E_DFEtanMX8VHtkEjqKkYrDKWiR1LfCdR8ZSTxERDCArMGZW-3V0

#გარემოსდაცვა2023 #გზდ2023

https://www.facebook.com/photo?fbid=599137615741810&set=a.486131647042408ესეც ოფიციალური განცხაადება, ვისაც რაიონები გაი...
14/08/2023

https://www.facebook.com/photo?fbid=599137615741810&set=a.486131647042408
ესეც ოფიციალური განცხაადება, ვისაც რაიონები გაინტერესებდათ შეგიძლიათ გადახედოთ

ნადირობის სეზონი 2023 წლის აგვისტოს მესამე შაბათს გაიხსნება
ნადირობის სეზონი ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების (N95 27/12/2013 წ.) შესაბამისად, 2023 წლის 19 აგვისტოს გაიხსნება.
ნადირობის სეზონზე დაშვებული იქნება ნადირობა შემდეგი სახეობის გადამფრენ ფრინველებზე: ჩიბუხა, მწყერი, ქედანი, გარეული მტრედი, გულიო/გვიძინი, საყელოიანი გვრიტი, ღალღა, ჩიბუხელა/გარშნეპი. უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებულია ამ სახეობებზე ნადირობის ვადა, მუნიციპალიტეტების მიხედვით, კერძოდ:
• ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ზემოაღნიშნულ ფრინველთა სახეობებზე ნადირობის სეზონი დაიწყება აგვისტოს მეოთხე შაბათს - 26 აგვისტოს;
• საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, ამავე სახეობების ფრინველთა სახეობებზე ნადირობის სეზონის დაიწყება აგვისტოს მესამე შაბათს - 19 აგვისტოს.
ფრინველთა პოპულაციების დაცვის მიზნით, ცვლილებები შევიდა სანადიროდ დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ჩამონათვალში, კერძოდ: ნადირობის ობიექტთა ნუსხიდან ამოღებულია წითელთავა ყვინთია (Aythya ferina), ხოლო ჩვეულებრივი გვრიტის (Streptopelia turtur) ნაცვლად ნადირობის ობიექტად განისაზღვრა საყელოიანი გვრიტი (Streptopelia decaocto).
ნადირობა აკრძალულია:
• საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე; ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე.
• ყველა სხვა იარაღით, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.

ნადირობა შესაძლებელია გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე.
მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

სახაზინო კოდების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/34079

გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა❗️❗️❗️ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოს...
07/08/2023

გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა❗️❗️❗️
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა). ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37, 39◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 39, 41◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 33, 38◦C, მაღალმთაში 28, 33◦C მდე მოიმატებს. მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელმშემწყობ პირობებს წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).

იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა2023 წლის წლის 1-ლი აგვისტოდან „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში...
03/08/2023

იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა
2023 წლის წლის 1-ლი აგვისტოდან „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. მიღებული ცვლილებების მიხედვით იარაღის სახეებად დაყოფის ერთ-ერთ კრიტერიუმად განისაზღვრა იარაღის საერთო სიგრძე. შესაბამისად, იარაღები სიგრძის მიხედვით დაიყო მოკლე და გრძელ იარაღებად. მოკლე იარაღად მიჩნეულია პისტოლეტი, რევოლვერი ან იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სმ-ს არ აღემატება.

სანადირო ხრახნილლულიანი (მათ შორის, კომბინირებული) ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრე ვალდებულია 2023 წლის 1-ლი აგვისტოდან - 2024 წლის 1-ელ თებერვლამდე ბალისტიკური შემოწმების მიზნით მომსახურების სააგენტოში წარადგინოს 2023 წლის 1-ელ აგვისტომდე მის სახელზე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი (მათ შორის, კომბინირებული) ცეცხლსასროლი იარაღი, აღნიშნული იარაღის ყველა ის რეგისტრირებული დამატებითი ძირითადი ელემენტი, რომელიც იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრების შემთხვევაში ცვლის ამ იარაღის საერთო სიგრძეს ან გავლენას ახდენს მის მიერ კვალწარმოქმნაზე და შესაბამისი ტიპისა და კალიბრის არანაკლებ 6 ვაზნა იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლისთვის, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

აღნიშნული პირები ბალისტიკური შემოწმებისთვის დაწესებული საფასურისგან თავისუფლდებიან.

იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ იარაღი მიეკუთვნება მოკლე იარაღს, მოექცევა თავდაცვის კატეგორიაში და მისი ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდება შენახვის უფლებით. კატეგორიის ცვლილებისას, გარდა მომსახურების საფასურისა, მფლობელი ასევე თავისუფლდება შესაბამისი კატეგორიის გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან.

აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს იარაღის მესაკუთრისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის, მის გაფრთხილებას აღნიშნული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შესრულების შესახებ. ხოლო, ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა, რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნევა.

აღსანიშნავია, რომ მიღებული კანონით რეგისტრირებული იარაღის მესაკუთრეს მიენიჭება უფლება, ყოველგვარი ნებართვისა და დროებითი მოწმობის გარეშე გადაიტანოს ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან გაზის (აირის) იარაღის 300 ვაზნამდე (ნაცვლად 50 ვაზნისა).

ცვლილება ეხება ასევე სპორტულ იარაღებს. ფიზიკურ პირს უფლება ექნება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების, შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღებისა და შეკეთების მიზნით გადაიტანოს სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი და სპორტული მოკლე პნევმატური იარაღი.

საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ იხილეთ სრულად: https://www.sa.gov.ge/d/normativeacts

მოგესალმებით მონადირეებო. გაცნობებთ, რომ ნადირობის სეზონი ბარში იხსნება 19 აგვისტოს (მესამე შაბათს) და მთაში 26 აგვისტოს...
27/07/2023

მოგესალმებით მონადირეებო.
გაცნობებთ, რომ ნადირობის სეზონი ბარში იხსნება 19 აგვისტოს (მესამე შაბათს) და მთაში 26 აგვისტოს (მეოთხე შაბათს) ანუ წალკა ახალქალაქი ნინოწმინდა დმანისი გომარეთი 26 მდე არ შეიძლება!
ბედნიერ ნადირობის სეზონს გისურვებთ. ყველა მანოკისტს კიდევ ლულის გაღუნვას.

დაიკარგა 2 ცალი უნგრული ვიჟლას 1.5 წლის ძუ და ხვადი სოფელი კიკეთიდან . თუ ნახავთ გთხოვთ შემეხმიანეთ 599994531. ჩასწორება...
01/07/2023

დაიკარგა 2 ცალი უნგრული ვიჟლას 1.5 წლის ძუ და ხვადი სოფელი კიკეთიდან . თუ ნახავთ გთხოვთ შემეხმიანეთ 599994531.
ჩასწორება 😃
მადლობა ყველას თანადგომისთვის. ორივე ცუგა სახლშია

28/06/2023

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Share