Felis • ფელისი

Felis • ფელისი ფელინოლოგიური კლუბი "ფელისი"

გამარჯობა❣️🥰 ახალ კვირას ვიწყებთ ძალიან სასიამოვნო სიახლით❣️ჩვენი ფელინოლოგიური კლუბის Felis • - ის საქმიანობა ფართოვდებ...
19/09/2022

გამარჯობა❣️🥰 ახალ კვირას ვიწყებთ ძალიან სასიამოვნო სიახლით❣️
ჩვენი ფელინოლოგიური კლუბის Felis • - ის საქმიანობა ფართოვდება და შოტლანდიური და ბრიტანული კატების გარდა, ვიწყებთ სპარსულ და ეგზოტ ფისუნიებთან მუშაობასაც😻💝 ძალიან გვიხარია ამ ფუმფულა წარმომადგენლების მიღება ჩვენს კლუბში და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საქმიანობა ამ კუთხითაც წარმატებული აღმოჩნდება💖💖 ასევე - მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი ფეისბუქ ჯგუფის - შოტლანდიური და ბრიტანული კატები - Felis • ფელისი" - ს მეგობარი ფეისბუქ ჯგუფის
" ⚜️Persian Forever⚜️ სპარსული კატების სამეფო 👑 "-ს ადმინისტრატორს
ქალბატონ მანანა იმერლიშვილი-ს , რომელიც კურირებას გაუწევს ფელინოლოგიურ კლუბ Felis-ში სპარსული და ეგზოტი ჯიშის წარმომადგენლების მიღებას და დაგვეხმარება ამ ჯიშების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებაში❣️ 📣ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვმართოთ კლუბის ოფიციალურ გვერდზე 📧
[email protected]
📞+995 551 333 777
📞+995 597 937 373 (შოტლანდიურები და ♀️🐱♂️ ბრიტანულები),
ასევე ქალბატონ მანანა იმერლიშვილი -ს
Viper-ში ან WhatsApp-ში ნომერზე -
📞+995 577 41 61 78 (სპარსულები და ♀️🐱♂️ ეგზოტები)

ვეცდებით მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენთვის ისეთ აქტუალურ და საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ჩვენს ფელინოლოგიურ კლუბ Felis -ში თქვენი ფისუნიის დარეგისტრირება, ასევე - კნუტების დაბადების მოწმობისა 📃 და გაყალბებისგან დაცული საგვარეულო ნუსხის დამზადება და გაცემა📜
გისურვებთ წარმატებულ კვირას თქვენს ფუმფულა თათებიან 🐾😻🐾 არსებებთან ერთად💗💞💗
დიდი მადლობა ყურადღებისთვის❣️


#ფელინოლოგიური #კლუბი #ფელინოლოგია #სპარსული #ეგზოტი #კატები

05/04/2022

გამარჯობა მეგობრებო ❣️
დღეს მინდა ცოტა უფრო ვრცლად ვისაუბრო ჩვენს საქმიანობასა და მიზნებზე. თუმცა სანამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითზე, ფელინოლოგიაზე და ჩვენს კლუბში დანერგილ წესრიგზე ვისაუბრებთ, ვფიქრობ აუცილებელია ორიოდ სიტყვით ჩვენი კლუბის მიზანსა და შიდა კულტურაზე მოგიყვეთ:

კლუბ "ფელისის" უპირველესი მიზანი საერთო ინტერესების მქონე ადამიანების გაერთიანება გახლავთ, რომლებიც შეძლებენ ძალიან მეგობრული განწყობით ერთმანეთისთვის გამოცდილებისა და რჩევების გაზიარებას, ერთმანეთის შრომის დაფასებას და იმ ზოგადი პოზიტიური ამინდის შექმნასა და შენარჩუნებას, რაც იყო მთავარი მოტივატორი ჩვენი კლუბის დაარსებისა. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ გახსნილი და თბილი გარემო სწორედ ის კომფორტის ზონაა, სადაც ყველა ჩვენგანი თავს კარგად იგრძნობს და უკეთ შეძლებს თავისი საყვარელი საქმიანობის გაგრძელებას. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ფელინოლოგიაზე:

კლუბი განკუთვნილია ბრიტანული და შოტლანდიური კატებისთვის - ჩვენი დიდი სურვილია გავიზარდოთ და სხვა ჯიშის წარმომადგენლებიც მივიღოთ ჩვენს ოჯახში, თუმცა ამ ეტაპზე ამ ორი ჯიშით შემოვიფარგლებით, რადგან საკმარისი ცოდნა, გაანთლება და გამოცდილება მხოლოდ ამ ორ ჯიშზე გვაქვს მიღებული და შეგვიძლია მათზე პასუხისმგებლობის აღება.

რეკომენდაცია - კლუბი მიიჩნევს თავს ვალდებულად მოგცეთ რჩევები და რეკომენდაციები შეჯვარებაზე, შეფერილობებზე, ფენოტიპსა და გენოტიპზე. ასევე გვყავს საერთაშორისოდ სერტიფიცირებული მომშენებელ-ფელინოლოგი და მზად ვართ გაგცეთ ნებისმიერ თემატურ საკითხზე ამომწურავი პასუხი და დავდგეთ თქვენს გვერდით 💕

ნულოვანი საგვარეულო ნუსხები - ჩვენი კლუბი არ გასცემს ნულოვან საგვარეულო ნუსხებს, რადგან ჩვენს ქვეყანაში არარსებული გენეტიკური ტესტების გარეშე ძალიან რთულია ცხოველის ზუსტი ჯიშის დადგენა, თუმცა ამასთან ერთად პატივს ვცემთ სხვა კლუბის მიერ გაცემულ მსგავს ნუსხებს და გარკვეული კანონზომიერებითა და შერჩევით ასეთ წევრებსაც მივესალმებით ჩვენს ოჯახში

საბუთები- იმისათვის, რომ ორი თვის ასაკიდან აუღოთ კლუბის წევრ კნუტებს დაბადების მოწმობა, საჭიროა კნუტების დედა იყოს ჩვენი კლუბის წევრი და ასევე მოგვაწოდოთ ინფორმაცია შეჯვარებასა(წყვილი, რომელიც შეჯვარდა და როდის) და კნუტების დაბადებაზე .აღნიშნული მოწმობის საგვარეულო ნუსხაზე გადაცვლას შეძლებთ კნუტის 6 თვის ასაკში.

შეჯვარების რეკომენდაცია - მიუხედავად იმისა რომ ბევრ კნუტს თავიდანვე ეტყობა კლასი(𝐬𝐡𝐨𝐰, 𝐛𝐫𝐞𝐞𝐝, 𝐩𝐞𝐭) მომშენებლებსაც და პატრონებსაც უნდა გვესმოდეს რომ ცოცხალ არსებებთან გვაქვს საქმე და ზრდის პროცესში შეიძლება ყველაფერი ისე არ წავიდეს როგორც ვგეგმავდით, შესაბამისად კლუბი იტოვებს უფლებას საგვარეულო ნუსხის გაცემისას გადაწყვიტოს რომელი კლასის წარმომადგენელია კონკრეტული კატა და ჯანმრთელობის პრობლემისა ან არაგასამრავლებელი კლასის(𝐩𝐞𝐭) შემთხვევაში "𝐍𝐨𝐭 𝐅𝐨𝐫 𝐁𝐫𝐞𝐞𝐝𝐢𝐧𝐠" ნუსხაშივე მიეთითოს.

შინშილისა და არაშინშილის შეჯვარება- ეს საკითხი საერთაშორისო სისტემებისთვისაც კი საკმაოდ სადაო თემაა, საბოლოოდ კლუბის პრეროგატივაა მიიღოს გადაწყვეტილება მსგავს შეჯვარებაზე. იქიდან გამომდინარე რომ დიდი ხანია შინშილა დამოუკიდებელ "ქვე-ჯიშად" ითვლება, მსგავსი შეჯვარებით ვერ მოხდება ფერის გაუმჯობესება, ამასთანავე უკვე გვყავს ორივე ჯგუფის(შინშილისა და არაშინშილის) საკმაოდ კარგი წარმომადგენლები, შესაბამისად ვთვლით, რომ აღარ არსებობს აუცილებლობა მათი შერევის.

ორი განსხვავებული ჯიშის შეჯვარება - შოტლანდიური და ბრიტანული ორი განსხვავებული ჯიშია. ვინაიდან და რადგანაც შოტლანდიური ფოლდისთვის უკვე არსებობს მისი ერთადერთი პარტნიორი, ესაა შოტლანდიური სტრაიტი, შესაბამისად კლუბი ვერ გასცემს საბუთს ბრიტანულისა და შოტლანდიურის კნუტზე, რომელიც შეგვიძლია არასუფთა სისხლისად ჩავთვალოთ.

ინფორმაცია- კლუბის მიზანია იზრუნოს თავისი წევრების და საქმიანობის განვითარებაზე, შესაბამისად მაქსიმალურად ვეცდებით გაგაცნოთ ფელინოლოგიაში არსებული საინტერესო სიახლეები 😊

დახმარება - კლუბი მაქსიმალურად ეცდება ხელი შეგიწყოთ თქვენ საყვარელი მეგობრების დაბინავებაში და კლუბის პატარა წევრების ფოტოები გაუზიაროს ჩვენი ოფიციალური გვერდის გამომწერებს

კლუბის წევრების ინტერესების დაცვა - კლუბის დამფუძნებლები მივიჩნევთ, რომ წარმატების გასაღები არის კმაყოფილი და პოზიტიურად განწყობილი მომხმარებელი, შესაბამისად პერიოდულად ვგეგმავთ კითხვარის გაკეთებას სადაც შეძლებთ თქვენი აზრის, პოზიციისა და რეკომენდაციების დაფიქსირებას. კითხვარის ანონიმურობა იქნება სრულად დაცული!

დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

სხვა დეტალების გასარკვევად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

𝐖𝐞𝐥𝐜𝐨𝐦𝐞 𝐭𝐨 𝐨𝐮𝐫 𝐂𝐨𝐦𝐦𝐮𝐧𝐢𝐭𝐲 ❤

მოგესალმებით მეგობრებო! ხანგრძლივი სწავლისა და შრომის შემდეგ “ფელინოლოგიურ კლუბ ფელისს” გახსნილად ვაცხადებთ 🐾 😊  ძალიან ...
17/01/2022

მოგესალმებით მეგობრებო!
ხანგრძლივი სწავლისა და შრომის შემდეგ “ფელინოლოგიურ კლუბ ფელისს” გახსნილად ვაცხადებთ 🐾 😊

ძალიან გვიხარია, რომ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ სფეროს განვითარებაში.
მაქსიმალურად ვეცდებით ობიექტურად, მოწესრიგებულად და დროულად გავცეთ შესაბამისი საბუთები, რაც ხელშემწყობი ფაქტორია, როგორც მომშენებლებისთვის ასევე ახალი პატრონებისთვის 😊

ჩვენს უფლებამოსილებაში შედის:

✅ დაბადების მოწმობის გაცემა;
✅ 6 თვის შემდეგ საგვარეულო ნუსხის გაცემა თუ კატა შეესაბამება ჯიშის სტანდარტს (თუ არის breed ან show კლასი);
✅ პარტნიორის მოძებნასა და შერჩევაში დახმარება;
✅ მომშენებლებსა და მათ საშენზე რეკომენდაციის გაცემა;
✅ სწრაფი კომუნიკაცია კლუბის წევრებთან.

ამ ეტაპზე კლუბის საქმიანობის სფერო შემოიფარგლება ბრიტანული და შოტლანდიური კატებით.🐾
გვინდა გაცნობოთ, რომ გარდა კლუბის დამოუკიდებელი საქმიანობისა, ჩვენ ასევე შევდივართ GFCA - Global Feline & Canine Association ასოციაციაში. 🌍🐾

ნებისმიერი კატა, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს შეძლებს აიღოს ასოციაციის ნუსხა, რომელიც დამოწმებული იქნება ჩვენი კლუბისა და ასოციაციის ბეჭდით, დანარჩენები კი შეძლებენ ფელისის საგვარეულო ნუსხის აღებას ❤

ყველანაირ კითხვასთან დაკავშირებით მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში. ✉️

გისურვებთ წარმატებისა და წინსვლის წელს 🎊❣

#ფელინოლოგია #ფელინოლოგიურიკლუბი #ფელისი

20/01/2021
პირველი გათამაშება ფელისის ერთგული წევრებისთვის დაიწყო🐱თამაშდება ძალიან კომფორტული ჩანთა თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის 😻...
18/01/2021

პირველი გათამაშება ფელისის ერთგული წევრებისთვის დაიწყო🐱
თამაშდება ძალიან კომფორტული ჩანთა თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის 😻
გათამაშების წესები ძალიან მარტივია:
✅ მოიწონეთ ჩვენი გვერდი
✅ დაემატეთ ჩვენს ჯგუფს ⬇️
https://www.facebook.com/groups/195150882216367
✅ გამოგვიგზავნეთ პირად შეტყობინებაში თქვენი ფისოს ფოტო 21 იანვრის ჩათვლით რომელიც დაიდება ჯგუფში, გათამაშების ალბომში😻
➡️გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას (არ აქვს მნიშვნელობა ჯიშს)😇
💚გამარჯვებული გამოვლინდება ლაიქების რაოდენობით 24 იანვარს საღამოს 9 საათზე🥳

საჭიროა თუ არა კატისთვის აცრა? Როდის უნდა ავცრათ ჩვენი კატები? Რაზე უნდა ავცრათ?Თუ ამ კითხვებზე პასუხი გაინტერესებთ მაში...
11/01/2021

საჭიროა თუ არა კატისთვის აცრა?
Როდის უნდა ავცრათ ჩვენი კატები?
Რაზე უნდა ავცრათ?

Თუ ამ კითხვებზე პასუხი გაინტერესებთ მაშინ ეს პოსტი თქვენთვისაა.
Მიუხედავად იმისა რომ სახლის ფისოს შეიძლება გარეთ საერთოდაც არ უშვებდეთ, მაინც არსებობს მისი ინფიცირების რისკი, რადგან თავადვე შეიძლება გახდეთ ამ საფრთხის მომტანი ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ხელების დაბანის გარეშე ეგრევე ცხოველის მოფერებით და ა.შ. Ამ ყველაფრის თავიდან აცილება კი სისტემატიური და დროული აცრებით შეგვიძლია. Პირველი აცრა ფისოს 3 თვის ასაკში უტარდება და ეს გახლავთ კომპლექსური აცრა, მანამდე კი სავალდებულოა მისი 10 დღით ადრე დამუშავება ჭებზე და პარაზიტებზე. Მეორე აცრა 21 დღის შემდეგ კეთდება(იგივე წინაპირობით), ანუ მეორე კომპლექსური და აქვე შესაძლებელია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაც. Ამ ყველაფრის შემდეგ კი ჩვენი კატები წელიწადში მხოლოდ ერთხელ საჭიროებენ განმეორებით ვაქცინაციას.
Ამგვარად თავიდან აიცილებთ ისეთ დაავადებებს როგორიცაა:
პანლეიკოპენია(კატის ჭირი)
Კალცივიროზი
რინოტრაქეიტი

11/01/2021

Address

Tbilisi

Telephone

+995597937373

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Felis • ფელისი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Felis • ფელისი:

Share

Category