Vetex - ვეტექსი

Vetex - ვეტექსი ვეტერინარული კლინიკა "ვეტექსი"
Veterinary Clinic "Vetex"
(50)

იპოვეთ 5 განსხვავება 😃😍🥰❤️აქედან 3 განსხვავებას ჩვენ მოგაწვდით 🙈🐱 ერთზე ზრუნავენ ვეტექსელები 🗿 მეორე ვის დაკარგვია 🐱 ერთ...
03/06/2024

იპოვეთ 5 განსხვავება 😃😍🥰❤️

აქედან 3 განსხვავებას ჩვენ მოგაწვდით 🙈

🐱 ერთზე ზრუნავენ ვეტექსელები 🗿 მეორე ვის დაკარგვია

🐱 ერთი მუდმივად ტირის 🗿მეორე მუდმივად დუმს

🐱 ერთს სცივა, ავადაა 🗿მეორეს არც სიცივე აწუხებს და არც ჯანმრთელობის პრობლემები

დანარჩენი 2ი, ან მეტიც თქვენი იუმორისთვის მოგვინდია 😅😄

პ.ს. ტატუნიკი უკეთესადაა ❤️

პ.პ.ს. ჩუქდება სტერილიზაციის უზრუნველყოფით 🙈🐱

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გილოცავთ ✌️  მშვიდობიანი მსოფლიო იყოს მათი სილაღის საწინდარი 🐾❤️🥰
01/06/2024

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გილოცავთ ✌️

მშვიდობიანი მსოფლიო იყოს მათი სილაღის საწინდარი 🐾❤️🥰

ამ პოსტერს წავაწყდი დღეს 😅🤭კიდევ კარგი ის პერიოდები წავიდა როდესაც შავ კატებს უიღბლობას აბრალებდნენ 😄😅იშვილეთ შავი კატებ...
31/05/2024

ამ პოსტერს წავაწყდი დღეს 😅🤭

კიდევ კარგი ის პერიოდები წავიდა როდესაც შავ კატებს უიღბლობას აბრალებდნენ 😄😅

იშვილეთ შავი კატები გიშერივით არიან 😅🥰

ეს არის მიმი, 15 წლის მებრძოლი გოგო 😍საოცარია როგორი ბრძოლის უნარი აქვთ ცხოველებს, ამ ბრძოლაში ჩვენ ქირურგები მხოლოდ ნაწ...
28/05/2024

ეს არის მიმი, 15 წლის მებრძოლი გოგო 😍

საოცარია როგორი ბრძოლის უნარი აქვთ ცხოველებს, ამ ბრძოლაში ჩვენ ქირურგები მხოლოდ ნაწილი ვართ მათი გამოჯანმრთელების გზაზე, მეორე ნაწილი კი სრულიად მათ სიცოცოცხლისკენ სწრაფვაზეა დამოკიდებული 😃❤️

მიმიმ ძალიან რთული დაავადებების ფონზე - გულის უკმარისობის, აწ უკვე დაძლეული მწვავე თირკმელების უკმარისობის , ღვიძლში სიმსივნური ჩანართების ფონზე გადაიტანა ელენთის ამოკვეთის ოპერაცია, ორგანოებზე დახორცებულ უზარმაზარ სიმსივნეს შეელია და დღეს უკვე მე16 დაბადების დღის მოლოდინშია 😃🥰

მადლობა მის გამბედავ დედიკოს რომელმაც მიმიკი ჩვენს ქირურგებს ანდო 🥰

ფოტოზე მიმი თავის ერთერთ გადარჩენელ, მაო ექიმთან ერთად უკვე პოსტოპერაციულ რეალობაში 😅🐾

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ! იმ დღეს რომელიც ჩვენი ერის დიდი ძალისხმევით იქნა მიღწეული და ასეთივე ძალისხმევით ნარჩუნდე...
26/05/2024

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!
იმ დღეს რომელიც ჩვენი ერის დიდი ძალისხმევით იქნა მიღწეული და ასეთივე ძალისხმევით ნარჩუნდება ✌️❤️🇬🇪🇪🇺

რადგან ბევრი იყო მოლოდინის რეჟიმში, გვინდა გაცნობოთ ართროფლექსის  ქართულ სივრცეში დაბრუნების შესახებ 😃შეგახსენებთ, რომ ი...
23/05/2024

რადგან ბევრი იყო მოლოდინის რეჟიმში, გვინდა გაცნობოთ ართროფლექსის ქართულ სივრცეში დაბრუნების შესახებ 😃

შეგახსენებთ, რომ იგი საოცარ შედეგებს დებს:

🐾 კოჭლობის
🐾 ამცირებს ართრიტების და ზოგადი სახსრისმიერი ტკივილების გამტარიანობის და ზოგადად ტკივილს
🐾 აღადგენს სასახსრე ზედაპირს - ავსებს ხრტილოვანი ქსოვილით
🐾 ავსებს სინოვიალურ სითხეს, რითიც ამცირებს სასახსრე ზედაპირის არასასურველ ხახუნს და ცვეთას
🐾 ამცირებს ანთებით პროცესებს
🐾 აუმჯობესებს მობილობას

მედიკამენტის შეძენა შეგიძლიათ ჩვენთან და შემდეგ ლინკზე. გამოიყენება ნებისმიერ ასაკში, განკუთვნილია ძაღლებისთვის და ინიშნება საჭიროებისამებრ 🐾🥰

https://happypet.ge/product/arthroflex-in/

ძალიან ხშირად გვირეკავენ სხვების რეკომენდაციით სტერილიზაციებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ჩვენი პოსტოპერაციული ჭრილობი...
21/05/2024

ძალიან ხშირად გვირეკავენ სხვების რეკომენდაციით სტერილიზაციებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ჩვენი პოსტოპერაციული ჭრილობის სიმცირის გამო, რადგან ჭრილობა ძალიან პატარაა ძალიან მოსწონთ ეს ამბავი და აინტერესებთ ლაპარაკსოპიულიით კეთდება თუ რა მეთოდია გამოყენებული 😀

სანამ ამ კონკრეტულ მომენტს განვიხილავდეთ გაგიზიარებთ ძველ თუმცა განახლებულ პოსტს სტერილიზაცია-კასტრაციის უპირატესობებზე და ნაკლოვანებებზე (ფაქტიურად არ აქვს), რადგან ჯერაც არსებობს 20-30 წლის წინანდელი არასწორი ხედვები ცხოველების შეჯვარებასთან დაკავშირებით როგორებიცაა:

😅 ძაღლი ერთხელ მაინც უნდა შეჯვარდეს, რომ სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები არ განუვითარდეს - არასწორი მოსაზრებაა რადგან მაკეობა და ლაქტაცია ზოგადად არ ახდენს სარძევე ჯირკვლის დაავადებების პრევენციას

😀 ყოველი ციკლის შემდეგ ჩემი გოგო სათამაშოებს დაატარებს - და უხარიათ 🫣 აღნიშნული ძირითადად არის განპირობებული ჰორმონალური დისბალანსით, რომელმაც შეუძლია ცხოველი მიიყვანოს საშულოსნოს პათოლოგიებთან, ისევ ისე სარძევე ჯირკვლის სიმსივნეებთან და გულმკერდში მათ მეტასტაზირებებთან

😀 ჩემ ბიჭს შეუჯვარებელს ხომ არ დავტოვებ, ან "ქალი" უნდა მოსაზრება, წავიყვან დაწყნარდება 😆 მცდარი მიდგომაა, რადგან შეჯვარება დამშვიდებას არ გულისხმობს და შეიძლება იყოს სქესობრივი გზით გადამდები სხვადასხვა დაავადებების გავრცელების მიზეზი, მათ შორის სიმსივნურისაც

💚 ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გირჩევთ სტერილიზაცია-კასტრაციის დეტალებს გაეცნოთ შემდეგ ლინკში: https://m.facebook.com/106636500844012/posts/217715956402732/?from_xma_click=xma_e2ee&xma_click_id=2A3C877D-D4C9-4BF2-B728-41764DD617AD&tam_xma_content_type=0&is_fb_content=true&forward=false&ts=1716200727271&wtsid=rdr_0nGT5qRoLq740tku0

ახლა კი რაც შეეხება ჩვენს პატარა და კოხტა ჭრილობას 😀
ჩვენი ჭრილობის ზომა, განსაკუთრებით პატარა ზომის ცხოველებში არ აღემატება 0.5 სანტიმეტრს რომელიც სავსებით საკმარისია სტერილიზაციის შედეგად ამაზე კიდევ უფრო პატარა ორგანოების ამოსაღებად. გაცილებით უფრო სწრაფადაც ხორცდება და ტკივილის ეფექტები და მათ მიერ გამოწვეული დისკომფორტებიც ნაკლები აქვს ცხოველს 🙏 ცხადია დიდ წონიან ცხოველებში ჭრილობის ზომა იზრდება, თუმცა მისი ზომაც სხეულის ზომასთან შედარებით მაინც პატარა რჩება 💚

💚 რატომ ვაკეთბთ ოპერაციებს ძუ კატებში ფერდიდან 😀 პირველ რიგში იმიტომ, რომ კატები საკმაოდ ხასიათიანი ცხოველები არიან, ზურგზე წოლა ხშირად არ უყვართ და შესაბამისად მათი პოსტოპერაციული ჭრილობის დაკვირვება რთულია, ამიტომ უფრო მარტივია ჭრილობას ყურადღება მიაქციოთ. მეორე, ფერდიდან ჭრილობა უფრო დაცულია დაბინძურებისგან, რადგან დასვრის ალბათობა მუცელზე უმეტესად მუცელზე მწოლიარე ცხოველს მეტი აქვს. მესამე - ფერდიდან გაკეთებული ჭრილობა მეტად სწრაფად ხორცდება და ა.შ.😍

აქვე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება შემდეგ ნიუანსებზე:

🐾ლაპარასკოპიული მეთოდით სტერილიზაცია საქართველოში არ წარმოებს
🐾 პატარა წონის ცხოველებში ლაპარასკოპიული ტექნიკის გამოყენება არ არის რეკომენდებული ვინაიდან მეტად ტრავმატულია რადგან მოითხოვს დიდი ზომის ინსტრუმენტების საოპერაციო არეში შეყვანას რისთისაც პირველ რიგში საჭიროა მუცლის ღრუს CO2 აირით მაქსიმალურად გაბერვა და მუცლის ზედაპირზე 2 ან 3ი ნახვრეტის გაკეთებას იმისთის, რომ ინსტრუმენტები იყოს შეყვანილი ორგანიზმში რომელთა სამოძრაო არეალი ორგანიზმის შიგნით საკმაოდ მცირეა . დაგვეთანხმებით, რომ ამ რეალობაში ჩვენი ერთი პატარა ჭრილობა ჯობია 2 ან 3 ჭრილობას
🐾 არ აქვს მნიშვნელობა რა მეთოდით იქნება ოპერაცია ჩატარებული, ნებისმიერი ჭრილობა არის ყურადღება მისაქცევი, იქნება ის ერთი თუ სამი, 3ი ჭრილობის შემთხვევაში სამმაგი ყურადღება ესაჭიროება ცხოველს😅
🐾ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაციების რეკომენდაცია არის საშუალო და დიდი ზომის ცხოველებში

მშვიდობიან დღეს გისურვებთ 🤗😻🐶

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა! ✝️⭐️❤️
04/05/2024

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა! ✝️⭐️❤️

02/05/2024
თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისევე როგორც ადამიანებს, ცხოველებსაც სჭირდებათ დაცვა, რადგან ისინიც იქ დგანა...
01/05/2024

თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისევე როგორც ადამიანებს, ცხოველებსაც სჭირდებათ დაცვა, რადგან ისინიც იქ დგანან სადაც მათი მოსიყვარულე საზოგადოება იკრიბება ❤🐾

ცნობილია, რომ ძაღლს და კატას ადამიანზე მგრძნობიარე ყნოსვა და მხედველობა აქვთ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანებში გამოყენებული წიწაკის სპრეი გაცილებით უფრო მაღალი კონცენტრაციისაა ვიდრე ცხოველისთვის გამოყენებადი მსგავსი პროდუქტები, შესაბამისად შეგვიძლია გავაანალიზოთ რამდენად უფრო სავალალო შეიძლება იყოს მისი გამოყენების შედეგები ძაღებზე რომლებიც ეს დღეები მოსახლეობასთან ერთად იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე 😕

თუ ძაღლმა შეისუნთქა წიწაკის სპრეი, ან თვალებში მოხვდა, ის აუცილებლად დაიწყებს:

✅ თათების ცხვირზე მოსმას,
✅ თათების თვალებზე მოსმას,
✅ მიწაზე თავით ხახუნს,
✅ ცემინებას,
✅ თავის ქნევას,
✅ უმისამართოთ მოძრაობას

სამწუხაროდ ცხოველისთვის დამცავი საშუალებების გამოუყენებლობა და ცხვირის გრძელი ზედაპირი ართულებს მათ პირველად დახმარებას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აქციაზე მყოფების უმრავლესობას თან აქვს პირველადი დახმარების საშალებები ცხოველის ამ გასაჭირიდან გამოყვანა მხოლოდ კეთლი ნება რჩება, რომელიც დარწმუნებულები ვართ ბევრს გააჩნია ❤🙏

ამ კეთილი ნების აღსასრულებლად დაგჭირდებათ შემდეგი რამ:

💚 შპრიცი,
💚 ფიზიოლოგიური ხსნარი ან წყალი

🐾 შპრიცში , სასურველია დიდი ზომის(ნემსის თავის გარეშე)ამოიღებთ წყალს ან ფიზიოლოგიურ ხსნარ
🐾 დაუფიქსირებთ ცხოველს თავს და სხეულს - უმჯობესია რამდენიმე ადამიანი აფიქსირებდეს ცალკე თავს და ცალკე სხეულს რათა არ გაგექცეთ შიშისგან და უფრო მოხერხებულად დაეხმაროთ
🐾 მშვიდი მაგრამ სწრაფი ნაკადით ამოურეცხავთ თვალებს
🐾 ცხვირის გამოსარეცხად გამოიყენებთ იგივე შპრიცსს ნემსის თავის გარეშე, რომლის მეშვეობითაც ხან ერთ და ხან მეორე ნესტოში შეყოფთ შპრიცის პლასტმასის თავს და ნელი ჭავლით შეასხამთ თქვენს ხელთ არსებულ სითხეს. თავის პოზიცია უნდა იყოს სწორად გაჩერებული, ან თავის ოდნავ ქვემოთ ჩახრილი პოზიციით

პ.ს. არ დაგავიწყდეთ საკუთარი უსაფრთხოების წესები, მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ხალხმრავლობაში მოხვედრილი ძაღლები უთბილესები და უმშვიდესები არიან, ისინი მაინც შეიძლება დაფრთხნენ, ამიტომ მათი მოფერება და დამშვიდება ფიქსაციისას აუცილებელია🥰

დიდი მადლობა ყველას ვინც ზრუნავთ ჩვენს 4 ფეხა მეგობრებზე და სწორ დამოკიდებულებას ავლენთ ❤💚🇬🇪🇪🇺

მომენტი როდესაც სიცოცხლე წიგნში ეკრანიზდება 😃❤️🐶
30/04/2024

მომენტი როდესაც სიცოცხლე წიგნში ეკრანიზდება 😃❤️🐶

ვეტექსი და ზოოლაიფ პლუსი გთავაზობთ აქციას რომლის ფარგლებშიც შეზღუდული რაოდენობით შეგიძლიათ ისარგებლოთ Nobovac Pappy, რომ...
29/04/2024

ვეტექსი და ზოოლაიფ პლუსი გთავაზობთ აქციას რომლის ფარგლებშიც შეზღუდული რაოდენობით შეგიძლიათ ისარგებლოთ Nobovac Pappy, რომელიც გამოიყენება 4 კვირის ასაკიდან ლეკვებში, განსაკუთრებით არაკეთილსაიმედო პირობებში სადაც მაღალია ჭირის და პარვო ვირუსული ენტერიტის ვირუსის ათვისება. დეტალებისთვის მოგვმართეთ პირადში 🐾

რაც უფრო დიდხანს არ გვექნება კანონი ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ, მით უფრო დიდხანს დარჩება მსგავსი ფაქტები 8 ლარიანი ჯა...
26/04/2024

რაც უფრო დიდხანს არ გვექნება კანონი ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ, მით უფრო დიდხანს დარჩება მსგავსი ფაქტები 8 ლარიანი ჯარიმის ამარა! სიტყვები არ მყოფნის

დღეს მომხდარი ფაქტი ქოშიგორაზე. დიდი ძაღლი მეპატრონეს ყავს დატოვებული მარტო შემოღობილ ტერიტორიაზე. როგორც ჩანს გამოძვრა და მეზობლის ძაღლი დაახრჩო. არ მეგულება დედამიწის ზურგზე ადამიანი ვინც იტყვის, რომ მსგავსი უპასუხისმგებლობა ძაღლთან და სამეზობლოსთან მიმართებაში არ არის საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი!

ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს ვეტერინარიის დღეს, ბევრ გამოჯანმრთელებულ პაციენტს, ჯანსაღი პროდუქციის წარმოებას და ბედნიერ მომხმ...
26/04/2024

ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს ვეტერინარიის დღეს, ბევრ გამოჯანმრთელებულ პაციენტს, ჯანსაღი პროდუქციის წარმოებას და ბედნიერ მომხმარებელს ვუსურვებთ 🐾🐶🐱🐅🐑🐐🐄🥰

დღეს ვისაუბრებთ ყველაზე ხშირ დეფექტზე კატებში 🐱 დიაფრაგმის თიაქარი რომელიც უმეტეს წილად ტრავმის შედეგად ვითარდება და ახა...
24/04/2024

დღეს ვისაუბრებთ ყველაზე ხშირ დეფექტზე კატებში 🐱

დიაფრაგმის თიაქარი რომელიც უმეტეს წილად ტრავმის შედეგად ვითარდება და ახასიათებს უმძიმესი გართულებები🫣

მოკლედ რომ ავხსნათ რა ხდება ამ დროს ორგანიზმში - გულმკერდის ღრუს მუცლის ღრუსგან ყოფს დიაფრაგმა, თხელი კუნთის ფენა რომელიც არ აძლევს საშუალებას მუცლის ღრუს ორგანოებმა გადაინაცვლონ გულმკერდში. აღნიშნული პათოლოგიისას ძალიან ხშირად მუცლის ღრუს მთელი ორგანოები, იქნება ეს ღვიძი, კუჭი, ელენთა, წვრილი ნაწლავები და პანკრეასი ინაცვლებს გულმკერდის ნაწილში, რითიც ხელს უშლის ფილტვების და გულის გამართულ მუშაობას, შესაბამისად სუნთხვა და სისხლის მიმოქცევა მნიშვნელოვნად ფერხდება. დროული ჩარევა მსგავსი პათოლოგიისას არის დიდი გარანტი იმის, რომ ცხოველი გადაიტანს ურთულეს ოპერაციას ნაკლები გართულებებით და ყველა ორგანოს თავის ადგილზე მოთავსება მოხერხდება ისე რომ ცხოველმა ისევ შეძლოს სრულფასოვნად ცხოვრება დიაფრაგმის მთლიანობის აღდგენის ხარჯზე.

დიაფრაგმის თიაქრის დეფექტის აღდგენისას ერთერთ უმთავრეს პირობას წარმოადგენს სუნთქვის ხელოვნური მართვა, ქირურგის გამოცდილება იმუშაოს გულმკერდის ღრუში რა დროსაც ხშირად მას უწევს ერთმანეთზე დახორცებული ორგანოების განცალკევება, რაც ისე უნდა მოახერხოს, რომ ორგანოების მთიანობა არ დაირღვეს და უკვე შემდგომ დიაფრაგმის დეფექტის აღდგენა იქნება ეს თავისივე ქსოვილით, თუ არასაკმარისი ქსოვილის შემთხვევაში თიაქრის ბადის მეშვეობით🐾

აღნიშნულ ფოტოებზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ კატის გულმკერდის მიდამოში არსებული პირვანდელი კონდიცია - არ ისახება გული, ფილტვების სასუნთქი ზედაპირი მწირია ვინაიდან მუცლის ღრუს ორგანოები ავიწროვებს მათ და უკვე ოპერაციის შემდგომ მიღებული შედეგი, ზემოთ ჩამოთვლილი ორგანოები იკავებენ თავიანთ ადგილს შესაბამის ღრუებში. პაციენტის მდგომარეობას მაკეობაც ამძიმებდა, რაც კიდევ უფრო ართულებს სუნთქვის პროცესებს.

აღნიშულ ფისოს ძალიან გაუმართლა მის მომვლელში რომელმაც საოპერაციოდ მოიყვანა, ოპერაციაც კარგად გადაიტანა და ახლა უკვე გადის რეაბილიტაციას 😃🥰

ჩვენ ვდგავართ იქ სადაც ევროპა და განვითარებაა! 🐾❤️🇬🇪🇪🇺
17/04/2024

ჩვენ ვდგავართ იქ სადაც ევროპა და განვითარებაა! 🐾❤️🇬🇪🇪🇺

15/04/2024

ამ პატარა არსების - ქალბატონი ლუსი მწვანეში 😅 ამბავი უნდა გაგიზიაროთ 😃❤️
ის ჯერ თავისი ცხოვრების დასაწყისშია, 1.4 წლის არის და უკვე ძალიან რთულ პრობლემებთან მოუხდა გამკლავება 😔

მორიგი ცუღლუტობის დროს მან სინტიპონიანი ნივთი დაგლიჯა, რასაც მისი ცუდად ყოფნა მოყვა. ბოლო 3 თვის მანძილზე უამრავი თერაპიული და ქირურგიული ჩარევები მოყვა მის კონდიციას, თუმცა გაუმჯობესებას ადგილი არ ქონია, ღებინება, უმადობა, სისუსტე ისევ აღენიშნებოდა მთელი ამ 3 თვის მანძილზე, აღმოაჩნდა პათოლოგიური ჯიბეც საყლაპავზე. ბოლოს მოხვდა ჩვენთან, საკმაოდ დაუძლურებული იყო, დღის მანძილზე რამდენჯერმე აღებინებდა დიდი ოდენობით ბლანტ, ლორწოვან მასას, ვერ ირგებდა საკვებს, ამის შედეგად დაკარგული ქონდა სხეულის მასის მნიშვნელოვანი ნაწილი 🙁
პირველ ეტაპზე დაენიშნა მედიკამენტები რის შედეგადაც შემცირდა გულის რევები და მასის ოდენობა და სტრუქტურა, ხოლო შემდგომ სიცოცხლის რისკად, რადგან ჯერ კიდევ გამოფიტული და დაუძურებული იყო, ანესთეზიის ქვეშ ჩაუყენდა კვების ზონდი რომლის მეშვეობითაც პატრონი საკვებს აწვდიდა ბოლო 10 დღის მანძილზე მცირე ულუფებით რამაც გამოასწორა მისი საყლაპავის დეფექტის ზეგავლნა ღებინებების კუთხით და ამავდროულად მისცა საჭირო ენერგია და დაუბრუნა ძველებური აქტივობა 😃

ვულოცავთ მებრძოლ ოჯახს ლუსის კარგად ყოფნას და მადლობას ვუხდით ნდობისთვის 🙏🏻❤️

დღეს უსახლკარო ცხოველთა დღეა❤️მრავლად გვყვანან ქუჩებში, ვისაც უყვართ და უვლიან იმათ დღეს ულამაზებენ, ვისაც არა პირიქით, ...
04/04/2024

დღეს უსახლკარო ცხოველთა დღეა❤️
მრავლად გვყვანან ქუჩებში, ვისაც უყვართ და უვლიან იმათ დღეს ულამაზებენ, ვისაც არა პირიქით, ერთი რამ კი ფაქტია - მათ ეს ყოფა და ქუჩა თავისი ნებით არ აურჩევიათ, ადამიანების უპასუხისმგებლობის მსხვერპლნი არიან რისთვისაც დიდ საფასურს იხდიან 😔

გისურვებთ, რომ მალე ამ რეალობას დასასრული ჰქონდეს და 4 აპრილი სხვა, უფრო პოზიტიური მიზეზებით გვამახსოვრებდეს თავს 🐾💚❤️

Up Date: ძაღლი დაბრუნებულია სახლში ჩვენივე მიერ 😅😃დღეს მოგვადგა კლინიკაში, აშკარად პატრონიანია, მაგრამ უსაყელო და უჩიპო,...
30/03/2024

Up Date: ძაღლი დაბრუნებულია სახლში ჩვენივე მიერ 😅😃

დღეს მოგვადგა კლინიკაში, აშკარად პატრონიანია, მაგრამ უსაყელო და უჩიპო, იქნებ ვინმეს ეკუთვნოდეს 🐾 გაავრცელეთ გთხოვთ

ბოსი საყვარელ ტახტრევანზე წლის სხვადასხვა დროს🦭 დაღლილია, არ შეაწუხოთ 😅🫣😂❤️ პ.ს. თევზი საუკეთრსო მეგობარია🙈თვენებიც ასე ...
28/03/2024

ბოსი საყვარელ ტახტრევანზე წლის სხვადასხვა დროს🦭 დაღლილია, არ შეაწუხოთ 😅🫣😂❤️

პ.ს. თევზი საუკეთრსო მეგობარია🙈

თვენებიც ასე მასხარაობენ? 😃😇

ამ და სხვა აქტიური ქომაგების სახელით ვეტექსიც გილოცავთ ჩვენი ფეხბურთრლების მიერ მოპოვებულ გამარჯვებას, ეს ერთი და სხვა მ...
27/03/2024

ამ და სხვა აქტიური ქომაგების სახელით ვეტექსიც გილოცავთ ჩვენი ფეხბურთრლების მიერ მოპოვებულ გამარჯვებას, ეს ერთი და სხვა მრავალი ⚽️😃❤️🐾

პ.ს. ამ ბავშვიკს ისე უხაროდა გუშინდელი ჟრიამული კადრში ვერ გავაჩერეთ 😃🥰

16/03/2024

რადგან გუშინ დიდი აღშფოთება გამოიწვია სავალდებულო სტერილიზაცია/კასტრაციის საკითხმა, რომელიც განხილვის დროს გაჟღერდა, მინდა ცოტა ნათელი მოვფინო რამდენიმე საკითხს, განსაკუთრებით მათთვის ვისაც ბევრი ინფორმაცია არ მოუძიებია სტერილიზაცია/კასტრაციასთან დაკავშრებით, კვლეებს და ჩვენებებს არ გაცნობია და ხელაღებით ამტკიცებს გარკვეულ რაღაცეებს.

სანამ დავიწყებ - პოსტის წაღება თუ მოგინდებათ ტექსტი დააკოპირეთ share ნაცვლად(არ წაიღებს ტექსტიანად) და ისე წაიღეთ ავტორის მითითებით🖐️

პირველ რიგში ვიტყვი, მსოფლიომ აღიარა უკვე ის ფაქტი, რომ ქუჩის ცხოველების ჰიპერპოპულაცია, ანუ ის რაც დღეს ჩვენთან მძაფრად არის შესამჩნევი ქუჩებში, არის "Responsable Ownership", ანუ "პასუხისმგებლიანი მეპატრონეობის" წესების დარღვევის შედეგად წარმოქმნილი პრობლემა. იმისთის რომ ყველამ გაიგოს ავხსნი, ის მეპატრონეები (მრავლად არიან საქართველოში) რომლებიც აიყვანენ ცხოველს, გაიზრდება/ მოიბეზრებენ თუ სხვა მიზეზით გააგდებენ გაუსტერილებელ ცხოველს ქუჩაში რომელიც გარემოების შესაბამისად გამრავლდება - მივიღებთ ჰიპერპოლულაციას, აგრეთვე ის მეპატრონეები რომლებიც ფულის კეთების მიზნით გენეტიკური ხარვეზის, თუ წუნდებულ ზრდასრულ ინდივიდებს გაამრავლებენ და თავისი ძაღების (კატების პრობლემა ნაკლებ შესამჩნევია) ნაშერებს მოჰფენენ მთელ საქართველოს ასეთივე წუნდებული უამრავი ლეკვით და კნუტით, აგრეთვე ის მეპატრონეები რომლებიც "ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამრავლდეს" პრინციპით ან თუნდაც "მე ბუნების წინააღდეგ ვერ წავალ" მოსაზრებით გაამრავლებს, “თავისით სეირნობს და შემთხვევით შემიჯვარდა” ყველა მიეკუთვნებიან - უპასუხისმგებლო გამმრავლებლების/მეპატრონის კატეგორიას, რომლებიც არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ კავშრში არიან ქუჩაში დიდი ოდენობით მორბენალ ძაღლებთან და კატებთან, ცხოველებით სავსე თავშესაფრებთან, ცოფის ფაქტების გავრცელებასთან, დაკბენილ/დაკაწრული ადამიანების რაოდენობასთან, ქუჩაში 1000 მოკვდინებულ/ნაწამებ ცხოველთან - დიახ სწორედ ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამოა რომ ვერც ყოველწლიურ სტატისტიკას ვერ გავუმკლავდით ცოფის თუ დაკბენების კუთხით და ვერც იმას, იმას რომ მოთხოვნაზე მეტი მიწოდება არ გვქონდეს შეჯვარებული ცხოველების რაოდენობის კუთხით.

მეორე საკითხი ეხება უშუალოდ სტერილიზაცია/კასტრაციას. აქ საკითხი შემდეგნაირად დგას, ჯიშიან თუ უჯიშო ცხოველებში მეპატრონეების ცნობიერების და წიგნიერების საკითხი ვეტერინარული კუთხით დაბალია, კონკრეტულად კი სტერილიზაცია/კასტრაციის არც დადებითი მხარეები იციან და არც უარყოფითი და მიუხედავად ამისა ზოგიერთი ხმამაღლა აცხადებენ იმას რაზეც კარგად რომ ჩაეძიონ საკითხს, უხერხულადაც იგრძნობენ თავს იმის გამო რომ ყურმოკრულზე საუბრობენ. სწორედ ამიტომ მათთვის ვისაც ინგლისური ან რუსული არ ხელეწიფებად, ინებეთ წლების წინ ჩემს მიერ ქართულად, სრულფასოვნად განხილული სტერილიზაცია/კასტრაციის უპირატესობების და უკუჩვენებების შესახებ ინფორმაცია, ცოტა რამ თუ შეიცვალა მას მერე და ისიც დავაკორექტირე ახალი ინფორმაციის მიხედვით, ყურმოკრულზე არა, კვლევების და კონფერენციებზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ინებეთ: https://www.facebook.com/vetexclinic/posts/217715956402732

ერთადერთი რაზეც ევროპის და ამერიკის ვეტერინარები შეიძლება ვერ თანხმდებოდნენ სტერილიზაცია/კასტრაციის ასაკის ქვედა ზღვარია, ამერიკაში ძალიან ადრეულ ასაკში ასტერილებენ და კოდავენ, ევროპაში 4-6 თვის ზემოთ, შესაბამისად კანონპროექტში მოცემული ვადები აძლევს მეპატრონეს და ვეტერინარს საშუალებას სწორად შეარჩიოს სტერილიზაცია/კასტრაციის ვადა შესაბამისი რისკების გათვალისწინებით (იხ.ლინკში მოცემული ინფორმაცია).

ღრმად მწამს, რომ დღეს საქართველოს რეალობაში ჰიპერპოპულაციის საკითხები ყველას აწუხებს.ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ სანამ რამეზე ერთ ამბავს ავტეხდეთ ჯერ გავერკვიოთ საკითხში და პლუს გავითვალისწინოთ რომ, " დედას გეფიცები არ შევაჯვარებ" ეგ ფრაზები არც ცხოველის ჯანმრთელობას არ შველის და მერე ასაკში დამდგარი რისკების გამო მაინც მოუწევთ გაასტერილონ და დაკოდონ ისევ იმისთის, რომ უფრო დიდხანს იცოცხლონ მათმა ცხოველებმა, თუმცა ასაკში დამდგარი რისკები იმდენად მაღალია, რომ ისევ ადრეულ ასაკში სავალდებულო სტერილიზაცია/კასტრაციით განპირობებული ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე ჯობია ჩვენი ოთხფეხა ოჯახის წევრებისთს ვიდრე საკითხის არ ცოდნის გამო შექმნილი რისკები ❤

პ.ს. არცერთი ცხოველი არ სუქდება თუ პატრონი სწორ რაციონს და აქტივობას უქმნის ცხოველს იმისთის, რომ "დუმები" ან "ღიპები" არ დაედოთ 🙈 ზღარბის გარდა ყველა გასტერილებულ/დაკოდილი მყავს 😃

პატივისცემით მარიამ (მარიკა) ჩხიკვიშვილი ვეტერინარი ექიმი - 22 წელი 🐾

უსახლკარო ცხოველთა დაცის საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე - 14 წელი🐾

საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტი-6 წელი🐾

რეგალიები ურწმუნო თომებისვის 😅
კარგი დღე თქვენ🐾💐❤️

მომენტი როდესაც ბუღალტერიის კურსები დაამთავრე და საბანკო საქმეზე გადახვედი, ფულის და განძის კონსერვაციაც ასეთი უნდა 😅პ.ს...
13/03/2024

მომენტი როდესაც ბუღალტერიის კურსები დაამთავრე და საბანკო საქმეზე გადახვედი, ფულის და განძის კონსერვაციაც ასეთი უნდა 😅

პ.ს. სეიფი კუჭში აღმოაჩნდა 🙈

21 წლის ქალბატონი, მარცხნივ😅🙈❤️
11/03/2024

21 წლის ქალბატონი, მარცხნივ😅🙈❤️

08/03/2024

აბა თუ ვინმე იფიქრებს, რომ 2 დღით ადრე მარჯვენა თირკმელი ამოვკვეთეთ ჰიდრონეფროზის დიაგნოზის გამო 😅🙈

ის მომენტი ცხოველები, რომ ჯადოსნური და გასაოცარი არსებები არიან ❤️🐾🧚

ქალბატონებო გილოცავთ 8 მარტს, დაე ყოველი დღე იყოს სილამაზით, ბედნიერებით და საჩუქრებით სავსე 🧚❤️🌹🌺💐
08/03/2024

ქალბატონებო გილოცავთ 8 მარტს, დაე ყოველი დღე იყოს სილამაზით, ბედნიერებით და საჩუქრებით სავსე 🧚❤️🌹🌺💐

მსოფლიოს მარშტაბით ვეტერინარები გამოდიან ბრახეოცეფალი ცხოველების გამრავლების წინააღმდეგ, ამის მიზეზი ისაა, რომ აღნიშნულ ...
07/03/2024

მსოფლიოს მარშტაბით ვეტერინარები გამოდიან ბრახეოცეფალი ცხოველების გამრავლების წინააღმდეგ, ამის მიზეზი ისაა, რომ აღნიშნულ ცხვირ მიჭყლეტილ ჯიშებს, იქნება ეს ფრანგული ბულდოგი, ინგლისური ბულდოგები, მოფსი, სპარსული ჯიშის კატები თუ სხვა, აღენიშნებათ სიცოცხლის ხარისხის დაქვეითება და ანატომიური წუნის გამო ცხოველს რისკი ექკნება გაცილებით ნაკლრბი იცოცხლოს სახის და ხერხემლის გამოუსწორებელი და პროგრესირებადი წუნის გამო. 😕😔

ამ ფოტოზე წარმოდგენილია სპარსული ჯიშის კატა 🐾 პირველ ფოტოზე ნათლად ჩანს ცხვირის ნესტოები ანატომიურად როგორაა დახშული და მარტივი წარმოსადგენია როგორ უნდა უჭირდეს სუნთქვა, რა დატვირთვა შეიძლება ქონდეს მის სასუნთქ და გულსისხლძარღვთა სისტრმას. საოპერაციოდ ცხვირის რესურსი ძალიან მწირია ამ დროს😔 ხოლო მეორე ფოტოზე უკვე შეგიძლიათ იხილოთ ის მაქსიმუმი რაც ამ ცხვირიდან შეიძლება გამოგვეყვანა იმისთვისათვის, რომ ნესტოები შეგვექმნა და ჰაერი შეფერხების გარეშე შევიდეს ორგანიზმში 😃

ამ პატარას გაუმართლა, თუმცა ზოგს შეიძლება არა გენეტიკური წუნის გამო ჰქონდეს დეფექტი, მით უფრო მათ ვისაც მსგავს ცხვირიანი მშობლები ეყოლება დიდი ალბათობაა გენეტიკუტი წუნი გამოუვლინდეთ, ამიტომ ძალიან გთხოვთ ფინანსური სარგებლის, ან უბრალოდ ფრაზის რომელიც საქართველოში მუსირებს “ცხოველმა ერთხელ მაინც უნდა იმაკოს” - ნუ გაამრავლებთ. დაივიწყეთ თუ შეიძლება ეს ფრაზა, ერთხელ მაინც მაკეობის აუცილებლობა არაა ჯანმრთრლობის წინაპირობა, არ არსებობს მსგავსი რამის მეცნიერული დასაბუთება, ნუ შეწირავთ ამ არასწორ ფრაზას და გამრავლების სურვილს უნდანაშაულო არსებების სიცოცხლის ხარისხს და სიცოცხლეს 🙏🏻🐾

სულ სხვის ცხოველებზე ვწერთ პოსტებს, ჰო და ჩემი პირადი ზოოპარკიდან ერთერთის სიმალამზე მინდა გაგიზიაროთ 🙈❤️ აი ასეთი სილამ...
04/03/2024

სულ სხვის ცხოველებზე ვწერთ პოსტებს, ჰო და ჩემი პირადი ზოოპარკიდან ერთერთის სიმალამზე მინდა გაგიზიაროთ 🙈❤️ აი ასეთი სილამაზეები გვყავს ქუჩაში, მერა რომ ცისფერსისხლიანი არაა ❤️

გაგვიზიარეთ თქვენი სილამაზეიიბი 🥰🐾

ქუჩის “ძროხების” შემოსევა წვიმიან ამინდში ❤️ მოფერება დიდად შესარგი🤗🥰
17/02/2024

ქუჩის “ძროხების” შემოსევა წვიმიან ამინდში ❤️ მოფერება დიდად შესარგი🤗🥰

მარადიული კითხვა: "როგორ ამოვიცნოთ ტკივილი კატებში?"  „ჩემს კატას არ სტკივა.  ის საკმაოდ ნორმალურად ჭამს და სვამს."  ძალ...
31/01/2024

მარადიული კითხვა:
"როგორ ამოვიცნოთ ტკივილი კატებში?"

„ჩემს კატას არ სტკივა. ის საკმაოდ ნორმალურად ჭამს და სვამს."

ძალიან ხშირად გვესმის ეს წინადადება მეპატრონეებისგან , მაგრამ ცხოველის გასინჯვისას რეალობა განსხვავებულია.
რატომ ფიქრობენ ადამიანიები, რომ კატა ტკივილს არ განიცდის? ეს ფაქტორი გამომდინარეობს კატების ბუნებიდან, რადგან კატა ხშირად კარგად მალავს ტკივილს. კატები, როგორც წესი, მალავენ სისუსტეებს, რათა არ იყვნენ პოტენციური მტრების მსხვერპლნი. სწორედ ეს საქციელი აფიქრებინებს ადამიანებს რომ ისინი ტკივილს არ განიცდიან. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ კატებსაც აწუხებთ, აქვთ ტკივილი და ჩვენი პასუხისმგებლობაა დავიცვათ მათი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

ყველაფერი რაც ჩვენ გვტკივა, კატასაც სტკივა!
მოტეხილი კბილი, კარიესი დაზიანებული თვალი, ასაკთან დაკავშირებული სახსრების პრობლემები და მრავალი სხვა.

მაგრამ როგორ ამოვიცნოთ ტკივილი? 😿

Feline Grimace Scale (FGS) არის კატებში ტკივილის შეფასების მეთოდი სახის გამომეტყველების მიხედვით.
ჩვენ ვიყენებთ ამ ფორმულას, რათა ობიექტურად შევაფასოთ ტკივილის ხარისხი კატებში.
FGS აფასებს სახის გარკვეულ მახასიათებლებს, როგორიცაა ყურების პოზიცია, თვალის ფორმა, ცხვირის ფორმა და ულვაშიების დგომა.

ეს შეფასების ფორმულა ეხმარება კატებში ტკივილის იდენტიფიცირებას და მის სათანადო მკურნალობის საჭიროების განსაზღვრას და სწორი მიმართულების აღებას. სტანდარტიზებული ჩარჩოს მიწოდებით, FGS საშუალებას აძლევს ვეტერინარებს უფრო ზუსტად შეაფასონ ტკივილის დონე და შესაბამისად მართონ ის.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია ანდროიდსა და IOS სისტემებზე.

Address

Ana Politkovskaia 50
Tbilisi

Opening Hours

Monday 11:00 - 22:00
Tuesday 11:00 - 22:00
Wednesday 11:00 - 22:00
Thursday 11:00 - 22:00
Friday 11:00 - 22:00
Saturday 11:00 - 18:00
Sunday 12:00 - 17:00

Telephone

+995597127312

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Vetex - ვეტექსი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Vetex - ვეტექსი:

Videos

Share

Category