არაკომერციული რეგისტრირებული კავშირი (ასოციაცია) “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – GSPSA დაფუძნდა 2006 წელს. კავშირი მოქმედებს საქართველოს კანონისა და საკუთარი წესდების საფუძველზე, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2006 წლის 18 ივლისის # 851 გადაწყვეტილებით.
ორგანიზაციის შექმნის და დაფუძნების იდეა მის იურიდიულ აღიარებამდე რამოდენიმე წლით ადრე არსებობდა. კავშირის იურიდიულ რეგისტრაციამდე სამი წლით ადრე კავშირის ამჟამინდელი წევრების ხელშეწყობით და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა უსახლკარო ძაღლების თავშესაფარი, რომელშიც შემდგომში რამოდენიმე ასეულმა ცხოველმა დაიდო ბინა და მათი უმრავლესობა ჩაბარდა ცხოველების მოყვარულ, გულისხმიერ ადამიანებს. უპატრონო ცხოველების თავშესაფარი ამ ეტაპზედაც ფუნქციონირებს, ტრავმირებული ძაღლების თავშესაფრითს სახელით.
კავშირის მთავარი მიზანია საქართველოში ცხოველთა დაცვა და გადარჩენა, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება და დაცვის მექანიზმის მოგვარება, ადამიანსა და ცხოველთა სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების შესწავლა და ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში მისი ასახვა.
იხილეთ კავშირის მისია – GSPSA მისია
კავშირში გაწევრეანებულია საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეები. ძირითადი ყურადღება ეთმობა ქალაქებში და დასახლებულ პუნქტებში უსახლკარო ცხოველთა ყოფის გაუმჯობესებას. ამ მიზნით GSPSA იბრძვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ჰუმანური წესების დასამკვიდრებლად. კავშირის მიერ შემუშავებულია უამრავი პროგრამა და პროექტი, რომელიც თანაფარდობაშია საერთაშორისო ნორმებთან. GSPSA-ს ურთიერთობა აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან.
კავშირში ქვედანაყოფის სახით არსებობს უპატრონო ქუჩის ცხოველთა – ძაღლებისა და ლეკვების თავშესაფარი, რომელიც წარმოადგენს ქუჩის ცხოველთა ვეტერინარულ სარეაბილიტაციო ცენტრს. დღიდან დაფუძნებისა ცხოველთა თავშესაფარში მიღებულია 1200-ზე მეტი ტრავმირებული და გამოგდებული ცხოველი. მათი უმრავლესობა გადარჩენილია. ორგანიზაციის ვეტერინარების მიერ ისინი სტერილიზირებულები და ვაქცინირებულები ჩაბარებულები არიან ახალ პატრონებს, გარკვეული რაოდენობა გაგზავნილია საზღვარგარეთ. სამწუხაროდ ტრავმების შედეგად ყველა ცხოველის გადარჩენა შეუძლებელი იყო.
კავშირში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ექცევა ცხოველებისადმი სისასტიკის აკრძალვას, რომელიც განპირობებულია მოსახლეობის ნაწილისა და მუნიციპალური სამსახურების მიერ. GSPSA-ს წევრების მიერ შესაძლებლობის ფარგლებში ხდება ცხოველების მაქსიმალური დაცვა.
კავშირი ფუნქციონირებს მოხალისეებისა და შემოწირულობების საშუალებით. სამწუხაროდ საქართველოს მოსახლეობის ამ სფეროში დიდი ნაწილის დაბალი ცნობიერების გამო, ფინანსური და მატერიალური დახმარება ძალიან მცირეა, რის გამოც ვერ ხერხდება მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება.
“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ მთავარი მიზანია საქართველოში ცხოველთა უფლებების დაცვისათვის შესაბამისი კანონმდებლობის არსებობისათვის ბრძოლა, ამ სფეროში საერთაშორისო აქტების რატიფიცირება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ.
GSPSA-ს ურთიერთობები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან. ორგანიზაციას გაფორმებული აქვს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოს სხვა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან.
2017 წლის აპრილიდან GSPSA მიიღო EVS აკრედიტაცია და რომლის თანახმად ის უმასპინძლებს უცხოელ მოხალისეებს თავშესაფარში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.
ფინანსური დახმარებისათვის (შემოწირულობისათვის) გადადით ამ გვერდზე:
http://gspsa.org.ge/donate/
The non-government not-for-profit union (association) “Georgian Society for the Protection and Safety of Animals” – GSPSA was founded in 2006. The union operates according to Georgian legislation and charter registered by the Ministry of Justice of Georgia by decision # 851 dated July 18, 2006.
The idea to establish the organization had existed for some years prior to the actual incorporation. Namely, three years before the registration of the organization a shelter for stray dogs was formed with the help and direct participation of union’s current members. Since then the shelter has been a home for over a hundred animals, the majority of which has been adopted by animal lovers and caring owners. The shelter for stray animals functions to this day.
The main objectives of the union are protecting and saving animals, preserving biological diversity and establishing protection mechanism and tools, creating harmonious relationships between humans and the animal world, studying international standards and practice as well as integrating the recent best practice and standards into public mentality in Georgia.
For the detailed objectives please refer to: GSPSA mission
The main goal of “Georgian Society for the Protection and Safety of Animals” is fight for establishing legislations suitable for the protection of animal rights in Georgia, ratification of the international acts in the field by the state legislative body.
GSPSA has formed some ties with animal protection organizations abroad. The union has signed cooperation memoranda with other non-governmental and governmental organizations in Georgia.
According to the accreditation from EVS, that GSPSA has got since April, 2017, the Society will be host to foreign volunteers within the range of program of Erasmus+.