Vetlife Animal Hospital • ცხოველთა ჰოსპიტალი ვეტლაიფი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Vetlife Animal Hospital • ცხოველთა ჰოსპიტალი ვეტლაიფი

Vetlife Animal Hospital • ცხოველთა ჰოსპიტალი ვეტლაიფი ცხოველთა მრავალპროფილური ჰოსპიტალი
Animal Multi-Profile Hospital ცხოველთა სამედიცინო ცენტრი
Animal medical center

ქართველი გულშემატკივარის სახე გუშინდელი ისტორიული თამაშის შემდეგ ⚽️🇬🇪
27/06/2024

ქართველი გულშემატკივარის სახე გუშინდელი ისტორიული თამაშის შემდეგ ⚽️🇬🇪

ხანდახან რთულია დაჯერება, რომ კატები ამ პლანეტის მკვიდრები არიან და არა მისტიური ქმნილებები შორეული გალაქტიკებიდან 💥🪐 მა...
26/06/2024

ხანდახან რთულია დაჯერება, რომ კატები ამ პლანეტის მკვიდრები არიან და არა მისტიური ქმნილებები შორეული გალაქტიკებიდან 💥🪐 მაგრამ ვინ იცის, იქნებ მართლაც ეგრეა? 👀

ტემპერატურის მატებასთან ერთად გვინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შეგახსენოთ!☀️🔥ზაფხულში მიუსაფარ ცხოველებს სულ უფრ...
21/06/2024

ტემპერატურის მატებასთან ერთად გვინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შეგახსენოთ!☀️🔥

ზაფხულში მიუსაფარ ცხოველებს სულ უფრო და უფრო უჭირთ გადარჩენისთვის წყლის მოპოვება🐕🐈‍⬛

საშუალოდ კი ძაღლებს ყოველ ერთ კილოგრამზე 60-80, ხოლო კატებს 60 მილილიტრი წყალი სჭირდებათ დღიურად 💧

ამიტომ მოგიწოდებთ და გთხოვთ, გამოიყენოთ ყველა შესაძლო შანსი მიაწოდოთ წყალი და გააგრილოთ დასიცხული ცხოველები 💦

ამისათვის რამდენიმე ყველასთვის მარტივი საშუალება არსებობს: 👇
🔹დაუდგით წყლით სავსე ჭურჭელი სახლთან, სამუშაო სივრცეებთან თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ცენტრებთან.
🔹ატარეთ თან წყლის ბოთლი, რომლითაც ნებისმიერ ადგილას შეძლებთ მიუსაფარებისთვის წყლის მიწოდებას.
🔹თუ დაინახავთ სხვების მიერ დატოვებულ წყლის ცარიელ ჭურჭელს, გთხოვთ გაასუფთაოთ და თავიდან აავსოთ ისინი.
🔹თუ ქუჩაში მზისგან გადახურებულ ცხოველს იპოვით დაეხმარეთ მათ გაგრილებაში, გადაიყვანეთ მზისგან დაცულ ადგილას, ნელი ტემპით დაუსველეთ ბეწვი წყლით ან დაადეთ ცივი კომპრესები მკლავებსა და ბარძაყებზე. თუმცა ხშირად გაგრილება არ არის საკმარისი და საჭიროა დროულად მიმართოთ სპეციალისტს ‼️

გაიცანით თანამშრომელი, რომელიც ერთერთი პირველი შემოუერთდა ვეტლაიფის გუნდს და მას შემდეგ მუდმივად ზრუნავს თქვენი ცუგების ...
16/06/2024

გაიცანით თანამშრომელი, რომელიც ერთერთი პირველი შემოუერთდა ვეტლაიფის გუნდს და მას შემდეგ მუდმივად ზრუნავს თქვენი ცუგების სილამაზესა და გარეგნულ სიჯანსაღეზე 🩵🐩

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სოფო გოგიშვილის ჯადოსნურ ხელებს და ხედვას სასწაულების მოხდენა შეუძლია. სწორედ ამიტომ, 6 წელზე მეტია ის ჩვენი პაციენტების გამორჩეულად საყვარელი გრუმერი და მეგობარია🔮

სოფოსთან გრუმინგზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ☎️ 0322 305 059

გვინდა სიხარულით გაგიზიაროთ, რომ რამდენიმე თვიანი სატესტო მუშაობის შემდეგ, ვეტლაიფის ცხოველთა ჰოსპიტალში 24 საათიანმა სტ...
12/06/2024

გვინდა სიხარულით გაგიზიაროთ, რომ რამდენიმე თვიანი სატესტო მუშაობის შემდეგ, ვეტლაიფის ცხოველთა ჰოსპიტალში 24 საათიანმა სტაციონარმა დაიწყო ფუნქციონირება 🕛🏩

დღეიდან, 24/7-ზე შევძლებთ თქვენი ფუმფულა მეგობრების ჯანმრთელობაზე ზრუნვას და მათთვის ხარისხიანი, საიმედო სამედიცინო სერვისების მიწოდებას👩🏻‍⚕️🐕‍🦺

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლინიკას პაციენტების მიღება ღამის განმავლობაშიც შეეძლება. სტაციონარი იფუნქციონირებს იმ პოსტოპერაციული და მძიმე ანამნეზის მქონე ცხოველებისთვის, რომლისთვისაც აუცილებელია კლინიკაში ექიმის მეთვალყურების ქვეშ დარჩენა თუ მკურნალობა 🩺💊

დილით თვალების გახელისას რამდენს აღმოგიჩენიათ სახესთან ეს მზერა და სველი ცხვირი? 🥹🩵
09/06/2024

დილით თვალების გახელისას რამდენს აღმოგიჩენიათ სახესთან ეს მზერა და სველი ცხვირი? 🥹🩵

05/06/2024

არ არსებობს ორი ერთნაირი ძაღლი ან კატა.. ყოველი მათგანი, მიუხედავად ჯიშისა, ინდივიდია და ხასიათის სხვადასხვა თავისებურებებით გამოირჩევა 🐕‍🦺🐈

სწორედ ამიტომ, ვეტერინარულ კლინიკაში მუშაობა ყოველთვის საინტერესო, დინამიური და მოულოდნელობებით სავსეა. ხშირად გგონია, რომ უკვე ყველაფერი გაქვს ნანახი, მაგრამ უცებ შემოვარდება ვიღაც “გიჟი” სიყვარულით და სიხარულით აგავსებს და კიდევ ერთხელ დაგარწმუნებს, რომ პროფესიის შერჩევაში არ შემცდარხარ 👩🏻‍⚕️🏩

ისევ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც ნახევარი განაკვეთით დაიკავებს კლინიკის დიასახლისის პოზიციას 🏩🩵დაინტერესების შემთხ...
04/06/2024

ისევ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც ნახევარი განაკვეთით დაიკავებს კლინიკის დიასახლისის პოზიციას 🏩🩵

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ☎️0322 305 059

ვეტლაიფის ცხოველთა საავადმყოფოში დიასახლისის ვაკანსია გვაქვს 🗣️🐈

თუ გიყვარს ცხოველები და არც სისუფთავეზე, წესრიგზე ზრუნვა გეზარება - დეტალებისთვის მოგვწერე [email protected] ან დაგვირეკე 0322 305 059 🗯️

ჩვენ გთავაზობთ ღირსეულ ანაზღაურებას და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

მოვიდა დრო ჩვენი პაციენტების გამორჩეულად საყვარელ ვეტერინარზე და საუკეთესო მეგობარზე, თიკო ხუციშვილზე გესაუბროთ 👩🏻‍⚕️🩵ბა...
01/06/2024

მოვიდა დრო ჩვენი პაციენტების გამორჩეულად საყვარელ ვეტერინარზე და საუკეთესო მეგობარზე, თიკო ხუციშვილზე გესაუბროთ 👩🏻‍⚕️🩵

ბავშობის ოცნებას, ცხოველებს დახმარებოდა, თიკომ 2015 წლიდან აქტიურად მოკიდა ხელი. დღემდე ახსოვს აღფრთოვანება პირველი კათეტერის ჩაყენებისას და შეგრძნება, რომ ზუსტად იქ მოხვდა, სადაც მართლა შეეძლო სიკეთის მოტანა. ბევრი სირთულის და გამოწვევის მიუხედავად, რაც ვეტერინარიას ახლავს თან, ის 2020 წლიდან ვეტლაიფის გუნდს შემოუერთდა და თერაპევტის, ექიმი-დერმატოლოგის პოზიციას იკავებს 🏩🐈

აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ტრენინგ-კურსებსა და კონფერენციებში. უზიარებს ცოდნას სტაჟიორებს სხვადასხვა ქალაქებიდან და დაუღალავად ცდილობს თავისი წვლილის შეტანას სფეროს განვითარებაში 📚📝

თიკოსთან კონსულტაციაზე ჩასაწერად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ☎️0322 305 059

თქვენი აზრით რამდენი გრამიდან იწყება ბედნიერება? 🩵🐕
28/05/2024

თქვენი აზრით რამდენი გრამიდან იწყება ბედნიერება? 🩵🐕

კლინიკაში ერთერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა, თუ რა უნდა ვაჭამოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს 🐕🏩რამდენად სწორად და ჯანსაღ...
23/05/2024

კლინიკაში ერთერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა, თუ რა უნდა ვაჭამოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს 🐕🏩

რამდენად სწორად და ჯანსაღად გამოვკვებავთ ცხოველებს, ეს აისახება მათ ჯანმრთელობაზე, ზრდა-განვითარებაზე, ბეწვის ხარისხზე, აქტივობაზე და სხვა 🐈🐩

დღეს ვეტლაიფის გასტრო-ენტეროლოგი, გვანცა ჯინჭარაშვილი რამდენიმე რჩევას მოგცემთ შინაური ცხოველების საკვები რაციონების შესახებ 👇

რას უნდა შეიცავდეს ცხოველის საკვები?
🔹ცილებს: მნიშვნელოვანია ქსოვილის ზრდისთვის და აღდგენისთვის - ხორცი, თევზი, კვერცხი…

🔹ცხიმებს: ხელს უწყობს ენერგიის შენარჩუნებას, უზრუნველყოფს ჯანსაღ ბეწვს და კანს - თევზის ქონი, მცენარეული ზეთები…

🔹ნახშირწყლებს: არის ენერგიის წყარო - მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი…

🔹ვიტამინებს და მინერალებს: აუცილებელია უამრავი ფიზიოლოგიური პროცესისთვის - საკვები დანამატები

არსებობს საკვების რამდენიმე ფორმა: 👇

მშრალი კვება - დაბალანსებულია წინასწარ და გათვლილია ცხოველის წონასა და ასაკზე, კომფორტულია როგორც შესანახად, ასევე ცხოველისთვის მისაცემად.🫘

სველი კვება - შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს, შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს გარკვეულ შემთხვევებში. შეგვიძლია შევურიოთ მშრალ კვებასაც 🥣

ნატურალური კვება - მზადდება ნატურალური/ახალი ინგრედიეტებისგან. აუცილებელია, რომ დაბალანსებული იყოს ექიმი დიეტოლოგის მიერ 🥦🥩

რამდენჯერ და როგორი სიხშირით უნდა გამოვკვებოთ ჩვენი ცხოველები? 📣

🔖6 თვემდე ლეკვებს და კნუტებს სჭირდებათ დღეში 4-5 ჯერადი კვება. ამ პერიოდში ისინი ძალიან მალე იზრდებიან და მეტი ენერგია ესაჭიროებათ. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი დიდი რაოდენობის საკვებს ვერ იტევენ კუჭში, საჭიროა, ხშირად და მცირე პორციებით მივაწოდოთ საკვები

🔖6 თვიდან წლამდე ასაკის ცხოველებს შეგვიძლია 3 ჯერადი კვება შევთავაზოთ დღის განმავლობაში. ამ ეტაპზე ზრდა უკვე შენელებულია, თუმცა ისინი მაინც აქტიურები არიან და ესაჭიროებათ ამ ენერგიის შენარჩუნება.

🔖1 წლიდან ზემოთ ასაკის ცხოველები შეგვიძლია გამოვკვებოთ 1-2 ჯერ დღეში, რა თქმა უნდა მათი წონის, ასაკის და აქტივობის გათვალისწინებით.

არ უნდა დაგვავიწყდეს მათი წყლით უზრუნველყოფაც, რომ არ მოხდეს ცხოველის დეჰიდრატაცია 💦

ზოგადი რეკომენდაციების მიუხედავად, აუცილებელია, გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ვეტერინართან, რომელიც უფრო ზუსტად შეგირჩევთ საკვებს ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე 👩🏻‍⚕️

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ☎️ 0322 305 059

კლინიკის მისამართია: თბილისი, სიმონ კანდელაკის 41

17/05/2024

ადგილი, სადაც შენი ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისის მიღება ერთ სივრცეში შეგიძლია 🏩🩵

‼️ ჩუქდება მეტისი გოგო ‼️ ერთი გამოხედვაც საკმარისია, გულის სიყვარულით ასავსებად ☀️🤍ეს უთბილესი გოგო გზაზე შეშინებული, დ...
12/05/2024

‼️ ჩუქდება მეტისი გოგო ‼️
ერთი გამოხედვაც საკმარისია, გულის სიყვარულით ასავსებად ☀️🤍ეს უთბილესი გოგო გზაზე შეშინებული, დაუძლურებული ვიპოვეთ, დაბარბაცებდა - გამვლელებს დახმარებას სთხოვდა. შემოგვანათა თავისი ლამაზი თვალები და ქუთაისიდან თბილისისკენ მომავალი, ჩვენი კლინიკის ვეტერინარების მანქანაში ამოყო თავი 🐕

ათ დღეზე მეტია ვეტლაიფში გადის მკურნალობის კურსს. მოყოჩაღდა, ათამაშდა და ამჯერად მზრუნველ მეგობარს ეძებს. ადამიანს, რომელიც შეძლებს ღირსეული ევროპული ცხოვრება აჩუქოს. მინიმუმ ათი ადამიანისთვის სამყოფ სითბოს და სიყვარულს იტევს და პოტენციური პატრონიც მზად უნდა იყოს ამხელა პასუხისმგებლობის ასაღებად🕊️

ჩვენ, ჩვენი მხრიდან, უზრუნველვყოფთ სტერილიზაციას, გეგმიურ გამოკვლევებს, ვაქცინაციას და ნებისმიერ სამედიცინო მომსახურებას, რაც შეიძლება დასჭირდეს 🏩

გააზიარეთ, დაგვეხმარეთ პოსტის გავრცელებასა და მისთვის იდეალური ადამიანის პოვნაში 🙏🩵

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ხშირად გვაძლევენ ნიშნებს ცუდად ყოფნის შესახებ, ადამიანებს გვიჭირს მათი სწო...
10/05/2024

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ხშირად გვაძლევენ ნიშნებს ცუდად ყოფნის შესახებ, ადამიანებს გვიჭირს მათი სწორად გაგება და დროული რეაგირება 🏩

ამიტომ, დღეს რამდენიმე სიმპტომზე გვინდა გესაუბროთ, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-ვეტერინარს🩺

პირველი, ყველაზე გავრცელებული ჩვენება, რომელზეც შესაბამისი რეაგირება არ ხდება არის ღებინება და დიარეა, სისხლდენა ან პირიქით დეფეკაციის და მოშარდვის პრობლემა, რომელიც საკმაოდ სერიოზული დაავადებების სიმპტომი შეიძლება იყოს 🦠

ასევე პრობლემაა, თუ ჩვენი შინაური ცხოველი ერთი დღე-ღამის განმავლობაში წყლასა და საკვებზე უარს ამბობს, მოწყენილი და უენერგიოა 🐈

სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ დგას პროფესიონალთან დროული მისვლის პრობლემა და ცხოველთა მეპატრონეების ნაწილი პასუხებს ინტერნეტში ან ირგვლივ მყოფ ადამიანებში ეძებს, კლინიკაში კი ცხოველები გართულებულ მდგომარეობაში ხვდებიან 🆘

ამიტომ, სასიცოცლოდ მნიშვნელოვანია, გვქონდეს დროული რეაგირება, თავიდანვე მივმართოთ სპეციალისტს და ავიცილოთ სამომავლო გართულებები 🩵

ჩვენი ფისოები, როცა სადღესასწაულო ხმაური და სტუმრიანობა არა და არ მთავრდება 😒🐈
07/05/2024

ჩვენი ფისოები, როცა სადღესასწაულო ხმაური და სტუმრიანობა არა და არ მთავრდება 😒🐈

აღდგომის ბრწყვინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ვეტლაიფი კვირას და ორშაბათს არ იმუშავებს 🙏წინასწარ გილოცავთ და მშვიდობია...
03/05/2024

აღდგომის ბრწყვინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ვეტლაიფი კვირას და ორშაბათს არ იმუშავებს 🙏

წინასწარ გილოცავთ და მშვიდობიან, ბედნიერ უქმეებს გისურვებთ 🇬🇪🩵🇪🇺

ფრთხილად! მოარიდეთ ფისოები აივნებსა და ღია ფანჯრებს ‼️🐈‍⬛მაშინ როდესაც გარეთ თბება, ბევრი ფრინველი, მწერი დაფრინავს, ჩვე...
30/04/2024

ფრთხილად! მოარიდეთ ფისოები აივნებსა და ღია ფანჯრებს ‼️🐈‍⬛

მაშინ როდესაც გარეთ თბება, ბევრი ფრინველი, მწერი დაფრინავს, ჩვენი ფისოები აქტიურად იწყებენ მათთან თამაშს, რაც ხშირად ბალანსის დაკარგვისა და სიმაღლიდან ვარდნის მაპროვოცირებელია 🐈🦋

რამდენი მითიც არ უნდა გვქონდეს კატების მოხერხებულობასა და 9 სიცოცხლეზე მოსმენილი, მათთვის სიმაღლიდან ვარდნა, ისევე საშიშია, როგორც სხვა ცხოველებისთვის ❗️

მათ, რა თქმა უნდა, აქვთ მეტი მოქნილობა და გადარჩენის ალბათობაც მაღალია, მაგრამ საფრთხე რეალურია და ხშირად ფატალურადაც სრულდება. ამ სეზონზე კლინიკებში ყოველდღიურად ხვდებიან ფისოები სხვადასხვა მძიმე ტრავმებითა და დაზიანებებით 🩻

ამიტომ გირჩევთ, იყოთ მეტად ყურადღებით, არ დატოვოთ ისინი მარტო აივნებზე ან ღია ფანჯრებთან და დაამონტაჟოთ სპეციალურად კატებისთვის შექმნილი აივნის ბადეები 🥅

არ ღირს ვენდოთ მითებს და ამით საფრთხეში ჩავაგდოთ ჩვენი პატარა მეგობრები🩵

27/04/2024

დღეს ვეტერინარიის საერთაშორისო დღეა 🩵👩🏻‍⚕️

ვულოცავთ ჩვენი გუნდის წევრებს და ყველა ამ სფეროში მომუშავე, ცხოველების მოყვარულ ადამიანს 🐕🐈

ერთად ბევრად მეტი შეგვიძლია 🙏

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ვეტლაიფის გუნდს კიდევ ერთი პროფესიონალი ქირურგი-ორთოპედი შემოუერთდა 👨‍⚕️🩺ლაშა-გიორგი ჯაფარიძ...
22/04/2024

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ვეტლაიფის გუნდს კიდევ ერთი პროფესიონალი ქირურგი-ორთოპედი შემოუერთდა 👨‍⚕️🩺

ლაშა-გიორგი ჯაფარიძე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული და მაგისტრია. ორთოპედიასა და ნეიროქირურგიაში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ, ის თავად გახდა ამავე უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის ლექტორი 📚🏩

მისი ნაშრომები გამოიცემა არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში. ათობით წარმატებული ოპერაციის შემდეგ ლაშა-გიორგიმ დიდი ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა, როგორც პროფესიულ წრეებში, ისე ცხოველთა მოყვარულებში🙏

მასთან კონსულტაციაზე ჩაწერა კვირასა და ორშაბათს არის შესაძლებელი 🔖

ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ☎️0322 305 059

არა რუსეთს! საქართველოს მომავალი ევროპაშია! 🇬🇪 🇪🇺
17/04/2024

არა რუსეთს! საქართველოს მომავალი ევროპაშია! 🇬🇪 🇪🇺

16/04/2024

ცოდნა განსაკუთრებით ღირებული მაშინ არის თუ მისი გაზიარება და სხვებისთვის კეთილდღეობის მოტანა შეგიძლია 🫂

ვეტლაიფის გუნდის წევრები მაქსიმალურად ღია ვართ ჩვენი გამოცდილების კოლეგებისთვის გაზიარებისთვის და გვჯერა, რომ მხოლოდ ასე შეიძლება ვეტერინარიის განვითარების ტემპის დაჩქარება და დეცენტრალიზება.. 🩺🏩

სწორედ ამიტომ, ერთი თვეა ორ ექიმ-ვეტერინარს ვმასპინძლობთ, რომლებიც ქირურგიის, ანესთეზიისა და დერმატოლოგიის მიმართულებით გადიან პროფესიულ გადამზადებას👩🏻‍⚕️👨‍⚕️

ნიკა და ანა ქუთაისის ვეტერინარული კლინიკა “ჯეო ვეტის” თანამშრომლები არიან და ამ ინტენსიური სტაჟირების შემდეგ, შეძლებენ მიღებული ცოდნა იმერელი ცხოველების კეთილდღეობისთვის გამოიყენონ 🐕‍🦺🩵

ვეტლაიფის ცხოველთა საავადმყოფოში დიასახლისის ვაკანსია გვაქვს 🗣️🐈თუ გიყვარს ცხოველები და არც სისუფთავეზე, წესრიგზე ზრუნვა...
13/04/2024

ვეტლაიფის ცხოველთა საავადმყოფოში დიასახლისის ვაკანსია გვაქვს 🗣️🐈

თუ გიყვარს ცხოველები და არც სისუფთავეზე, წესრიგზე ზრუნვა გეზარება - დეტალებისთვის მოგვწერე [email protected] ან დაგვირეკე 0322 305 059 🗯️

ჩვენ გთავაზობთ ღირსეულ ანაზღაურებას და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

11 აპრილი შინაური ცხოველების საერთაშორისო დღეა 🩵🐕‍🦺გახსოვს პირველი დღე, როცა შენს ფუმფულა მეგობარს შეხვდი და ნდობით სავს...
11/04/2024

11 აპრილი შინაური ცხოველების საერთაშორისო დღეა 🩵🐕‍🦺

გახსოვს პირველი დღე, როცა შენს ფუმფულა მეგობარს შეხვდი და ნდობით სავსე თვალები შემოგანათა? ან ის მომენტი, როცა შენს მუხლებზე ჩაეძინა და რამდენიმე საათი გაუნძრევლად მჯდარხარ, არ გაგეღვიძებინა? 🐶🐱

დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ მაგ მომენტიდან შენში რაღაც მნიშვნელოვანი შეიცვალა - სიყვარულის, ზრუნვის, თავდადების უნარი გაგეზარდა და ყოველი მათ გარეშე გატარებული დღეც, საკმაოდ რთული დღეა🔮 🥹

იმაზე საუბარს არ დავიწყებ, რამხელა თერაპიაა დამღლელი დღის შემდეგ სახლში დაბრუნებულს სიხარულით, რომ გეგებებიან და წამებში გავიწყებენ ყველა სტრესს 🎊✨

ყველა ცხოველების მოყვარულს გილოცავთ ამ დღეს. იმედია, მალე ერთად შევძლებთ, უკან დავუბრუნოთ ის ერთგულება და სიყვარული, რასაც დაუღალავად გვჩუქნიან ☀️

ვეტლაიფის გუნდს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ექიმი-ვეტერინარი, ანა ოგანესიანი შემოუერთდა 🏩🩵მას აგრარული უნივერსიტეტის ვეტერ...
08/04/2024

ვეტლაიფის გუნდს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ექიმი-ვეტერინარი, ანა ოგანესიანი შემოუერთდა 🏩🩵

მას აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. უმუშავია ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის თერაპია, ნეფროლოგია, უროლოგია, დერმატოლოგია და სხვა. თუმცა სამი წელია მისი ინტერესი ულტრაბგერით დიაგნოსტიკაზე შეჩერდა და ჩვენთანაც ექოსკოპისტის პოზიცია დაიკავა 👩🏻‍⚕️

7 წლიანი ინტენსიური სამუშაო გამოცდილებით, შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, დღეისთვის ის ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი წევრია🩺

ექოსკოპიაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ☎️ 0322 305 059

რადგან გარეთ ნელნელა თბება და პარაზიტების გავრცელების რისკიც იზრდება, დღეს გვინდა, კიდევ ერთხელ გესაუბროთ, თუ როგორ უნდა...
05/04/2024

რადგან გარეთ ნელნელა თბება და პარაზიტების გავრცელების რისკიც იზრდება, დღეს გვინდა, კიდევ ერთხელ გესაუბროთ, თუ როგორ უნდა ავარიდოთ თავიდან ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს მათთან დაკავშირებული უსიამოვნო გამოცდილება🪳🐩

ცხოველებში ყველაზე გავრცელებული პარაზიტები ჭიები, რწყილები და ტკიპები არიან და მათი არსებობა ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიან თქვენი პატარა მეგობრების ორგანიზმის სისტემურ ფუნქციონირებას 🦠

ჭიები ნაწლავურ მიკროფლორას აზიანებენ და პრევენციული მკურნალობის დაწყება, როგორც ლეკვებში, ისე კნუტებში 3-4 კვირის ასაკიდან არის აუცილებელი. საწყის ეტაპზე წამლის მიღება თვეში ერთხელ არის სავალდებულო, ხოლო 6 თვიდან სიცოცხლის ბოლომდე ყოველ 3 თვეში ერთხელ ცხოველის წონის მიხედვით 🪱

რაც შეეხება რწყილებსა და ტკიპებს, ისინი ძალიან ტოქსიკური არიან სხეულისთვის, გადააქვთ სისხლის და ნაწლავის პარაზიტული დაავადებები და შეუძლიათ გრძელვადიან პერსპექტივაში ანემია და სისხლის უჯრედების დაშლა გამოიწვიონ🧬

ამიტომ მნიშვნელოვანია რეგულარული პრევენციული მკურნალობა და რაც მთავარია, ისეთი ხარისხიანი მედიკამენტების გამოყენება, რომელიც მათ წონას და ასაკს შეესაბამება 💊🔬

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ☎️ 0322 305 059

30/03/2024

თქვენი აზრით, რამდენი ხანი სჭირდება ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდეგ იმ შედეგის მიღწევას, რაც ვიდეოშია ნაჩვენები? 🩵🐕

ეს ჩვენი პაციენტი, 7 წლის ოდრია, რომელიც კლინიკაში ნევროლოგიური პრობლემით მოვიდა. უჭირდა სიარული, არ შეეძლო ახტომა მცირედ სიმაღლეზეც კი და უკანა ორ კიდურზე დადგომა🏩

აღენიშნებოდა უკანა კიდურების პროპრიოცეფციული დეფიციტი.
საჭირო გახდა მრტ-ს გადაღება, სადაც დადასტურდა მალთაშუა დისკის ექსტრუზია(თიაქარი), ზურგის ტვინის 3/4-ის შევიწროებით🩻🧬

შედეგის მიხედვით ჩაუტარდა ოპერაცია, რაც გულისხმობს თიაქარის მოცილებასა და ზურგის ტვინის გათავისუფლებას კომპრესიისგან🔬👨‍⚕️

ვიდეო ასახავს ოპერაციამდე და ოპერაციიდან 2 თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ ოდრის გაუმჯობესებას📆

ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაატარა ქირურგმა გიორგი ჩიკვატიამ და ნევროლოგმა ნიკიტა მეშერიაკოვმა🩵

დიდი ხანია თქვენთვის სოფოს შემოქმედება აღარ გაგვიზიარებია ✂️🩵გრუმინგზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ☎️0322 305 059
25/03/2024

დიდი ხანია თქვენთვის სოფოს შემოქმედება აღარ გაგვიზიარებია ✂️🩵

გრუმინგზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ☎️0322 305 059

22/03/2024

გაზაფხული ჩვენი შინაური ცხოველების ჯანმრთელობისთვის დიდი გამოწვევაა. ამ დროს განსაკუთრებით არის საჭირო დავიცვათ ისინი პოტენციური საფრთხეებისგან 🐾🏩

🔹აუცილებელია დავამუშაოთ, როგორც შინაგან, ისე გარეგან პარაზიტებზე

🔹უნდა გადავამოწმოთ ვაქცინაციის კალენდარი, შემთხვევით აცრის გაკეთების დრო ხომ არ არის მოსული

🔹საჭიროა მივაქციოთ ყურადღება მათ ქცევებს და გარეგნულ მახასიათებლებს, სეზონურმა ალერგიებმა, რომ არ იჩინონ თავი

🔹აუცილებელია რეგულარული ვარცხნაც, აქტიური ცვენის პერიოდში არასაჭირო ბეწვის მოსაშორებლად

🔹სასურველია გავუკეთოთ გეგმიური კვლევები, დარწმუნებული რომ ვიყოთ ყველაფერი რიგზეა

კონსულტაციაზე ჩასაწერად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ☎️ 0322 305 059

აქ ვიღაცამ ზუსტად იცის, როგორ უნდა დამალოს თათები ისე, რომ ფრჩხილები ვერავინ დააჭრას 🐾 🩵
19/03/2024

აქ ვიღაცამ ზუსტად იცის, როგორ უნდა დამალოს თათები ისე, რომ ფრჩხილები ვერავინ დააჭრას 🐾 🩵

ზუსტად ერთი წლის წინ, 8 მარტს, ვეტლაიფმა ახალ სივრცეში გაგიღოთ კარი. 🩵🎉 სივრცეში, რომელმაც სრულიად შეცვალა თანამედროვე ვ...
07/03/2024

ზუსტად ერთი წლის წინ, 8 მარტს, ვეტლაიფმა ახალ სივრცეში გაგიღოთ კარი. 🩵🎉 სივრცეში, რომელმაც სრულიად შეცვალა თანამედროვე ვეტერინარული საავადმყოფოს სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში. შექმნა გარემო, სადაც უამრავი გამოწვევის მიუხედავად, ვცდილობთ მიიღოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება და სამედიცინო სერვისები 🩺🏩

ამ დღის აღსანიშნავად, გადავწყვიტეთ, პატარა საჩუქარი გაგვეკეთებინა ჩვენი ერთგული პაციენტებისთვის 🎁

მხოლოდ ხვალ, 8 მარტს, ჩვენს კლინიკაში, ვაქცინაციაზე 25 % ფასდაკლებას მიიღებთ. თერაპევტებთან კონსულტაციას კი, მთელი დღის განმავლობაში, სრულიად უფასოდ შეძლებთ💉🆓

ჩასაწერად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ☎️ 0322305059

Address

სიმონ კანდელაკის ქუჩა 41/Simon Kandelaki Str 41
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 19:00
Sunday 10:00 - 19:00

Telephone

+995322305059

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Vetlife Animal Hospital • ცხოველთა ჰოსპიტალი ვეტლაიფი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Vetlife Animal Hospital • ცხოველთა ჰოსპიტალი ვეტლაიფი:

Videos

Share

Category