დღეს ჩვენი კლინიკის მთავარი ექიმის, ბატონი ზაქროს დაბადების დღეა! 💚 გილოცავთ დიდი პატივისცემით თქვენს დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს 💚 თქვენ უამრავი ადამიანის იმედი ხართ, ჩვენი გუნდისთვის კი - გულისხმიერი მეგობარი 💚 Zakro Bajiashvili
გაიცანით ქალბატონი ნეფერტიტი და კიდევ ერთი რთული ოპერაცია💚
მიკი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რატომ არ უნდა ვაჭამოთ ჩვენს შინაურ ცხოველებს სახლის საკვები, განსაკუთრებით ძვლები.
მიკიმ ვერ შეძლო ძვლებისა და მყარი მასის მონელება, ამიტომ სასწრაფო საოპერაციო გახდა.
ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმის წყალობით, მიკიმ გადაიტანა ურთულესი ოპერაცია და დღეს თავს კარგად გრძნობს 💚
გაიცანით მიმი. პატარა პრინცესა, რომელმაც დამოუკიდებლად მშობიარობა ვერ შეძლო და საჭირო გახდა საკეისრო კვეთა 💚
საკეისრო კვეთა ხდება სხვადასხვა მიზეზების გამო: თუ ნაყოფი დიდია და ძაღლს აქვს ვიწრო სამშობიარო არხები, თუკი საშვილოსნოში ლეკვებს ცუდი მდგომარეობა აქვთ, ან დედა ძაღლს აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები. ზოგიერთი ჯიში ვერ ახერხებს დამოუკიდებლად ლეკვების გაჩენას, ამიტომ მათთვის აუცილებელია საკეისრო კვეთა(ინგლისური ბულდოგი, ფრანგული ბულდოგი, ტოიტერიერი, შპიცი, ტაქსა და ა.შ.)
გირჩევთ, მომავალ დედას ჩაუტაროთ გამოკვლევები ორსულობის 50-55 დღეს, რათა შემოწმდეს გულის, საშვილოსნოსა და ლეკვების მდგომარეობა. კვლევები შეამცირებს რისკებს და თქვენი ოთხფეხა მეგობარიც ჯანმრთელად იგრძნობს თავს.
თქვენ და თქვენს შინაურ ცხოველებს გისურვებთ ჯანმრ
მოგესალმებით 💚
ჩვენი პროფესიონალთა გუნდი გაგაცნობთ ყველა საჭირო ინფორმაციას, ტკიპის ნაკბენის მიერ გამოწვეული დაავადებების შესახებ. ამ სეზონზე, ეს თემა ყველაზე აქტუალურია და იმედია, შევძლებთ თქვენს დახმარებს 💚
გისურვებთ ჯანმრთელობას 💚
დღეს ვეტერინარიის საერთაშორისო დღეა! 💚 ვულოცავთ ჩვენს გუნდსა და ჩვენს ყველა კოლეგას! 💚 უაამრავ გამოჯანმრთელებულ პაციენტს გისურვებთ 💚
თქვენ წინაშეა ჩვენი გუნდი, სამუშაო პროცესი, დატვირთული დღეები და უამრავი გამოჯანმრთელებული პაციენტი 💚 ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე და გვიხარია, რომ გეხმარებით! 💚
გაიცანით რექსი, ყველაზე მაგარი ბიჭი, რომელმაც ურთულესი ოპერაცია, ჩვენი გუნდის დახმარებით, ძალიან მარტივად გადაიტანა 🩵🐶
მადლობა თქვენ ნდობისთვის!♥️
თქვენც ცუგო გეგონათ? არა, მგელი გვესტუმრა დღეს, მგელი! 😁💚
გიზიარებთ რჩევებს, წინასაზაფხულო დღეებისთვის ❤️
ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობაზე! 💚
გაიცანით 9 წლის მიმიკო, რომელმაც ძალიან რთული ოპერაცია გადაიტანა 🐶♥️
ამ ორს შეხედეთ ხალხოო!! 🥹💜💜
თბილისელი და ზესტაფონელი კაი ბიჭების შეხვედრა 😄💚💚
გაიცანით ჩვენი პატარა პაციენტი ბიბი, რომელსაც რამდენიმე წელი ჰქონდა გადაყლაპული კაუჩუკის ბურთი 🥹 ჩვენი გუნდისა და ზაქრო ექიმის წყალობით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პაციენტი თავს კარგად გრძნობს.
ერთად ვიზრუნოთ, ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობაზე 💚
ჩვენს კლინიკას ყველასთვის ნაცნობი, გომბორა ესტუმრა, რომელსაც კასტრაცია ჩაუტარდა. წინასწარ გაკეთებული ანალიზებითა და ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმის წყალობით, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა და გომბორაც, იმავე დღეს, დაბრუნდა თავის სასახლეში 🥳🩷
შეგახსენებთ, რომ ოპერაციის ჯავშნისთვის, უნდა დაგვიკავშირდეთ კლინიკის ნომერზე: 598361155
კლინიკა მუშაობს ყოველდღე 10:00-18:00 საათამდე 💚
ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე
თუ შინაური ცხოველი გყავს, უკვე გეცოდინება, რომ ვაქცინაცია არის ის, რის გარეშეც წარმოუდგენელია მისი ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრება.
როცა საქმე ვაქცინაციას ეხება, მნიშვნელოვანია მისი ჩატარების დრო და ადგილი, სადაც ცხოველზე სწორად იზრუნებენ.
როდის კეთდება ვაქცინა?
🐕ძაღლის კომპლექსური ვაქცინა კეთდება 6 კვირიდან.
3-4 ვაქცინა 2-3 კვირიანი ინტერვალით;
🐈კატის ვაქცინაცია იწყება 8-10 კვირიდან.
2 კომპლექსური ვაქცინა 2-3 კვირიანი ინტერვალით;
🔺 ორივე ცხოველი შემთხვევაში, აუცილებელია შემდგომი სავალდებულო რევაქცინაცია წელიწადში ერთხელ.
ჩაუტარე შენს ოთხფეხა მეგობარს გეგმიური ვაქცინაცია ზაქრო ბაჯიაშვილის ვეტერინარულ კლინიკაში და დაეხმარე, იყოს მუდამ ჯანმრთელი! ☀️