![VETNET.GE კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს. ბედნიერება და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად. 💙💙საზო...](https://img3.voofla.com/603/223/891274086032231.jpg)
30/12/2023
VETNET.GE კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს. ბედნიერება და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად. 💙💙
საზოგადოების შესამჩნევი აქტიურობის და პროტესტის მიუხედავად, სამწუხაროდ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ამ ახალ წელსაც მოუწევთ ბევრი ნერვიულობა.🎆
ამ პოსტში შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ შევუმსუბუქოთ ცხოველებს მდგომარეობა და თავი მაქსიმალურად უსაფრთხოდ ვაგრძნობინოთ.
❗❗❗ყურადღება❗❗❗
დღეს, ახალი წლის ღამეს ბევრი აპირებს შეხვდეს 2022-ს გარეთ, რა დროსაც ბევრი შინაური ცხოველი რჩება სახლში მარტო, რაც დამატებითი სტრესია პიროტექნიკის ხმაურის ფონზე. აუცილებლად გაითვალისწინეთ:
1) ჩაკეტეთ ფანჯრები, გააფარეთ ფარდები. 🪟
2) მიეცით ცხოველს საშუალება, დაიმალოს ნაკლებად ხმაურიან სივრცეში, იქნება ეს ოთახი თუ რაიმე სხვა. 🙈
3) დატოვეთ კარადების და გარდერობების კარი ღია. პატარა ცხოველები ყველაზე მშვიდად ასე იგრძნობენ თავს. 🚪
4) დატოვეთ წყალი და საკვები ფანჯრებიდან მოშორებით. 🥫💧
ვეტნეტი გილოცავთ დამდეგ 2022 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას თქვენ და თქვენს ოთხფეხა მეგობრებს 💙